გამოიჩინეთ მეტი გულწრფელობა და უშუალობა გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. არ ღირს ზედმეტად ლაპარაკი, უმჯობესია მოისმინოთ სხვათა აზრი.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის,
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, სუნთქვის და იოგას ვარჯიშების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები - წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა“ - მიხეილ ცაგარელის 13 ივლისის ასტროპროგნოზი
🔵„ასე მგონია გული დამრჩა, უშენოდ ყველაფერმა ფასი დაკარგა“ - ნინო ბერიძე
🔵გარდაიცვალა ცნობილი ბავშვთა ონკოლოგი
🔵„დღეს თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან“ - მიხეილ ცაგარელი
წყარო: fortuna.ge