სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones დღის მეტაფიზიკური პროგნოზის შესახებ წერს და საზოგადოებას 31 იანვრის ტენდენციებზე ინფორმაციას უზიარებს:
„შაბათი 31.01.2026
დღის ინდიკატორი არის სტაბილურობა! ხის სტიქიის გველის დღე. ამ დღის ენერგიები საკმაოდ სტაბილურია. კარგია დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები, ისეთი საქმეები, რომელთაგანაც გსურთ მიიღოთ ხანგრძლივი შედეგი და ეფექტი. მაგ: აიყვანოთ ახალი თანამშრომლები, დაიწყოთ მკურნალობა... არასასიკეთოა მოგზაურობისთვის, კრედიტის ასაღებად და ახალ სახლში გადასასვლელად. სიფრთხილე გმართებთ ღორის წელს დაბადებულებს!
15:00-17:00
19:00-21:00
დღის ენერგიებთან ჰარმონიაში ყოფნისათვის და ნეგატივის განეიტრალებისთვის შეგიძლიათ ჩაცმულობაში გამოიყენოთ ლურჯი ფერი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.