
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც 15 დეკემბერს, სავსემთვარეობის დროს ჩასატარებელ რიტუალზე საუბრობს. როგორც ცნობილია, იგი ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით.
ჟურნალისტი გვასწავლის, როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე.
„სავსემთვარე სიმდიდრის მთავარი რიტუალი, რომელიც უნდა ჩატარდეს 15 დეკემბერს. პირველ რიგში ვასუფთავებთ ჩვენს საფულეს, უნდა ამოვიღოთ ყველა საკრედიტო ბარათი, ფული, ყველაფერი ის, რაც უბრალოდ წონას წარმოადგენს და არა სიმდიდრეს.
ეუბნებით სამყაროს, მე ვარ მზად ცვლილებებისთვის, დილას კი წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: როგორი სავსე მთვარეც იყო, ისეთი სავსეა ჩემი საფულე.
რაც მთავარია, იგრძენით, როგორ იმატებს თქვენი თავდაჯერებულობა, გახსოვდეთ, რომ რიტუალის პირველ დღეს ის თანხა რაც საფულეში დევს, არ არის რეკომენდებული, რომ დახარჯოთ“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
@takomelikishvili4 #zodiaqo#tako#savse#mtvare ♬ original sound - Tako Melikishvili
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გუდაურში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს
⭕ხრესილის ბრძოლიდან 267 წელი გავიდა - მნიშვნელოვანი ისტორიული დეტალები