ასტროლოგი ხატია ბედოშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე 21 მარტის მზებუდობის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ წერს:
🔵„ეს უნდა გააკეთოთ ახალი მთვარიდან მესამე დღეს...“ - ასტროლოგი ხატია ბედოშვილი
„დღეს, 21 მარტს, მზე გადავიდა პირველ ასტროლოგიურ ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო ახალი ასტროლოგიური ახალი წლის ათვლა. 2023 წლის გაზაფხულის ბუნიობა, იმით არის გამორჩეული, რომ ემთხვევა ახალმთვარეობას. საქართველოს დროით ზუსტად 21:23 წუთზე მთვარე დაიბადება ვერძის ზოდიაქოში და თითოეული ჩვენთგანის არსებობაში. ერთის მხრივ კარგია, თუმცა მეორეს მხრივ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ადამიანებს, რადგან ჩვენს ხელში იქნება მომავალი 6 თვის განმავლობაში ჩვენი ცხოვრება დაალაგე გეგმები, ღირებულებები, იყავით პოზიტიურად და ეცადეთ, არ გადაიღალოთ. მომავალი 3 დღის მანძილზე
რასაც ავაშენებთ, შევქმნით და დავთესავთ, მომავალი 6 თვის განმავლობაში, ამას მოვიმკით წლის მეორე ნახევარში გილოცავთ ამ საოცარი ენერგიის შემობრძანებას. დედამიწაზე ვერძი არის არსებობა, დაბადება, სიცოცხლის იმპულსი. სიცოცხლე დაბადებულიყოს ჩვენს გულებში გისურვებთ სიხარულს, სიკეთეს და სიყვარულს!“ - წერს ასტროლოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი - აუტისტი ბავშვების საოცარი ფრაზები