Digest Logo

„გაუშვი ის, რაც გაბრკოლებს...“ - 11 ნოემბერი სარკისებური თარიღია: რა უნდა გავითვალისწინოთ ქეთი ოდიშელის რეკომენდაციები

1762842155
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 11 ნოემბრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული რიცხვი სარკისებურია რა დროსაც სურვილები უნდა ჩავუთქვათ:

„11 ნოემბერი - სარკისებური თარიღი  

დღეს ეზოტერულად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ამიტომ აუცილებლად უნდა ჩაიფიქრო კონკრეტული სურვილი დღის 11:11 სთ-ზე.

სარკისებური თარიღების ენერგია საკმაოდ ძლიერია. მარტივი სარკისებური თარიღები წლის განმავლობაში ყოველ თვეში გვხვდება, თუმცა მსგავსი თარიღი პერსევსის ცეცხლოვანი კარიბჭის პერიოდში წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გვაქვს, დღეს - 11 ნოემბერს!

დღის განმავლობაში გაითვალისწინე შემდეგი:

1 - ყურადღება მიაქციე მინიშნებებს
2 - უსმინე შინაგან ხმას/ინტუიციას
3 - აღმოაჩინე საკუთარ თავში ახალი უნარები
4 - იმოქმედე, იყავი გახსნილი სამყაროს ახალი შემოთავაზებებისთვის
5 - გაუშვი ის, რაც გაბრკოლებს, შენს სურვილებთან, მიზნებთან დაახლოებაში.
6 - გამოხატე მადლიერება!

p.s. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ერთნაირ ციფრებს, მაგ: 11:11 ან 222, 777 ან ნებისმიერი სხვა კომბინაცია, რომელსაც დაინახავ საათზე, მობილურზე, მანქანის სერიაში იქნება მერკურის მინიშნება სამყაროსგან.

გააანალიზე იმ მომენტში კონკრეტულად რაზე ფიქრობდი“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕11 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით