
კაცებს შორისაც არსებობს გარკვეული კლასიფიკაცია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლის გათვალისწინებითაც ადვილია დავადგინოთ კაცში ერთგულების დონის კოეფიციენტი, მასთან პირველივე ნაცნობობისას.
დავიწყოთ ზოგადი ანალიზით. სტატისტიკურად ყველაზე დიდი მექალთანეები ასტროლოგთა აზრით მშვილდოსნის, ტყუპის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ კაცებს შორის გვხვდებიან. სამივე ორმაგი ნიშანია, სამივე მუტაბელურ (ცვალებად) სტიქიას განეკუთვნება, ასე რომ არაფერია გასაკვირი. თუმცა თავად ღალატის მიზეზებია სხვადასხვა. ტყუპს მრავალფეროვნება იზიდავს, მშვილდოსნებს თავგადასავლები და სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ნადირობის პროცესი, ხოლო თევზები ზედმეტი ხათრიანობის გამო აგროვებენ მეგობარი ქალების მთელ არსენალს და ხშირად ერთთან და ორთან კი არა, სამ ან ოთხ ქალთანაც აქვთ გაჩაღებული მხურვალე რომანი.
გაცილებით ერთგულები არიან ურთიერთობაში ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ლომი და ვერძი. ლომი ბუნებით ზარმაცია, ამიტომ თუკი ისეთი ქალი იპონა, რომელიც მას ყოველმხრივ ან თითქმის ყოველმხრივ აკმაყოფილებს, სავარაუდოდ ახალ-ახალ ფისუნიებზე ნადირობის სურვილი ნაკლებად გაუჩნდება. რაც შეეხება ვერძს, იგი იდეალისტია. ამიტომ მანამ სანამ სატრფო ზეაღმატებულ ხარისხში ჰყავს აყვანილი, სხვა ქალების არსებობას თავის გარშემო პრაქტიკულად ვერც კი ამჩნევს.
ტყუპს ვერ გაეჯიბრება, მაგრამ ჰაერის სტიქიის დანარჩენი ორი წარმომადგენელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული სტაბილურობით. იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუ მათ ინდივიადუალურ კოსმოგრამაში მიწის სტიქიის დომინანტობა არ იგრძნობა სასწორები და მერწყულებიც პოლიგამიისკენ არიან მიდრეკილნი.
რაც შეეხება კირჩხიბს და მორიელს, ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შორის განსხვავება ისეთივე დიდია, როგორიც ცასა და დედამიწას შორის. თუმცა ღალატისკენ მიდრეკილი მათ შორის კირჩხიბი უფროა ვიდრე მორიელი. მორიელი თუ ღალატობს კიდეც, ამისკენ ძირითადად პარტნიორის საქციელი და შურისძიების გრძნობა უბიძგებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„20 განსხვავებული ემოცია...“ - რა კადრებს აქვეყნებს ეკო ფანგანი?
⭕ „ვარდისფერი წიწილა...“ - თათა ვასაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕ საშიშია თუ არა „მტირალა“ ფანჯრები?
წყარო: shenihoroskopi.ge