Digest Logo

🎥 ირანი, ისრაელი, დუბაი, ამერიკა რა არის მოსალოდნელი: რა ელის საქართველოს? - მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი

1772995375
მარიამ შუკაკძე

ირანი, ისრაელი, დუბაი, ამერიკა რა არის მოსალოდნელი: რა ელის საქართველოს? - აღნიშნულ საკითხზე ვიდეოს ასტროლოგი და ეზოტერიკოსი მარიამ შუკაკიძე აქვეყნებს, სადაც თემაზე დეტალურად საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, საფრთხე არ ემუქრება:

„მარსი გვაქვს ურანის საპირისპიროდ, რამაც იცის ეს უეცარი კონფლიქტები და ქაოსი. დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ საქართველო დაცულია. ვერ მოხდება საქართველოს ჩართვა კონფლიქტში. დაძაბულობაა, თუმცა შიში უნდა გადავლახოთ.

ჩვენ ქვეყანას საკმაოდ წარმატებული პერიოდი ექნება. სადღაც ივლისის ბოლოდან დაიწყება ეს აღმასვლა. ისრაელისთვისაც კარგი პერიოდია და მას დამარცხება ამ ომში არ უწერია. არ წააგებს ამ ომს.

ახლა ვინაიდან არის პერიოდი ტრანსფორმაციის და გადაწყობების, ეს ომები და დაპირისპირებები ნორმალურია. ნუ დავპანიკდებით და არ უნდა ავყვეთ ამ შიშებს. ვინც ამბობს მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, მან ისტორია კარგად არ იცის. არ იცის პირველი და მეორე მსოფლიო ომები. არ უნდა ვიფიქროთ ამაზე, რადგან ნეგატივს მოვიზიდავთ.

ირანთან და გაერთიანებულ სამეფოსთან, ორივესთან დგას მარსი, ბრძოლის პლანეტა. ახლა გვაქვს ტრანზიტულად მარსი თევზებში და ამან გააძლიერა ყველაფერი. ამავდროულად გვაქვს მარსის ტრანზიტი ურანთან. ასევე ირანს აქვს ნეგატიური ოპოზიცია პლუტონთან და ეს ყველაფერს ამძაფრებს, უნდა ველოდოთ უფრო დიდ დაპირისპირებას. ეს ასპექტი არის ფარული მოთხოვნილება ძალაუფლების.

რეტროგრადული მერკურის პერიოდში დაიძაბა სიტუაცია და ეს რაღაცას გვეუბნება. ეს არ არის შემთხვევითი. ეს დაძაბულობა იყო ადრეც. არის წარსულიდან სცენარი, რომელიც განხორციელდა აწმყო დროში.

რაც შეეხება დაბნელებებს, კი დამთავრდა სამ მარტს, მაგრამ აქვთ საინტერესო თვისება. კიდევ დაახლოებით ორი კვირა გრძელდება ტრანსფორმაციული ენერგიების გავლენას. შემოდგომის პერიოდში პოლიტიკური პროცესები დალაგდება და იქნება ნათელი სურათი“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გილოცავთ ქალთა დღეს ყველა ძლიერ, ლამაზ და შთამაგონებელ ქალს...“ - რა კადრებს აქვეყნებს თაკო ჩხეიძე

⭕„უპირატესობას ანიჭებენ არაპრაქტიკულ საჩუქრებს - მათთვის ემოციები უფრო მნიშვნელოვანია...“ - როგორები არიან ვერძი ქალები?

⭕„რეალურად ისინი მართავენ ჩემს მთელ ცხოვრებას...გილოცავთ ქალთა დღეს“ - არუნ ხათრი