ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.
იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ტყუპების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს:
„ტყუპები, დეკემბრის პროგნოზი:
დეკემბრის მეორე ნახევრიდან სრულდება ის სირთულეები, რომელიც ოქტომბრის 15-დან შეიქმნა. განვითარებული გამოწვების მიზანი, იმ მიდგომებისა და ღირებულებების შეცვლაა, რამაც პრობლემები შეგიქმნათ თქვენი ცხოვრების ამა თუ, იმ სფეროში. იმისათვის რომ იგივე წრეზე არ დატრიალდეთ მომავალი წელიწად-ნახევრის მანძილზე,აუცილებელია მიდგომების შეცვლა და პრობლემების გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა.
ის ახალი პროექტები და იდეები, რომელიც აგვისტოდან მოყოლებული წამოიწყეთ, თვის მეორე ნახევრიდან მოიტანს შედეგს. ასევე შეგიძლიათ, რომ წამოიწყოთ ნებისმიერი სიახლე.
შვილებთან და მშობლებთან ურთიერთობებში, არის კონფლიქტისა და გაუგებრობის მაჩვენებელი, რომელიც ერთგვარი გამოცდაა, თუ რამდენად სცემთ პატივს ერთმანეთის თავისუფალ არჩევანსა და პირად სივრცეს.
ფინანსური თვალსაზრისით ჰარმონიული თვეა. თუ კრიზისი გეწვიათ, მინიშნებაა რომ ახალი მიდგომები უნდა დანერგოთ კარიერული, ან ბიზნესის კეთების კუთხით. ძველი მიდგომები წარმატებას არ მოიტანს.
სასიყვარულო ურთიერთობაში, იმის მიხედვით განვითარდება მოვლენები, თუ რა მიდგომები და ღირებულებები აირჩიეთ ბოლო ორი თვის მანძილზე. პრობლემის დაკონსერვების შემთხვევაში, განვითარდება კრიზისი, რომელიც გაიძულებთ ცვლილებებს.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტია, სასუნთქი გზები, გული და სისხლძარღვები. ჯანმრთელობის პრობლემები დეკემბრის მეორე ნახევრიდან უნდა დასრულდეს.
დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 9;12;13;14;18;19;20;22;
დეკემბრის დაძაბული დღეები: 5;6;7;15;16;17;21;23;24;28;30;
დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 1;2;3;4;8;25;26;27;28;30;31“, - წერს ხატია ბედოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ მივირთვათ ჩია სწორად? - არუნ ხათრი საუკეთესო მეთოდს გვიზიარებს
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი 35 წლის გახდა - როგორ მიულოცა ნოე სულაბერიძემ ცოლს დაბადების დღე