
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 14 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„ჰოროსკოპი 14 ივლისი
მთვარის დღე — 19 / 20
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე თევზებში
ვერძი
დეტალებს მიაქციეთ ყურადღება — განსაკუთრებით მგზავრობისას. ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება.
კურო
კომუნიკაცია და კონტაქტები დაგეხმარებათ. მოუსმინეთ გამოცდილ ადამიანებს და ფრთხილად იყავით ხარჯებში.
ტყუპი
დაგეგმეთ შეხვედრები თავისუფალ გარემოში. თქვენი იდეები და შარმი მიიქცევს ხელმძღვანელობის ყურადღებას.
კირჩხიბი
მოკრიბეთ ინფორმაცია, იკითხეთ. დღეს დაგეხმარებათ არაორდინარული მიდგომა. ახალი იდეების დაწყება გადადეთ.
ლომი
გახსნილი იყავით სიახლეებისადმი. ახალი ნაცნობები შეიძლება მალე მნიშვნელოვანი ადამიანები გახდნენ თქვენს ცხოვრებაში.
ქალწული
ისაუბრეთ მხოლოდ სანდო ადამიანებთან. სხვებმა შესაძლოა შეგაცდინონ. კარგად განიხილეთ ყოველი გადაწყვეტილება.
სასწორი
დაიმახსოვრეთ პოზიტიური აზროვნება. სპორტი ან საყვარელი საქმე განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მორიელი
იყავით აქტიური, დაიწყეთ დაგეგმილი საქმეები. დღის დაძაბულობას საღამოს სეირნობა ან ჰობი მოგიხსნით.
მშვილდოსანი
დილის დაწყება გაგიჭირდებათ. იყავით ფრთხილი სიტყვებში. გამორიცხულია მოგებიანი შემოთავაზებები.
თხის რქა
ფოკუსირდით საჭირო საქმეზე. კარგი დროა ძველი ნივთების ან გეგმის გადახედვისთვის.
მერწყული
შეამოწმეთ ყველა დეტალი, განსაკუთრებით ფინანსებში. მოერიდეთ უაზრო ხარჯვას. იმსჯელეთ ოჯახში გაჩენილ კითხვებზე.
თევზები
არასწორად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ჩაიწერეთ საინტერესო იდეები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.