
გაზაფხულის პირველი თვე სულ რამდენიმე დღეში შემოაღებს კარს. როგორი ენერგიები ექნება მას და რა უნდა ვიცოდეთ ასტროლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს:
„მარტში არაფერი სერიოზული არ დაგეგმოთ, რადგან არ არის მარტივი თვე.
თან მერკურის რეტროგრადულობა იქნება, შეფერხებები იცის დოკუმენტებთან. მოლაპარაკებები, მოგზაურობა, ტექნიკა გაჭედავს.
წამოწყებები არ ვარგა, პლუს იქნება დაბნელებები და ასევე ნეპტუნი, უზენაესი პლანეტა შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს.
მოკლედ, ტურბულენტური მარტი იქნება. ამიტომ არ გირჩევთ, მარტში რამე დაგეგმოთ“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: