2024 წლის 1-ელი აპრილიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს და 25 აპრილს დაასრულებს. აღნიშნული პლანეტა ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომაც ასტროლოგები რეტროგრადული მერკურის დროს კონკრეტულ რეკომენდაციებს გვიზიარებენ, რომ ეს პერიოდი მშვიდად გავიაროთ და სირთულეები თავიდან ავირიდოთ. პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.
ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან.
რეტროგრადული მერკურის დროს შეცდომებისა და თაღლითური მოქმედებების რაოდენობა იზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად მანიპულაციის, ტყუილის, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდეთ.
რეტროგრადული მერკურის დროს ხშირად წარსულში დატოვებული ურთიერთობები თავს გვახსენებს. შესაძლოა, ისეთი ადამიანისგანაც კი მიიღოთ ზარი, რომელთანაც წლებია, კომუნიკაცია აღარ გაქვთ.
რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული რეტროგრადული მერკურის დროს?
სამსახურის მოულოდნელად, სპონტანურად დატოვება;
ახალი ბიზნესის დარეგისტრირება;
ფულის გასესხება, ან სესხება;
ახალ ადამიანებთან ერთად სარისკო გადაწყვეტილებების მიღება;
სამოგზაუროდ წასვლა;
მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, ფასიან ქაღალდებზე ხელმოწერა;
საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა;
დიდი ტექნიკის შეძენა - არსებობს იმის შანსი, რომ შესაძლოა, ხარვეზიანი იყოს;
ძვირფასი ნივთებისა და ამანათების ფოსტით გაგზავნა - შესაძლოა, ამანათის ადგილამდე მიტანა არა მხოლოდ ძალიან დაგვიანდეს, არამედ საერთოდ დაიკარგოს.
რისი გაკეთება შეიძლება რეტროგრადული მერკურის დროს?
დაასრულეთ ძველი საქმეები - შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ ყველა ის პროექტი, საქმე, რომლებიც წამოიწყეთ და აღარ გააგრძელეთ, ახლა დაასრულოთ;
შეამოწმეთ ძველი დოკუმენტები, გადახედეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საბუთებს და მოაწესრიგეთ;
დრო დაუთმეთ დასვენებას და ენერგიის აღდგენას;
დაემშვიდობეთ ყველაფერს, რაც ძველი და არა საჭიროა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენს გვერდით მთელი ქვეყანაა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს ნაკრებს ამხნევებს
⭕პატიმრობა და დანით მიყენებული ჭრილობა - უცნობი ამბები გურამ დოჩანაშვილზე
⭕„საოცრება, სრულყოფილი გოგო“ - ანასტასია ჯეირათი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
წყარო: www.beaumonde.ge