Digest Logo

„მოულოდნელი გაცნობიერებები, პასუხები ძველ კითხვებზე, დასრულების სურვილი, ახალი მიმართულების ძიება“ - ქეთევან ჯანდიერი 31 მაისის სავსემთვარეობაზე

1780156740
სავსემთვარეობაზე

2026 წლის 31 მაისი ჩვეულებრივი სავსე მთვარე არ არის. ეს არის იშვიათი მოვლენა, ე.წ. ლურჯი მიკრომთვარე (Blue Micromoon).

ერთი მხრივ, ის თვის მეორე სავსე მთვარეა, ხოლო მეორე მხრივ, დედამიწიდან ერთ-ერთ ყველაზე შორეულ წერტილში მდებარეობს, რის გამოც ვიზუალურად ოდნავ პატარა ჩანს. მსგავსი კომბინაცია ძალიან იშვიათია.

რატომ ეძახიან „ლურჯს“, თუ ლურჯი არ არის? ნუ, სიტყვა „Blue Moon“ ფერს არ უკავშირდება. ინგლისურ ენაში არსებობს გამოთქმა “Once in a Blue Moon”, რაც ნიშნავს, „ძალიან იშვიათად“. სწორედ ამიტომ მეორე სავსე მთვარეს ერთ კალენდარულ თვეში „ლურჯი მთვარე“ ეწოდა. რეალურად მთვარე ჩვეულ ფერში გამოჩნდება, თუ ატმოსფეროში განსაკუთრებული პირობები არ შეიქმნა.

ჩვეულებრივ, სავსე მთვარე ასოცირდება პიკთან, ძალასთან, ემოციების გადავსებასთან, მაგრამ ეს კონკრეტული სავსე მთვარე, მიკრომთვარეა. ანუ ყველაზე ძლიერი მთვარის ფაზა ემთხვევა მის ყველაზე შორეულ მდებარეობას. ეს თითქოს ბუნების ფილოსოფიურ გზავნილს ჰგავს: ყველაფერი, რაც ძლიერია, ხმამაღალი არ არის. ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არა ემოციურ აფეთქებაში, არამედ სიჩუმეში იბადება. ამიტომ ბევრი ასტროლოგი ამ მოვლენას „შიდა სიბრძნის მთვარეს“ უწოდებს.

31 მაისის სავსე მთვარე სიმბოლურად მშვილდოსნის ნიშანში აღიქმება. მშვილდოსანი არის: გზის მაძიებელი, ფილოსოფოსი, მოგზაური, მასწავლებელი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის კითხულობს: “კიდევ რა არის შესაძლებელი?“ ამ მთვარის მთავარი კითხვა არაა: “რა დავკარგე?“ არამედ: “რა მელოდება შემდეგ?“ მშვილდოსანი გვასწავლის გავცდეთ საკუთარ საზღვრებს, ძველ რწმენებსა და შიშებს.

ხშირად მეკითხებიან, რატომ ხდება ასეთი სავსე მთვარე გარდამტეხი? აქვე დავწერ, ფსიქოლოგიურად ადამიანი ხშირად ჩერდება არა იმიტომ, რომ გზა არ აქვს.. არამედ იმიტომ, რომ: ძველი ისტორიის სჯერა; ძველი იდენტობის დატოვება უჭირს; საკუთარ შესაძლებლობებს ვეღარ ხედავს.

სავსე მთვარე სინათლეს ჰფენს იმას, რასაც ჩვეულებრივ ვმალავთ. ამიტომ ამ პერიოდში ხშირად ჩნდება: მოულოდნელი გაცნობიერებები, პასუხები ძველ კითხვებზე, დასრულების სურვილი, ახალი მიმართულების ძიება.
სიმბოლურად ეს მთვარე თვის მეორე სავსე მთვარეა. ამიტომ ეზოტერულ პრაქტიკებში მას ხშირად უკავშირებენ: მეორე შესაძლებლობას, დაბრუნებულ შანსს, გადავადებული ოცნების გაცოცხლებას, დაუმთავრებელი საქმის დასრულებას..

ჰკითხე საკუთარ თავს: რომელი ოცნება მიატოვე ძალიან ადრე? სწორედ ამ კითხვაში შეიძლება იმალებოდეს ამ მთვარის მთავარი გზავნილი.

5 რეკომენდაცია, რასაც გიტოვებთ:

დაწერე შენი 10-წლიანი ხედვა მშვილდოსანი შორს იყურება. დაწერე: „სად მინდა ვიყო 2036 წელს?“.

უარი თქვი ერთ შემზღუდველ საკითხზე ფურცელზე ჩამოწერე: “არ შემიძლია“ გვიანია“ “არ გამომივა“ “ასე ვარ მოწყობილი და “ამას” ვერ ვიზამ“და შემდეგ ჰკითხე საკუთარ თავს: ეს ფაქტია თუ მხოლოდ პროგრამა?

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთვარეა. მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალით ზომის სხვაობა ძნელად შესამჩნევია, თავად მოვლენა იშვიათია.

წარმოიდგინე, რომ უკვე მიაღწიე იმას, რაც გინდა. რას გეტყოდა მომავლის შენ? ეს სავსე მთვარე მხოლოდ სურვილებზე არ არის. იგი მიღწეულის გაცნობიერებაზეცაა.

დაწერე: 10 ადამიანი, ვისი მადლიერი ხარ.

10 გამოცდილება, რომელმაც გაგზარდა; 10 რამ, რაც უკვე გაქვს.

31 მაისის ლურჯი მიკრომთვარე თითქოს ჩურჩულით ამბობს: “არ არის აუცილებელი უფრო ხმამაღლა იბრძოლო. საჭიროა უფრო შორს დაინახო“.

ეს მთვარე არ არის დრამატული აფეთქების, ქაოსის ან ემოციური შტორმის სიმბოლო. ის უფრო ჰგავს გამოცდილ მასწავლებელს, რომელიც გეკითხება: “შიში რომ არ არსებობდეს, რომელ გზას აირჩევდი?“ და ზოგჯერ სწორედ ამ კითხვაზე პასუხი ცვლის მთელ მომავალს.

ასევე დაგაინტერესებთ:

მარტვილის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

მშვილდოსნის ცისფერი მთვარე: იშვიათი კოსმოსური პორტალი და 3 მაგიური რიტუალი 🌌

31 მაისის სავსემთვარეობის ასტროლოგიური ანალიზი რამაზ გიგაურისგან - „მშრალი ფაქტები და ჩვენი რწმენათა სისტემა ერთმანეთს ეჯახება“