Digest Logo

🎥 პოზიტიური ენერგოველი, 4 გეომაგნიტური დღე და ახალმთვარეობა - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1776149231
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, განწყობა გაუმჯობესდება, ამინდიც მეტ-ნაკლებად დალაგდება. წარმატების შანსი ყველას მოემატება. კვირის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანია ვერძი. 

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა. 

ხვალ, 15 აპრილს პლანეტა მერკური (გონების და ინტელექტის მმართველი) გადადის ვერძის ზოდიაქოში, 3 მაისამდე. მოიმატებს გონებამახვილობა. ადამიანი გახდება მიზანსწრაფული, ინიციატივიანი, ლიდერი, ორგანიზატორი, მოიმატებს ხასიათში ოპტიმიზმი. უარყოფითია ის, რომ მოიმატებს ეგოიზმი, დიქტატორული თვისებები, სულსწრაფობა, მოუთმენლობა, ფულის უყაირათო ხარჯვისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება. 

პარასკევს გვაქვს ახალმთვარეობა. მზის და მთვარის ენერგიების შეერთება ხდება ვერძში. მატულობს ემოციურობა, ცდუნებები, ცუდი აზრები, დეპრესია, კონფლიქტები. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის პროგნოზს, ასე გამოიყურება:👇

ვერძი - 5 პლანეტა თქვენთანაა. ფავორიტი ხართ და სასწაულებს გააკეთებთ, შარმი გაქვთ არნახული. ახლა თქვენი დროა, დიდხანს ელოდით, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ენერგია. შეხვედრები, მოლაპარაკებები, მგზავრობა-მოგზაურობა, ახალი ნაცნობები, პარტნიორული თანამშრომლობა. 

კურო - ცოტა გამოცოცხლდებით, ენერგოტონუსი ცოტა მოიმატებს. გადიხართ დაბადების წინა პერიოდს. ახლა თავად შეუტევთ ყველას. აიმაღლებთ ხმას და დაიცავთ საკუთარ ინტერესებს. შესაძლებლობები გეძლევათ, მაგრამ ენაზე კბილი უნდა დააჭიროთ. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით. 

ტყუპები - შარმი, მიზიდულობა, აქტიურობა გაქვთ. ყველაფრისთვის მზად იყავით. გაქვთ სპონტანური, იმპროვიზაციის პერიოდი. უცებ მოგდით იდეა და ვერ ხსნით როგორ, თუმცა იქნება გენიალური. იქნებით ორიგინალურები, რის გამოც მიიზიდავთ ადამიანებს. გაქვთ რეფორმების, სიახლეების დრო. 

კირჩხიბი - ენერგოტონუსი ჯერ ის არ არის, რაც გჭირდებათ.პარასკევს, ახალი მთვარე ყურადღებით გაიარეთ. ახალი საქმეებით ნუ დაკავდებით. კარიერული წინსვლისთვის კარგი პერიოდია. შეგიძლია დასახო ახალი იდეები, პროექტები. კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ ხელმძღვანელ პირებთან. 

ლომი - ვერ გააჩერებთ ამ ნიშნს, ძალიან მიმზიდველი, ენერგიული, არასტანდარტული ხართ. ახლა თქვენი ადგილი უცხოეთშია. გაიცანით ადამიანები უცხოეთში, შესაძლოა სიყვარულიც იპოვოთ იქ. ფინანსურად გაძლიერდებით, შანსები ახალი თანამშრომლობისა გაქვთ. მივლინება უცხოეთში, სწავლა იქნება ძალიან ნაყოფიერი. 

ქალწული - გამოცოცხლდებით. ბევრი საქმე გექნებათ, ვალდებულებები, მაგრამ არ იწუწუნებთ და ავტორიტეტი გაგეზრდებათ. შრომისუნარიანობა ნელ-ნელა იმატებს, მაგრამ არ ჩაერთოთ გრანდიოზულ საქმიანობებში. 

სასწორი - მთავარი პლუსი გაქვთ დიპლომატია, სამართლიანობა, ამიტომ გამოავლინეთ ეს თვისებები. ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, შარმიც და მიზიდულობაც ზე მაღალი. ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ოღნდ არა პარასკევს. 

მორიელი - ენერგოტონუსი იმატებს, ნელ-ნელა გაუმჯობესდება. ყურადღება მიაქციეთ სურვილს, ოჯახის წევრები გააკონტროლოთ. მთავარი ხელის შემშლელი პრობლემა ეს გაქვთ, არადა გაქვთ საშუალება გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. 

მშვილდოსანი - აქტიური, ენერგიული, კეთილშობილი. მგზავრობა-მოგზაურობისთვის, შვილებთან ურთიერთობისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის საუკეთესო დროა. ყველაფერი გამოგდით, თქვენი დროა. 

თხის რქა - გამოცოცხლდებით, ენერგიოა ცოტა მოგემატებათ. გამოიყენეთ დღეები ფინანსური კეთილდღეობისთვის. გაალამაზეთ ოჯახში დიზაინი. შესაძლოა ახალ ბინაში გადახვიდეთ, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ ოჯახთან. 

მერწყული - ჯანს არ უჩივით, აქტიური ხართ, ენერგიული, ჯანიანი და შრომისუნარიანი ხართ, მაგრამ მთავარია არ განმარტოვდეთ. მაქსიმალური კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები. საინტერესო დროა ინფორმაციის მისაღებად, მგზავრობა-მოგზაურობისთვის. მეტი იმოძრავეთ, მეტი ისწავლეთ. 

თევზები - გამოცოცხლდებით ამ კვირაში. გამოიყენეთ ეს დღეები, გაქვთ შანსი ჩაერთოთ ისეთ პროექტებში, რაც ფინანსურად მოგებიანი იქნება. შეიძლება ადრეული საქმეებიდან, პროექტებიდან შემოვიდეს მატერიალური დოვლათი. ნუ გადაიღლებით, დროდადრო დაისვენეთ.  

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოიმატებს მოუთმენლობა და დაძაბულობა, რაც კონფლიქტების რისკს ქმნის, განსაკუთრებით პირად და სოციალურ ურთიერთობებში“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი

⭕მოულოდნელი შეხვედრები, ფინანსური წარმატება და ახალი შეთავაზებები - როგორი იქნება 13-19 აპრილის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕„დღეს ბარაქა მოდის მათთან, ვინც მოქმედებს ჩუმად, ეხმარება სხვებს და ენდობა თავის ხილვებს“ - 14 აპრილის კოსმოსური ამბები