Digest Logo

„იმიტომ, რომ აპრილია და მარსის ენერგია მუშაობს, ვიცოდეთ, რომ კონფლიქტური სიტუაციები მოიმატებს“ - რას წერს ასტროლოგი

1775312470
მზე და მთვარე

იმიტომ რომ აპრილია და მარსის ენერგია მუშაობს ვიცოდეთ, რომ კონფლიქტური სიტუაციები მოიმატებს 🤔

🌟 გაგაცნობთ ერთ-ერთ კარგ ინსტრუმენტს ფსიქოლოგიაში 🙏

🌿 ტომას–კილმანის კონფლიქტის მართვის მოდელი

🟠კონფლიქტი შემთხვევითი არ არის. ის ყოველთვის გვაჩვენებს როგორ ვიცავთ საკუთარ თავს და რამდენად ვხედავთ სხვას. ამ მოდელის ავტორები — Kenneth Thomas და Ralph Kilmann ამბობენ: ჩვენი ქცევა კონფლიქტში ორ ძალას შორის იბადება:

▪ რამდენად ვიცავთ საკუთარ ინტერესებს

▪ რამდენად ვითვალისწინებთ სხვისას და ამ ორი ხაზის გადაკვეთაზე იბადება 5 სტილი....

თვითრეფლექსიაც კარგი ინსტრუმენტია ანუ საკუთარი განცდების აღიარება ...

🔥 5 გზა, რომლითაც ადამიანი კონფლიქტს პასუხობს

1) ⚔️ ( კონკურენცია) “მე უნდა მოვიგო” როცა მიზანი კრიტიკულად მნიშვნელოვანია — ეს სტილი გაძლევს ძალას, მაგრამ ხშირად ტოვებს სიცივეს ურთიერთობაში.

2) 🤝 (თანამშრომლობა) “ორივემ უნდა მოვიგოთ” ყველაზე ღრმა და ძლიერი გზა —როცა დრო და მზადყოფნა ორივე მხარეს აქვს. ( დავამატებდი სტივენ კოვის " შენ მოიგე, მე მოვიგეს" სტრატეგიას ) აქ კონფლიქტი ქრება, არა იმიტომ რომ გაქრა, არამედ იმიტომ, რომ გარდაიქმნა ძალად 🤩

3) ⚖️ კომპრომისი “ნახევარი შენ, ნახევარი მე” სწრაფი გამოსავალი, მაგრამ არასოდეს — სრულყოფილი. ეს არის შეთანხმება, სადაც ორივე ცოტას კარგავს, რომ მთლიანობა გადარჩეს, ამას კი მოყვება ნგრევა

4) 🌫 (თავის არიდება) “ახლა არა” ეს არ არის სისუსტე — ეს არის პაუზა. ხანდახან დრო არის ერთადერთი, რაც კონფლიქტს სჭირდება😍 💧 (დათმობა) “შენ უფრო მნიშვნელოვანია” როცა ურთიერთობა უფრო ძვირფასია, ვიდრე შედეგი — დათმობა ხდება სიძლიერე, მაგრამ თუ ეს ჩვევად იქცა — ადამიანი ნელ-ნელა ქრება და ინგრევა ფსიქოლოგიურად 🥰 ✨ სიმართლე კი ასეთია — არ არსებობს “სწორი” ერთი სტილი.....

არსებობს სიბრძნე იცოდე: როდის იბრძოლო, როდის გაჩერდე, როდის დათმო და როდის ააშენო ხიდი.... ან როდის დაანგრიო პირიქით ...

ასევე დაგაინტერესებთ:

„...სწორედ ეს უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენს განვითარებას და ზრდას” - რას წერს კლინიკური ფსიქოლოგი ნანა ფიფია

🎥 როგორ გამოიყურება ანანო სახელაშვილი ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ - „უმშვენიერესი ხარ, დედოფალო“

„აიღეთ ნებისმიერი ქვის სამკაული, დაიჭირეთ ხელში და წარმოიდგინეთ...“ - სატურნის რიტუალი