ასტროლოგი, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, სოციალურ ქსელში 9-15 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვამცნობს და კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე გვაფრთხილებს.
მისი თქმით, მომავალი კვირის ენერგეტიკას მნიშვნელოვნად გაართულებს ის ფაქტორი, რომ 7 თებერვლიდან მერკური უკვე თევზების ნიშანში გადავიდა. ამ პერიოდში ლოგიკა, აზროვნება, გადაწყვეტილებები არასტაბილურია, ინფორმაცია კი არც ისე მყარი და სანდო, თუმცა უფრო ძლიერია ინტუიცია და შინაგანი ხმა:
„დღევანდელი პოსტი შეეხება 9- 15 თებერვლის კვირის ტენდენციებს. ეს იქნება კვირა, როცა ცხოვრება თითქოს ღრმა ჩასუნთქვას აკეთებს მკვეთრი ცვლილებების წინ.
9 თებერვლიდან შევდივართ მთვარის თვის მეოთხე ფაზაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არამხოლოდ ახალმთვარეობის , არამედ მზის დაბნელების წინა პერიოდს გავდივართ, რომელიც 17 თებერვალს დადგება და თანაც მკვეთრი, ურანული ხასიათის იქნება, რაც სერიოზულად გამოაცოცხლებს ჩვენს ცხოვრებას.
მომავალი კვირა, 9-დან 15 თებერვლამდე, გვამზადებს ცვლილებების, მკვეთრი და გადამწყვეტი ნახტომის პერიოდისთვის. თუმცა ეს ყველაფერი 17 თებერვლის შემდეგ დაიწყება, ხოლო მომავალი კვირის მთავარი გზავნილი არა მომავალზე ფოკუსირება, არამედ წარსულის ფრთხილად და გააზრებულად დახურვაა.
9 თებერვლიდან იწყება დასრულებების პროცესი და შესაძლოა მოულოდნელად ვიგრძნოთ ინტერესის განულება იმ საქმიანობის მიმართ, რომლითაც დაკავებული ვიყავით და რომელიც ადრე სიხარულს გვანიჭებდა. შეიძლება დასრულდეს პროექტები, რომლებშიც დიდი ძალისხმევა ჩავდეთ წარსულში. ასევე შესაძლებელია გარკვეული პარტნიორობების ან შეთანხმებების შეწყვეტაც.
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დასრულებულია და ახლა მათი დახურვაა საჭირო. არ ეცადოთ იმის შენარჩუნებას, რამაც უკვე ამოწურა თავისი როლი, რადგან ამ ეტაპის დახურვით სამყარო აქტიურად გვამზადებს ახლისთვის.
რაც უფრო მშვიდად და ცნობიერად მოხდება გაშვება და მიღება, მით უფრო რბილად შევალთ დაბნელებების დერეფანში, რომელიც 17 თებერვალს იხსნება და 3 მარტამდე გაგრძელდება.
მომავალი კვირის ენერგეტიკას მნიშვნელოვნად გაართულებს ის ფაქტორი, რომ 7 თებერვლიდან მერკური უკვე თევზების ნიშანში გადავიდა. ამ პერიოდში ლოგიკა, აზროვნება, გადაწყვეტილებები არასტაბილურია, ინფორმაცია კი არც ისე მყარი და სანდო, თუმცა უფრო ძლიერია ინტუიცია და შინაგანი ხმა. მოსალოდნელია იმედგაცრუება ან გაურკვევლობა თანამშრომლების და საქმიანი პარტნიორების მხრიდან.
ამიტომ კვირის განმავლობაში არ დაეყრდნოთ დაპირებებსა და ზეპირ შეთანხმებებს. აუცილებელია ყველაფრის გადამოწმება, ჩაწერა და ნაჩქარევი დასკვნებისგან თავშეკავება. გავითვალისწინოთ, რომ მერკურის ტრანზიტი თევზებში ხშირად იმუნიტეტის დაქვეითებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ გაუფრთხილდით თავს და არ გადატვირთოთ ნერვული სისტემა.
10 თებერვლიდან ვენერაც თევზებში გადადის და ემოციური ფონი კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება. ჩვენ უფრო მეტად დავიწყებთ იდეალიზებას, ლოდინს, იმედებზე ჩაჭიდებას და ოცნებას, თუმცა რეალობა შესაძლოა ჩვენს მოლოდინებს არ დაემთხვეს. ეს იქნება დრო, როცა მარტივად ვექცევით ილუზიების გავლენის ქვეშ. მაგალითად, ვენდობით არასწორ ადამიანებს. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი დაპირების და ჭარბი მოლოდინების მიმართ.
ეს შესანიშნავი კვირაა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ვენერას და მერკურს თევზებში მოაქვთ ზღაპრული შთაგონება. ეცადეთ, ყურადღება კრეატიულ პროექტებზე გადაიტანოთ და ყოველდღიურ საქმეებშიც კი შემოქმედებითი ელემენტი შეიტანოთ. გადაწყვეტილებების მიღებისას კი ლოგიკაზე მეტად თქვენი შინაგანი ინტუიციის მინიშნებებს დაეყრდენით.
ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 10 თებერვლიდან იწყებს ჩამოყალიბებას რთული კარმული კონფიგურაცია. მერკური უერთდება ჩრდილოეთ მთვარის კვანძს, რაც გაააქტიურებს ბედის ღერძს, ხოლო ეს ღერძი დაძაბულ კონფიგურაციას შექმნის კიდევ ერთ კარმულ წერტილთან – ლილიტთან.
10 თებერვალს მთვარეც ლილიტთან შეერთდება და ამით მთელი ეს დაძაბული კონფიგურაცია აქტიურდება. ამ დღეს იყავით ძალიან ყურადღებით. გაძლიერდება ცდუნებების, მოტყუებისა და თავის მოტყუების თემა. ეს ერთ-ერთი ის დღეა, როცა არ ღირს ხმამაღალი სიტყვებისა და ლამაზი დაპირებების დაჯერება. ყველაფერი, რაც ზედმეტად მიმზიდველად გამოიყურება, შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს. 10 თებერვლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა დაკვირვება, მნიშვნელოვანი და იმპულსური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება.
თუმცა ამ კვირაში გველოდება ძლიერი, ჰარმონიული და მნიშვნელოვანი დღე – 12 თებერვალი. სწორედ ამ დღეს ხდება მერკურის ზუსტი შეერთება ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან თევზებში. ამან შეიძლება მოგვიტანოს შთაგონების ძლიერი ნაკადი და მნიშვნელოვანი გაცნობიერება. იდეები და სახეები, რომლებიც მომავალს დაგვანახვებს და ჩვენი მოქმედების ვექტორზე მიგვანიშნებს.
თუ ასეთ რამეს დაინახავთ ან იგრძნობთ, მნიშვნელოვანია მისი დაფიქსირება, რადგან ჩრდილოეთ მთვარის კვანძი ჩვენი მომავალი გზის მაჩვენებელია. ამ დღეს ჩვენი ქვეცნობიერი მაგიურ სფეროს ჰგავს. ეს არის დღე, როცა ინტუიცია შინაგან კომპასად იქცევა.
კვირა სრულდება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით- სატურნი ტოვებს თევზების ნიშანს და გადადის ვერძში, რაც მრავალი გლობალური პროცესის განულებას მოიტანს. ეს არის ძველი კანონების, ძველი ძალაუფლების, ჩვეული წესებისა და წინა წყობის სიმბოლური დასასრული. განსაკუთრებით ის, რაც ბუნდოვან საზღვრებს, საეჭვო შეთანხმებებსა და ილუზიებს ეყრდნობოდა, აღარ იმუშავებს.
სატურნი ვერძის ნიშანში ორ წელზე მეტხანს იმოძრავებს და ამ პერიოდში ჩვენში გააძლიერებს პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობის და ,,აქ და ახლა'' მოქმედების აუცილებლობას. ის მხარს დაუჭერს მათ, ვინც მზად არის ინიციატივის აღებისთვის, სიახლის ათვისებისთვის, ახალი პროფესიის დაუფლებისთვის, კარიერული ცვლილებისთვის და პასუხისმგებლობის აღებისთვის. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ის ძალიან მკაცრია მათ მიმართ, ვინც აყოვნებს, იმალება ან ელოდება, რომ ვიღაც სხვა მიიღებს გადაწყვეტილებას მის ნაცვლად. ასე იყო მაშინ, როცა სატურნი თევზებში მოძრაობდა, მაგრამ ასე აღარ იქნება.
დეტალურად სატურნის ვერძში გადასვლაზე და მის გავლენაზე თითოეული ზოდიაქოს ნიშანზე, უკვე დავწერე წინა პოსტებში.
ამრიგად, კვირის ბოლოს სატურნის ვერძში გადასვლიდან უკვე მივიღებთ ცვლილებების მძლავრ იმპულსს, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება 17 თებერვლის ახალმთვარეობისას, რომელიც ამავე დროს მზის დაბნელებაც იქნება. მანამდე კი ცნობიერად მივდივართ ამ მოვლენებისკენ, ვხურავთ იმას, რაც შესაძლებელია დაიხუროს, და ვაჯამებთ შედეგებს.
ის, ვინც მომავალი კვირის განმავლობაში ცნობიერად მისცემს თავს უფლებას დახუროს წარსული, დაბნელების პერიოდში უკვე ახალ შინაგან მუხტს იგრძნობს. ხოლო ვინც ძველს ჩაეჭიდება, მოგვიანებით იგრძნობს, როგორ იწყებს სამყარო მის ნაცვლად მოქმედებას. 9–15 თებერვლის კვირა არის სიჩუმის კვირა დიდ ცვლილებებამდე, და სწორედ ეს სიჩუმეა ახლა წინ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
გისურვებთ ცნობიერად გაიაროთ ეს პერიოდი და მაქსიმალურად გამოიყენოთ მისი კეთილისმყოფელი გავლენა.
ჩვენი სამყარო და მასთან ერთად ჩვენც მივყვებით კოსმოსურ რიტმებს, თუმცა ამ რითმის შეგრძნება ცნობიერ დონეზე გვეხმარება შევიყვაროთ საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის შერიგების, გაერთიანების და საერთო სიხარულის დღე“ - 8 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕სალომე ტეტიაშვილი დაინიშნა - ვინ არის მომღერლის რჩეული
⭕„პირველი სიხარული, სინათლე, სიკეთე და სიყვარული ხარ“ - ირინა ონაშვილის შვილი 14 წლის გახდა