„მოდის ტურბულენტური ივლისი, კვანტური ნახტომი მომავლისკენ. ემოციების მხრივ მართლა იქნება ფეიერვერკული. პლანეტების დიდი ნაწილი გადაინაცვლებს ისეთ ნიშანში, რომელიც მხიარულებასა და გართობაზე აგებს პასუხს - ლომის ზოდიაქოში“, - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემა „შენი დილა“ ისაუბრა.
მისივე თქმით, ეს თვე ზრდის რისკს, რომ გაუაზრებლად იმპულსურად იმოქმედოს ადამიანმა და გარისკოს, მაშინ როცა გარანტიები არ აქვს.
„ამ თვის მთავარი შლეიფი არის მარსის და ურანის შეერთება - რაც თავზეხელაღებულების ენერგიაა. ეს შეერთება კუროს ზოდიაქოს ნიშანში ხდება, რომელსაც პირიქით, გააზრება და ნელა მოქმედება უყვარს“,- ამბობს ბზეკალავა.
ბზეკალავას თქმით, 30 ივნისი საფრთხილო თარიღია და სითამამე არ არის რეკომენდებული.
„ხვალ, 30 ივნისს სასწორში გადადის შავი მთვარე, რაც იმას ნიშნავს, რომ 9-თვიანი ციკლი იწყება ყველანაირ ურთიერთობებში. გამოცდის ამ ურთიერთობებს. აღნიშნული პერიოდი ასევე ტრავმების ალბათობაც ზრდის, თუმცა მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ობიექტური ხედვა“,- დასძენს ბზეკალავა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეული ნიშნების პროგნოზს ასეთია:
♈ ვერძი
არ უნდა გადაწვათ ცხოვრებაში ის ხიდები, მერე უკან მობრუნების საშუალება რომ არ გქონდეთ. ბევრი რამე შესაძლოა სამსახურებრივ ფაქტორსაც შეეხოს. კონკრეტული ადამიანები მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ცოტა გართულდება ცივ გონებაზე გადაწყვეტილების მიღება, ეს ეხება მარტში დაბადებულ ადამიანებს. თვის მეორე ნახევარში გეძლევათ საშუალება მსხვილმასშტაბიანი პროექტები განახორციელოთ. არ იკონფლიქტოთ მეგობრებთან ან პირად ურთიერთობაშიც. იყოს ობიექტური და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ესაა ამ თვის რჩევა.
♉ კურო
ეს თვე იქნება რადიკალური, მარსი და ურანის შეერთება კუროს ზოდიაქოს ნიშანში ხდება. კუროს ურჩევნია დღევანდელი კვერცხი, ხვალინდელ ქათამს, მას არ უყვარს სწრაფი გადაწყვეტილებები. მაგრამ ბევრ ადამიანს, შესაძლოა კომფორტის ზონის დატოვება მოუხდეს. იგი ბრაზდება, როდესაც ეუბნებიან, რომ ნუ ზოზინებ, ჩქარაო. შესაძლოა თვის მეორე ნახევარმა მოიტანოს დაუგეგმავი ხარჯები, რაც მათ განწყობას გააფუჭებს. ეს ყველაფერი კი გეგმების ხელახლა გადაგეგმას მოითხოვს. დაზოგეთ რესურსი, თქვენი ადამიანური რესურსი, რომ არ გადაწვათ უმთავრესი გონებრივი რესურსი.
♊ ტყუპები
ძალიან კარგი თვე აქვს, წინ და წინ. შეიძლება წარმოიშვას გადაულახავი კონფლიქტები, ამიტომ არ გაჯიუტდეთ. დიდი ალბათობაა, უკან დახევა მოგიწიოთ, რადგან თქვენ პრინციპულობას აირჩევთ, რაც არ გამოგადგებათ. თითქოს ეგოს ვერ აბიჯებთ. გამოიყენეთ ლავირების თვისება, იუმორი. თვის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია მხიარული გადაადგილებები. ბავშვებთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებას მოგანიჭებთ.
♋ კირჩხიბი
თუ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტესტავდით, ივლისი გაძლევთ საშუალებას ეს ყველაფერი გამოიტანოთ სცენაზე და ვნახოთ რა გამოვიდა. შეფასებებიც მნიშვნელოვანი იქნება, კარგი იქნება თუ გადამეტებული ემოციით არ მოეკიდებით შეფასებებს. თვის შუა პერიოდში ცოტა აპათიურმა პერიოდმა შემოგიტიოთ, მაგრამ ეს არის მოკლევადიანი და შეეცადეთ ეს გადააგოროთ. კირჩხიბი დრამის დედოფალია ისედაც, ამ დროს უნდა ითხოვოთ გჭირდებათ მხარდაჭერა, მხარს დაგიჭერენ აუცილებლად. ილაპარაკეთ გირჩევთ, მით უფრო გაგიმართლებთ.
♌ ლომი
მიმდინარე თვის მანძილზე ძალიან ბევრი პლანეტაა თქვენს ნიშანში, რაც ბევრი ენერგიაა. გაქვთ განცდა, რომ გადაიწვით და გამოიფიტეთ, ამიტომ ბალანსის პოვნა აუცილებლად მოგიწევთ. კარგად დააკვირდით ახალ ნაცნობებს.
♍ ქალწული
ერთ-ერთი საკვანძო თვეა, რაც გაყოფ თქვენს წლევანდელ წელს. ივლისამდე და ივლისის შემდეგ, ამ თვეს გაქვთ საშუალება კარდინალური გადაწყვეტილებები მიიღოთ., შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს უცხოეთს, რაც მოითხოვს ახლებურ კონცენტრაციას ძალების და ცხოვრების წესის შეცვლასაც. ცვლილებების მთავარი პულტი თქვენ გიჭირავთ ახლა. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს. შესაძლოა წარსული შეცდომების გაანალიზება მოგიწიოთ.
♎ სასწორი
ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა მათთვის, იმ კუთხით, რომ საკუთარი თავის მეტად დაფასება ისწავლონ. მიხვდნენ, რომ ძალიან ბევრი რამე შეუძლიათ. ყველას მოსაწონი ვერ იქნებით, ამიტომ აქ ბალანსის დაცვაა საჭირო.
♏ მორიელი
ივლისის თვეში შესაძლოა თავი გმირად იგრძნოთ. თქვენი ოჯახი საჭიროებს თქვენს ლიდერულ თვისებებს, ვიღაცა საჭიროებს, რომ გადაარჩინოთ. მინიმუმ ემოციურად. ამიტომ ეს არის თვე, რომელიც ბევრი სიტუაციის კორექტირება შესაძლოა მოგიწიოთ. ეგოს თუ არ მოზომავთ, შესაძლოა გადაიდოს ან გაიწელოს ის პროცესები, რაც პირად ურთიერთობებს ეხება. გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს, ხომ არ სტკენთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს.
♐ მშვილდოსანი
ივლისის თვე მულტიფუნქციური იქნება, ნუ იწუწუნებთ, მოგიწევთ ძალიან ბევრს ფრონტზე უნდა იყოთ, ხოლო მომდევნო თვეში შეგიძლიათ დაისვენოთ. ახლა დროა ამ შედეგით დატკბეთ, რასაც ეგ თვე მოგიტანთ.
♑ თხის რქა
საინტერესო ამბები ხდება, უკუმავალია მისი მფარველი პლანეტა სატურნი, ანუ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა გადავადდება, ასევე სირთულეებით დროებით გაიწელება. გაიწელება საბუთებთან დაკავშირებული პროცესები. რაღაც უნდა შეცვალოთ და ანუ გამოდის, დრო გაქვთ ჯერ კიდევ დაფიქრდეთ.
♒ მერწყული
მისი მფარველი პლანეტა ურანი მარსს უნდა შეუერთდეს და მის ცხოვრებაში მოვლენები აჩქარდება. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მოგიწევთ სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილებების მიღება. დიდია ალბათობა კონფლიქტების, მეგობრებში, კოლეგებში, პირად ურთიერთობებში. იჩქარეთ ნელა და გააანალიზეთ სიტუაციები.
♓ თევზები
თევზების მმართველი ნიშანიც უკუმავალია. გაქვთ რამდენიმე თვე შანსი, რომ აღიდგინოთ რეპუტაცია.ვერ გაბედეთ, ვერ გარისკეთ? თევზები ივლისში გადამოწმდებიან ავტორიტეტზე, შეუძლია თუ არა მათ სახე არ დაკარგონ და რამდენად სტაბილურები იქნებით. ეს ეხება სამსახურებრივ საქმესაც. თუ თქვენ რაღაცის შეგეშინდათ საფრთხე ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძელით, ცოტა ხანს კიდევ გაძლევენ, რომ მობილიზდეთ. მომატებულია ავარიების და ტრავმების ალბათობა, ამიტომ მოვბილიზდეთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ასეთი ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყავით მთელი ცხოვრება“ - ირინკა კავსაძე დაქორწინდა