„ადამიანები სწორედ მაშინ არიან ყველაზე ლამაზები, როცა ნამდვილები არიან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული ასტროლოგიური გვერდი Abagael Bug წერს.
„დილით სარკეში რომ იხედებით და ემზადებით, ჩვენ ვიცვამთ ტანსაცმელს, ვიკეთებთ მაკიაჟს, ვიღიმით... მაგრამ ხშირად, ამ ყველაფერთან ერთად, ვიკეთებთ „კარგად ყოფნის“ ნიღაბსაც. გვეშინია ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ — სუსტები, სევდიანები ან უბრალოდ, დაბნეულები.
არადა, ადამიანები სწორედ მაშინ არიან ყველაზე ლამაზები, როცა ნამდვილები არიან. ნუ შეგეშინდებათ თქვენი „ნაკლის“. შეიძლება ის ნაკლი კი არა, თქვენი სულის განსაკუთრებული შტრიხია.
დღეს სცადეთ და იყავით უბრალოები. ნუ ითამაშებთ როლს სხვების გულის მოსაგებად. სამყაროს თქვენი ნიღაბი კი არა, თქვენი ცოცხალი, მფეთქავი გული სჭირდება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
🎥 „ბებიამ საკუთარი შვილის ორმოცზე ორი შვილიშვილი სხვადასხვა ოჯახში გააშვილა“ - თამუნა მუსერიძე
⭕ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს - „ყელში ამოვიდა თქვენი ზნედაცემული ჭორიკნობები“