მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:50-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
კარმული გამოცდის დღეა! არ ღირს ურთიერთობის გარჩევა და წვრილმანებზე დავა.
მოერიდეთ აგრესიისა და ზედმეტი ემოციების გამოვლენას, ფორიაქს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას, არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორის გრძნობებით მანიპულირებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ცხარე და მარილიანი საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ნაცრისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი, ლაბრადორი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და მორიელს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გამონაყარი ჩნდება სასქესო ორგანოებზე...“ - უახლესი ცნობები მაიმუნის ყვავილზე
🔵„გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან შესაძლოა მოულოდნელად გაებათ ინტრიგებში“ - ცაგარელი