Digest Logo

🎥 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, კარმული ურთიერთობები და მათი მნიშვნელობა - მარიამ შუკაკიძის საინტერესო ინტერვიუ

1745906264
ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე

ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე „იუთუბის“ საკუთარ არხზე მორიგ საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე, კარმულ ურთიერთობებსა და მათ მნიშვნელობაზე საუბრობს.

თუმცა სანამ მაისამდე მივალთ, ასტროლოგი აღნიშნავს, რომ აპრილის ბოლო დღეები საკმაოდ მძიმე და სახიფათოა. წინ გველოდება მზე-მარსის, მარსი-პლუტონის და მზე-პლუტონის დაპირისპირება.

„აპრილის ბოლოდან გვაქვს საკმაოდ მძიმე და სახიფათო ასტროლოგიური ასპექტები პლანეტებს შორის. კერძოდ: მზე-მარსის დაპირისპირება, მარსი-პლუტონის დაპირისპირება და მზე-პლუტონის დაპირისპირება. 

ეს პლანეტები ადამიანებში ყოველთვის ამწვავებს აგრესიას, კონფლიქტურობას, შფოთიანობას. მნიშვნელოვანია, არ ავყვეთ ჩვენს ნეგატიურ აზრებს, არ შეხვიდეთ კონფლიქტში. იყავით მშვიდად, გაწონასწორებულ მდგომარეობაში. 

ეს ასპექტები შემცირდება მაისის დასაწყისიდან. გაზრდილია უბედური შემთხვევების და სიკვდილიანობის რიცხვიც. 

ლომები უფრო იქნებიან აგრესიულები, მორიელები, კუროები და მერწყულები, თუმცა ყველა ადამიანში იქნება მღელვარება. 

მაისი ბევრად მსუბუქი იქნება. მნიშვნელოვანია ერთი პლანეტარული ცვლილება, რასაც 3 წელი ექნება გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებზეც. სატურნი (კარმის, კანონის მმართველი) შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს, ეს მოხდება 25 მაისს, თევზიდან შევა ვერძში. 

რა თქმა უნდა ამას ვერძები იგრძნობენ ამას, თუმცა ყველას შეეხება. გაიზრდება შემოქმედებითობა, დეპრესია, ინტუიცია, ყველას მოგვეცემა საშუალება ჩვენი შემოქმედებითი საწყისები გავაღვიძოთ, გავიაროთ სულიერი გამოღვიძების პერიოდი“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასეთი პარტნიორი გაცილებით დიდ პრობლემებს შეგიქმნის, ვიდრე შენი მარტოობა“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

„ემოციები ღრმა და ძლიერია - იმოქმედეთ ფრთხილად და კონფიდენციალურად“ - 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

უდიდესი ტრაგედია თამუნა მდივანის ოჯახში - ინფლუენსერს შვილი გარდაეცვალა