20 ნოემბერი - მოულოდნელობები ახალ შესაძლებლობებს გაგვიხსნის.
20 ნოემბრის ასტროლოგიური სურათი მოულოდნელ ცვლილებებსა და ახალი შესაძლებლობების გამოვლენას უკავშირდება.
დილით მთვარე თევზების ნიშანს დატოვებს და ცეცხლოვან ვერძში გადავა. 10:00 საათამდე მთვარე უკურსო იქნება, ამიტომ ამ მონაკვეთში მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვას სჯობს მოვერიდოთ. ვერძში გადასვლის შემდეგ კი გააქტიურდება ინიციატივა, მოქმედებისა და გადაწყვეტილებების მიღების სურვილი.
თუმცა, მთვარე ვერძში რეტროგრადულ ნეპტუნთან შეერთებას დაიწყებს, რაც ერთგვარ გაურკვევლობას შექმნის. შესაძლოა, მოქმედების სურვილი გვქონდეს მაშინაც კი, როდესაც მოვლენების რეალური მიზეზები და შესაძლო შედეგები ჯერ კიდევ ნათელი არ არის. კვლავ გააქტიურდება გადადებული საკითხები, რომელთა მოგვარებასაც ინფორმაციის ნაკლებობა ან შეუთანხმებლობა აფერხებდა.
მთვარე და რეტროგრადული ნეპტუნი იალქნის კონფიგურაციაში ერთიანდება, რომელსაც სელენა და პლუტონის ტრინი რეტროგრადულ ურანთან მნიშვნელოვან მხარდაჭერას ანიჭებს. ეს კონფიგურაცია არასტანდარტული გადაწყვეტილებების, ახალი ცოდნისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გვიხსნის. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ პრობლემა, რომლის დამოუკიდებლად მოგვარებასაც ვცდილობდით, სხვებთან თანამშრომლობით გაცილებით მარტივად გადაიჭრება. ახალი ინფორმაციაც ძველი შეთანხმებების შეცვლისა და უფრო ხელსაყრელი პირობების პოვნის შესაძლებლობას მოგვცემს.
საღამომდე იმოქმედებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონფიგურაცია - დახრილი იალქანი, რომლის საფუძველსაც მზისა და რეტროგრადული ურანის ოპოზიცია ქმნის, ხოლო მწვერვალზე მთვარისა და ნეპტუნის შეერთება. მოსალოდნელია უეცარი შეტყობინებები, გადაწყვეტილებების შეცვლა და იმ საკითხებთან მიბრუნება, რომლებიც დასრულებულად მიგვაჩნდა. კონფიგურაციის ჰარმონიული ხასიათი მიანიშნებს, რომ მოულოდნელ ცვლილებებს დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია. მთავარია, დროულად დავინახოთ ახალი შესაძლებლობები.
გლობალურ დონეზე ეს ასპექტები ლიდერების გადაწყვეტილებებისა და არსებული სტრატეგიების ცვლილებასაც შეიძლება უკავშირდებოდეს.
საღამოს მთვარე რეტროგრადულ სატურნს მიუახლოვდება და პლუტონის, სატურნის, ნეპტუნის, მთვარის, მზისა და ურანის მონაწილეობით ტრაპეციის კონფიგურაცია ჩამოყალიბდება. დღის არაპროგნოზირებად გარემოს მეტი პრაქტიკულობა ჩაანაცვლებს. ყურადღება ვალდებულებებზე, პასუხისმგებლობებზე, ვადებსა და რეალურ შესაძლებლობებზე გადაინაცვლებს. უფრო ნათელი გახდება, რომელი ცვლილებებია აუცილებელი და რა ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება მათ განსახორციელებლად. საღამო დაწყებული საქმეების მოწესრიგებისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის ხელსაყრელია.
ამრიგად, 20 ნოემბერმა შესაძლოა მოულოდნელი გარემოებები მოგვიტანოს, თუმცა ამავე დროს ახალი გზები და დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხების მოგვარების შესაძლებლობებიც გაგვიხსნას. მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვეკიდოთ ახალ ინფორმაციას და გონივრული შეთავაზებები არ გამოგვრჩეს.
მთვარის კალენდრის მიხედვით, შუადღის შემდეგ მეთორმეტე მთვარის დღე დაიწყება. მისი მთავარი სიმბოლო გულია, ზოგჯერ კი - გრაალის თასი. ორივე სიმბოლო სიყვარულს, თანაგრძნობას, მიმტევებლობასა და მადლიერებას გამოხატავს.
ეს დღე ხელს უწყობს გულწრფელ ურთიერთობებს, შერიგებასა და ახლობლების მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიკეთის გამოვლენა და დახმარება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ამ დღის რბილი ენერგია ნაკლებად ეწყობა უხეშობას, წყენას, ბრაზსა და ეგოისტურ ქმედებებს. კონფლიქტებისა და დაუფიქრებელი სიტყვების ნაცვლად, უპირატესობა მივანიჭოთ თანაგრძნობასა და ურთიერთგაგებას.
ხელსაყრელია გულწრფელი საუბრები, ურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენა და მადლიერების გამოხატვა საყვარელი ადამიანების მიმართ. მთავარია, სიკეთე გულიდან მოდიოდეს და არა მოვალეობის ან იძულების განცდით.
მეგობრებო, გამოიყენეთ დღევანდელი დღის შესაძლებლობები სასიკეთოდ. გისურვებთ ჰარმონიასა და სიყვარულს - როგორც საკუთარ თავთან, ისე გარესამყაროსთან.