Digest Logo

„გვაქვს შავი მაგიის, ჯადოქრობის ღამე. მივმართავ ახალგაზრდებს, თავი შეიკავეთ ჰელოუინის რიტუალებისგან“ - მიხეილ ცაგარელი

1698648355
მიხეილ ცაგარელი

28 ოქტომბრიდან - 14 ნოემბრის ჩათვლით, დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში, რაც ძალიან მძიმე პერიოდზე მიანიშნებს. ეს არის წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები მისცა.

„ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია.

28 ოქტომბრიდან - 14 ნოემბრამდე დედამიწა შევიდა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ენერგოველში, ეს წლის ყველაზე რთული პერიოდია. მოითხოვს მოთმინებას, თავდაჭერას, წინდახედულობას.

თქვენ შეიძლება მშვიდად იყოთ, მაგრამ სხვამ გაგაღიზიანოთ.  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მეტი სიფრთხილით, მეტი ტაქტით და დიპლომატიით.

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დღეს გვაქვს შავი მაგიის, ჯადოქრობის ღამე. შეიძლება ვთქვათ, რომ სატანისტური ღამეა, ანუ ჰელოუინი. მოვუწოდებ ახალგაზრდობას, რადგან მათი მოქმედებები, ნიღბები და სისხლიანი ფორმები იზიდავს უარყოფით ენერგიებს. 

მორიელი ითვლება შავი მაგიის ნიშნად. დღეს აუცილებლად უნდა გაიწმინდოს სახლი, საათის ისრის მიმართულებით, ლოცვით და დალოცეთ ყველა, არამარტო საკუთარი თავი. ეს გაამაგრებს დამცავ ველს. 

ეცადეთ თავი შეიკავოთ ჰელოუინის რიტუალებისგან.

4 გეომაგნიტური დღე - დღეს, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, კვირა“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოვხვდი ავარიაში, რომელიც ძალიან მძიმე იყო. მივხვდი, რომ არაფერი მიხარია. ცხოვრებაში მჭირდებოდა ცვლილება“ - თემო მჟავია დიდი ხნის შემდეგ კვლავ გამოჩნდა

🎥 „თუ მომავალი თაობა მკითხავს რას ემსახურებოდიო, ვუპასუხებ რომ ღმერთს“ - რას ამბობდა თენგიზ არჩვაძე გარდაცვალებამდე

🎥 „ოჯახის შექმნა უნდოდა, გადამიხდი დიდ ქორწილსო?“ - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები „ჰამასის“ ქართველ მსხვერპლზე