
2025 წლის 29 მარტი ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ერთდროულად ხდება.
ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„შეგახსენებთ ჩემო მეგობრებო, რომ დღეს 29 მარტს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა!
საკმაოდ ტრანსფორმაციული პროცესებია და იმისათვის, რომ სასიკეთოდ განვითარდეს ჩვენი მომავალი პერიოდები ცხოვრებისა, უმჯობესი იქნება კეთილგონივრულ ქმედებებს.
მოვუხმოთ : გამორიცხეთ:
ალკოჰოლი, თამბაქო, ყავა, ბილწსიტყვაობა, განკითხვა, გაკიცხვა, განსჯა, ნეგატიური ინფორმაციები, ხორცი, მძიმე საკვები, კუჭის გადატვირთვა, მზის სხივებზე მიფიცხება, მზის ყურება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ბავშვებიც მოარიდეთ მზის ნეგატიურ გამოსხივებას
ამ დროს ბრწყინვალეა:
ლოცვა, დალოცეთ ყველა, უსურვეთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიყვარული, სიხარული, დღეგრძელობა, ყველას დაულოცეთ მშობლები დედა მამა, შვილები, შვილიშვილები, ბებიები, პაპები, დედ-მამიშვილები…
მადლიერება გავუგზავნოთ უფალს ყველაფრისათვის, ყველა ტკივილისა და ყველა სიხარულისთვის,
მადლიერება მტერსა და მოყვარეს რომ გვაძლიერებს, გვაფხიზლებს !
სიკეთით, სიყვარულითა და სინათლით ტრანსფორმირდეს ყველას ჩვენი გონება, აზრი და სურვილი
სიკეთე გვქონოდეს მუდამ“, - წერს მიხეილ ცაგარელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მინდა მთელი სამყარო შენი სიხარულით აივსოს“ - თათა გიორგობიანი იუბილარია
⭕რატომ არის 29 მარტი უმნიშვნელოვანესი დღე? რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს