Digest Logo

„მაღალია რისკი კონფლიქტური სიტუაციების...“ - რა უნდა გავითვალისწინოთ 20 აგვისტოს, ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი

1755630428
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 20 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს.

მისი თქმით, პლანეტა მერკური ლომის ზოდიაქოს ნისანში იქნება, ამიტომაც შემდეგი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ:

„ხვალ, 20 აგვისტოს დილის 11 საათიდან, ზეგ დილის 9 საათამდე მერკური ლომის ზოდიაქოს მე-10 გრადუსზე იმოძრავებს. მიუხედავად იმისა რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში დაძაბული ასპექტები არ ექნება (პირიქით, მარსთან სექსტილი აქვს), ეს დღე მაინც ძალიან არასასურველი იქნება მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოსაწერად, ხელშეკრულებების დასადებად, ან განსაახლებლად.

არასასურველია ტექნიკის შეძენაც, ახალი ნაცნობობის გაბმაც, სამოგზაუროდ წასვლაც, სწავლის დაწყებაც ან კურსის შეძენა. ასევე მაღალია რისკი სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციების, განსაკუთრებით კი გზებზე. მოუფრთხილდით საფულეს, მობილურს, სხვა წვრილმან ნივთებს. მაღალია შანსი გაქურდვის, წონაში ან ხურდაში მოტყუების, და ზოგადად დანაკარგების.

ერთადერთი რაც ამ დღეს კარგია - ტოქსიკური ურთიერთობებიდან გათავისუფლება, და ძველი დოკუმენტების განადგურება.

რატომ? იმიტომ, რომ ლომის მე-10 გრადუსი ერთ-ერთია 7 დამანგრეველი გრადუსიდან“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასეთი მოგონებები სამუდამოდ ჩვენთან დარჩება...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი მოგზაურობიდან ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕„გიჟი და განსხვავებული...“ - რუსკა მაყაშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს გრიგოლეთის სანაპიროზე ატარებს

⭕ „ყველაფერი გიხდება...“ - მაკა კვიციანის ახალი ფოტოები ბუნების ფონზე