Digest Logo

„მოულოდნელი ცვლილებები გაჩვენებთ აქამდე უხილავ გზას...“ - 24 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენები

1795496991
სავსემთვარე

დღეს, 24 ნოემბერს, თბილისის დროით 18:55 საათზე (ტყუპების მე-2 გრადუსზე) გველოდება განსაკუთრებული სუპერმთვარეობა (ჩვეულებრივზე 15%-ით დიდი და 30%-ით კაშკაშა მთვარე), რომელიც გარდაუვალი ცვლილებების კატალიზატორი გახდება.

დიდი ხნის ნაგროვები პროცესები ახლა ზედაპირზე ამოდის, ძველი წესებით მოქმედება რთულდება და გარემოებები ახალი გადაწყვეტილებების მიღებას გვაიძულებს.

ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე მიმდინარე სავსემთვარეობა (მთვარისა და რეტროგრადული ურანის შეერთებით, რომელსაც მზე უპირისპირდება) მოულოდნელ ამბებს, აღმოჩენებსა და შეხედულებების შეცვლას მოიტანს. გააქტიურდება კომუნიკაცია და გადაადგილება, თუმცა მოსალოდნელია უეცარი ცვლილებები შეთანხმებებსა და გეგმებში. ამიტომ, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს.

ამ სავსემთვარეობას სამი ასტროლოგიური კონფიგურაცია განსაზღვრავს:

1. ტაუ-კვადრატი (მარსის, იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთებით ლომში) წარსულ ვალდებულებებს, ამბიციებსა და ძალაუფლების თემებს ააქტიურებს. პირად ურთიერთობებში კონფლიქტები გამწვავდება იქ, სადაც პასუხისმგებლობა არათანაბრად ნაწილდება, გლობალურად კი ყურადღების ცენტრში პოლიტიკური ძალაუფლება და რესურსებზე კონტროლი მოექცევა. ძველი პოზიციების ძალით შენარჩუნების მცდელობა წინააღმდეგობებს მხოლოდ გაამწვავებს.

2. ჰარმონიული „იალქანი“ (პლუტონისა და სელენას მხარდაჭერით) მოულოდნელ მოვლენებში ახალი შესაძლებლობების დანახვის შანსს იძლევა. ის, რაც თავიდან გეგმების დარღვევად მოგვეჩვენება, შესაძლოა ძველი პრობლემების გადაჭრის გზად იქცეს. პლუტონი ღრმა ტრანსფორმაციას უწყობს ხელს, სელენა კი - მფარველობას, რის გამოც ახლა მთავარი ინტუიციაზე დაყრდნობა, მოქნილი აზროვნება და სწრაფი ადაპტაციაა.

3. ტრაპეცია (პლუტონითა და რეტროგრადული ნეპტუნით მწვერვალებზე) მოვლენების ფართო კონტექსტში დანახვაში გვეხმარება. გარდამავალ ეპოქაში გლობალურად იცვლება ეკონომიკა, პოლიტიკა, ტექნოლოგიები და ურთიერთობები, რაც ჩვენს ყოველდღიურობაზეც პირდაპირ აისახება. ტრაპეცია გვიჩვენებს, როგორ გადავხედოთ ჩვენს ცოდნასა და სტრატეგიებს და როგორ ავაგოთ ახალი შესაძლებლობები მყარ საფუძველზე, როდესაც ცხოვრების ერთი ეტაპი იწურება.

ნუ ეცდებით ძველის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას - დაიტოვეთ მხოლოდ ღირებული და გაუშვით ის, რაც განვითარებას აფერხებს, რადგან სწორედ მოულოდნელი ცვლილებები გაჩვენებთ აქამდე უხილავ გზას. ლოდინის დრო დასრულდა - მოქმედების დროა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ნოემბრის საქართველოში

✕