ვისზე იმოქმედებს ორშაბათი დღის ენერგია განსაკუთრებით და ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვისაა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად კარგი პერიოდი? - აღნიშნულ თემებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო„ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.
მისი თქმით, შვიდი ოქტომბერი გარდაქმნებისა და ცვლილებების დღეა, რაც იმას ნიშნავს რომ ყველაზე მეტად ენერგეტიკა ვერძებზე მოქმედებს. როგორც ასტროლოგმა აღნიშნა ვერძებში იღვიძებს ენერგია და იღვიძებს ბავშვურობა. ანზორ ოდიშარია ამბობს, რომ სწორედ ამ თვისებას შეუძლია მათი შეცდომაში შეყვანა.
ვერძი
ეცადეთ რომ კონტროლი გაუწიოთ თქვენს საუბარსა და მოქმედებებს, რომ დღემ წარმატებულად და მშვიდობიანად ჩაიაროს.
კურო
აფეთქების დღეა. ბევრი პოზიტიური რამ გეძლევათ და შანსი გაქვთ სწორი მოქმედებით გამოასწოროთ ფინანსური საკითხები. გეძლევათ საშუალება გააღვიძოთ ენერგიები, რომლებიც მიძინებული იყო.
ტყუპები
ფართოვდებით, უნარს შესაძლებლობებს ავითარებთ. შანსი გაქვთ საკუთარი თავი სწორად გამოხატოთ. შეეცადეთ იმოქმედოთ სწორად და სამყარო ამას აუცილებლად დაგიფასებთ.
კირჩხიბი
გჭირდებათ მოქმედება და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. თუ დღეს ფიზიკური აქტიურობით, სპორტით ან ვარჯიშით დაკავდებით, შინაგან ენერგიას არაფერი ემუქრება, წინააღმდეგ შემთხვევაში პირიქით მოხდება.
ლომი
გეძლევათ ძალა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ მომავლის პერსპექტივები. გჭირდებათ სწორი გუნდის ფორმირება, ნებისმიერ საკითხში, რომ სწორად წარმართოთ დასახული მიზანი.
ქალწული
მნიშვნელოვანი შანსები შეიძლება მოვიდეს დღეს თქვენს ცხოვრებაში, სწორედ კარიერის კუთხით. განახლება, რომელიც თქვენ გჭირდებათ აუცილებლად მიიღებთ. შიში და შფოთვები კი ამ ყველაფერში ხელს შეგიშლით.
სასწორი
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეს პერიოდი თქვენთვის, როგორც კანისა და ცხოვრების ცვლილება. ბევრი მოვლენა თავს იყრის ამ მოკლე პერიოდში. გჭირდებათ მაქსიმალური სიფრთხილე და არ უნდა შეხვიდეთ შეცდომებში.
მორიელი
განსაკუთრებული შინაგანი ენერგია გაქვთ. ოჯახური ურთიერთობები ძლიერდება და იზრდება პარტნიორული კავშირები. თქვენი სურვილები უფრო სწრაფად სრულდება. თქვენი ენერგია ძლიერად მოქმედებს გარემოცვაზე.
მშვილდოსანი
ემოციური ფონი და ენერგია იზრდება. აზრები და იდეები, რომლებიც დღეს თავში მოგდით სამყარო ყველაფერში გეხმარებათ. ეს დღე გაძლევთ საშუალებას, რომ სწორად გაიგოთ ადამიანების ემოციები. შეგიძლიათ თქვენი ჩანაფიქრები აასრულოთ.
თხის რქა
გელოდებათ გამოცდა, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა თქვენი მიზნები ტრანსფორმირდეს და შეიცვალოს. გადახედეთ წარსულს და შეაჯამეთ თქვენი გამოცდილება. დაგეგმეთ მომავალი.
მერწყული
დიდი ცვლილებები იწყება. ირგვლივ მყოფი ადამიანების შფოთვას გრძნობთ და გაუცხოებულ ადამიანებს ამჩნევთ. თქვენ ემზადებით დიდი მიზნისთვის, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.
თევზები
გადაამოწმეთ ინფორმაცია და არ მოტყუვდეთ. ეცადეთ ილუზიებში არ წახვიდეთ. შეცდომები არ გეპატიებათ სამყარო გაკვირდებათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი გველესიანმა ირანის წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა