
ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მომდევნო ორი კვირის (17 ოქტომბერი - 1 ნოემბერი) ასტროპროგნოზზე საუბრობს:
ზოგადი მიმოხილვა
„მომდევნო ორი კვირა ჰარმონიული კვირაა. თუმცა იქნება ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია და ეცადეთ საკუთარი ენერგია, საკუთარ თავს მოახმაროთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ადამიანი არის მანიპულატორი და საკუთარ თავში ეჭვს გიჩენთ, და თქვენი წარმატება არ უხარია მსგავსი ადამიანები ჩამოიშორეთ. ეს ადამიანი გვიგდებენ თვითშეფასებას და ენერგეტიკულად გფიტავენ.
მომდევნო ორი კვირის მანძილზე ადამიანების სულის სიმახინჯეს დაინახავთ, დაინახავთ რა ღირებულებები აქვთ ყველაფერს ფარდა აეხდება.
აუცილებელია რომ მსგავსი ადამიანები ჩამოიშოროთ, ეს ადამიანები ერთ წრეზე გატრიალებენ. შესაძლოა იგრძნოთ მარტოობის განცდა და ეცადეთ საკუთარ თავთან მოხვიდეთ ჰარმონიაში.
21 ოქტომბრამდე კლებადი მთვარე, ამ პერიოდში კი კარგია მოიშოროთ უსარგებლო ნივთები, ჩაატაროთ წმენდები, ასევე სახლის გენერალური დალაგებისთვისაც კარგი პერიოდია. პერიოდი კარგია, ასევე საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. კომუნიკაციები გართმევთ ენერგიას, ამიტომ ეცადეთ ნაკლები კონტაქტი გქონდეთ ადამიანებთან.
რაც მთავარია ეცადეთ, იყოთ სულიერ ჰარმონიაში, ამით ყველაფერი კარგად იქნება.
ასევე სატურნი გადასულია თევზების ზოდიაქოს ნიშანში. სატურნი კი არის წესი და კანონი, რომელიც ჩვენ სულიერებას და ღირებულებებს კიდევ წინ წამოსწევს. ეს პლანეტა, როგორც მკაცრი მასწავლებელი, გვაჩვენებს რა უნდა გავაკეთოთ და რა არის მნიშვნელოვანი“, - ამბობს ხატია ბედოშვილი.
ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი მომდევნო ორი კვირისთვის:
♈ ვერძი
თქვენს ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეიცავს მინიშნებას. ეცადეთ ეს პერიოდი ისე გაატაროთ, როგორიც გინდათ იყოს 2026 წელი.
ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობები გადადის ახალ ეტაპზე, რომელიც უფრო გამყარებას გულისხმობს.
♉ კურო
პარტიონურლ და მეგობრებთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, შესაძლოა იყოს სირთულეები და გამომწვევობით აღსავსე. 24 ოქტომბრიდან კარგი იქნება ახალი საქმეების წამოწყება, იქამდე დაისვენეთ.
♊ ტყუპები
ნერვიული სისტემის პრობლემები გექნებათ, ასევე გექნებათ ბევრ ადამიანთან კონტაქტი. კარგი პერიოდია სწავლის დაწყებისთვის და მოგზაურობისთვის. ფინანსური და სამსახურებრივი კუთხით კარგი პერიოდია. თვის ბოლო რიცხვები ქაოსურია, ეცადეთ მშვიდ გარემოში გაატაროთ დრო. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
♋ კირჩხიბი
ნათესავებთან და შვილებთან ურთიერთობა არის წინ წამოწეული. ფინანსური კუთხით თუ რთული პერიოდია, ახლა შეგიძლიათ სწორედ ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ საკუთარი თავი. სასიყვარულო ურთიერთობები ჰარმონიაში.
♌ ლომი
პარტნიორული ურთიერთობები არის გამოწვევებით აღსავსე. შესაძლოა ოჯახის წევრებთან მოგიწიოთ პასუხისმგებლობის აღება და მათ თქვენი დახმარება დასჭირდეს, როგორც მორალურად ასევე ფინანსურად.
ფინანსურად ჰარმონიული პერიოდია, შესაძლოა მიიღოთ დამატებითი შემოსავალი.
♍ ქალწული
სატურნი გადავიდა თევზების ზოდიაქოში, თქვენ შესაძლოა იგრძნოთ თავი მარტოსულად. გამიჯნეთ აუცილებლად, ვინ გყავთ გვერდით, რათა არ იგრძნოთ თავი მარტოსულად.
კარგი პერიოდია ახალი საქმეების დაწყებისთვის, იზრდება ოჯახის წევრებთან სიახლოვის პერიოდი და ეცადეთ მოიკითხოთ ნათესავები და მათთან გაატაროთ დრო, ამით ბევრ ნეგატივს აირიდებთ.
♎ სასწორი
კარიერული, ფინანსური და სამსახურებრივი საკითხებია წინ წამოწეული. შეიძლება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღოთ დიდი ფინანსური შემოსავალი. თვის ბოლოს კი შესაძლოა ნათესავებთან მოგიწიოთ კონფლიქტი.
♏ მორიელი
თქვენი დაბადების დღიდან ენერგიის აღდგენას იგრძნობთ, იქამდე კი მოიშოროთ ყველაფერი ის რაც უსარგებლოა და გამძიმებთ. დაბადების დღიდან შემდეგი 12 დღე ჰარმონიულად გაატარეთ.
გაქვთ ენერგია ყველაფერს თავი გაართვათ. ახლა იცდებით სასიყვარულო ურთიერთობებში, შესაძლოა იყოს ცდუნებები, რასაც თუ გადალახავთ მიიღებთ საჩუქარს სამყაროსგან. შეგიძლიათ ახალი საქმეებიც დაიწყოთ.
♐ მშვილდოსანი
თუ ისე მიდის საქმეები, რომ არ მოგწონთ მნიშვნელოვანია თქვენ გადადგათ ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ოჯახური ერთობისკენ იქნება მიმართული. ფინანსურად შესაძლოა რთული პერიოდი გქონდეთ, რადგან გაქვთ ბევრი ხარჯი, მაგრამ ოჯახის წევრების მხარდაჭერა გაქვთ და სჯობს დამშვიდდეთ და მყუდრო გარემო მოიწყოთ.
მოერიდეთ კონფლიქტურ ადამიანებს, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჰარმონიულია.
♑ თხის რქა
შესაძლოა პარტნიორისგან შორს ყოფნა გიწევდეთ. ასევე თქვენ ნათესავებთან ურთიერთობას მიაქციეთ ყურადღება და ურთიერთობები გადაიყვანეთ ახლა ეტაპზე, თუ მათთან წყენა გქონდათ აუცილებლად აპატიეთ ეს წყენა.
ფინანსურად დაძაბული პერიოდია, შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი ხარჯები, ასევე თავი შეიკავეთ კონფლიქტებისგან ამის ალბათობა სამსახურში მაღალია. ბევრი ადამიანისგან მიიღებთ დახმარებას.
♒ მერწყული
შეიძლება იყოს სამსახურის, ან პოზიციის ცვლილება და დაგეკისროთ მაღალი პასუხისმგებლობა, რაც უზრუნველყოფს ფინანსურ ჰარმონიას. ეს პერიოდი გავალებთ, რომ ფინანსები მაქსიმალურად ყურადღებით ხარჯოთ. არ აირიდოთ თავიდან პასუხისმგებლობა და არ ფლანგოთ ფული, ამით სამყარო თქვენ გცდით.
♓ თევზები
თუ თქვენ გარშემო არის ადამიანი ვინც „ვამპირობდა“ სამყარო მარტო გტოვებთ რათა გადარჩეს თქვენი სული, რის გამოც შეიძლება გქონდეთ დეპრესია, მაგრამ ეს არის გამოჯანმრთელების პროცესი. ახლა ხართ ენერგიის აღდგენის პროცესში, საკუთარ თავთან და სულიერ მდგომარეობასთან უნდა მოხვიდეთ ჰარმონიაში.
არ იგრძნოთ მარტოობის დროს თავი უბედურად, ააშენეთ პირადი ინტერესები. კარგი პერიოდია სწავლის დასაწყებად. ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. ასევე არის გაუთვალისწინებელი ხარჯები, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დახვეწილი, როგორც ყოველთვის“ - თაკო ჩხეიძის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა
🎥 „როგორი ნიჭიერი ხარ პატარა“ - 3 წლის გალა არაჩვეულებრივად ანგარიშობს
⭕19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება