1-ელ ივნისს პლანეტა მერკურმა მდებარეობა შეიცვალა და კირჩხიბის თანავარსკვლავედში გადავიდა. ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ტრანზიტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ურთიერთობებზე, დოკუმენტაციასთან მუშაობაზე, სწავლაზე, მგზავრობაზე, ტექნიკის შეძენასა და ცხოვრების სხვა მრავალ აქტუალურ პროცესზე.
გაგიზიარებთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება წარმატება ამ პერიოდში და ვინ უნდა იყოს ფრთხილად:
აღნიშნული პერიოდის მთავარი თავისებურება ის არის, რომ მოსალოდნელი რეტროგრადულობის გამო, პლანეტა კირჩხიბის ნიშანში ჩვეულებრივზე მეტხანს - 2026 წლის 9 აგვისტომდე იქნება. სწორედ ამიტომ, მისი ზეგავლენა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში საგრძნობლად შენარჩუნდება.
ეს ეტაპი ყველაზე ხელსაყრელად ზოდიაქოს შემდეგი ნიშნებისთვის იქნება:
კირჩხიბი;
მორიელი;
თევზები;
კურო;
ქალწული.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახალი პერსპექტივები კარიერის, სწავლის, ფინანსებისა და პირადი ცხოვრების მიმართულებით ელოდებათ.
ეს პერიოდი, ასევე, ძალიან წარმატებულია მოლაპარაკებების საწარმოებლად, საბუთების გასაფორმებლად, გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანი მივლინებებისა და ისეთი მსხვილი შენაძენებისთვის, როგორებიცაა ავტომობილი თუ სხვადასხვა ტექნიკა.
გარდა ამისა, კირჩხიბში მერკურის პოზიტიურ ენერგიას საკუთარ თავზე განსაკუთრებით ფსიქოლოგები, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები, სოციოლოგები და ყველა ის ადამიანი იგრძნობს, ვისი საქმიანობაც ემოციებს, კომუნიკაციასა და საზოგადოებასთან აქტიურ მუშაობას უკავშირდება.
ვის მართებს სიფრთხილე:
ამავდროულად, ასტროლოგი ვერძებს, სასწორებსა და თხის რქებს ურჩევს, დოკუმენტებზე ხელმოწერისას, გარიგებების გაფორმებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი გონიერება გამოიჩინონ. ამ პერიოდში უმჯობესია ნებისმიერი ინფორმაცია საგულდაგულოდ გადამოწმდეს, ხოლო ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავოთ.
ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ მერკურის ტრანზიტი კირჩხიბის ნიშანში განსაკუთრებულად წინ წამოსწევს ოჯახის, საცხოვრებლის, უძრავი ქონების, სახლისა და საგვარეულო ტრადიციების თემებს. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში პირველ ადგილზე შესაძლოა რემონტის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, ბინის შეძენისა თუ ყოფითი პირობების გაუმჯობესების საკითხები დადგეს.
წყარო: www.beaumonde.ge