Digest Logo

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ენდეთ საკუთარ ინტუიციას“ - მიხეილ ცაგარელი

1657519550
ცაგარელი ასტროლოგი

ცვლილებების და სულიერი ტრანსფორმაციის დღეა. თუმცა მოიმატებს გაღიზიანება და აგრესია, ამიტომ მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ როგორც ოჯახის წევრებთან, ისე კოლეგებთან ურთიერთობისას.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და ტურისტული მოგზაურობის მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისთვის, სუნთქვითი ვარჯიშებისა და წყლის პროცედურების ჩასატარებლად, ფილტვებისა და თირკმელების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ტკბილეულისა და ცხიმიანი საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, სარდიონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს რამდენიმე დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

🎥 რა უნდა ვიცოდეთ წყლის შესახებ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

🎥 ვინ არის იმერელი ბებია, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელი დაიპყრო

🎥 აქვს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანს კორონავირუსი - ნახეთ, რას ჰყვება ჟურნალისტი