Digest Logo

რა უნდა გავაკეთოთ ახალმთვარეობას და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად - ყველაფერი რაც 23 აგვისტოს შესახებ უნდა იცოდეთ

1755929836
ახალმთვარეობა

ახალი მთვარის ფაზა ზოდიაქოს ნიშნებს აიძულებს, სრულად გადახედონ საკუთარ ცხოვრებას.
რატომ არის აგვისტოს 2025 წლის ახალმთვარეობა განსაკუთრებული?

ახალი მთვარე დადგება იმ მომენტში, როცა მზე ლომის ნიშანიდან ქალწულში გადადის. ამიტომ ამ მოვლენას ერთდროულად თან ახლავს ლომის ცეცხლოვანი ენერგიის დასრულება და ქალწულის სიმკაცრის, მოწესრიგებისა და თანმიმდევრულობის დასაწყისი.

ეს არის იდეალური დრო, რომ ყურადღება მივაქციოთ ყოველდღიურ რუტინას, კარიერას და ჯანმრთელობას. ყველაფერი, რასაც სისტემური მიდგომა სჭირდება, ახლა ყველაზე მეტად იქნება შედეგიანი.

გარდა ამისა, ახალი მთვარე მოხდება ქალწულის ნულოვან გრადუსზე, შესაძლებელია დაიწყოთ რემონტი ან დიდი შესყიდვების დაგეგმვა — ამას ხელს უწყობს მერკურისა და მარსის სექსტილიც ლომში.

ბევრს გაუჩნდება სურვილი, მოაწესრიგოს არა მხოლოდ სახლი, არამედ საკუთარი აზრებიც. შესაძლოა, ზოგიერთმა ზოდიაქომ გადაწყვიტოს ჯანსაღ კვებაზე გადასვლა, სპორტით დაკავება. ჯანმრთელობის მხრივ, ახალი მთვარე საუკეთესო დროა ექიმთან ვიზიტისთვის, განსაკუთრებით იმ მიმართულებებში, რომლებსაც ქალწული განაგებს — კუჭ-ნაწლავი, კანი და ნერვული სისტემა.

23 აგვისტოს ახალმთვარეობაზე რას არ უნდა გააკეთო?

⏺. შეინარჩუნე ფიზიკური და ენერგეტიკული სივრცე

არ დაიწყოთ ახალი საქმეები, სჯობს დაასრულო ძველი.

⏺ არ იყოთ უარყოფით ადამიანებთან ერთად

მრავალ ასტროლოგიურ წყაროებში რეკომენდაციას იძლევენ, რომ ამ პერიოდში თავი აარიდო "ენერგიის გამწოვ" ადამიანებს, რათა შენივე ენერგია და ნება შენარჩუნდეს სამუშაო და შემოქმედებით პროცესისთვის.

და რას შეიძლება გააკეთო?

⏺ ეს დღე განსაკუთრებით მშვენიერი დროა არა მხოლოდ სახლის დასაუფთავებისთვის, არამედ სულიერი და ემოციური წონასწორობისთვისაც. ⏺ საკუთარი მცირე რიტუალების ორგანიზება, როგორიც არის სანთლის ანთება, სივრცის წმენდა, მედიტაცია ან უბრალოდ დაწერილი განზრახვის დამტკიცება — ყველა ეს აქტივობა ამ დღე განსაკუთრებულად გააძლიერებს ცვლილების დინებას. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წარსულის ძველი სცენარები და ჩრდილები გაქრება...“ - რა გველოდება შემოდგომაზე ჩვენი დაბადების რიცხვის მიხედვით?

⭕„მე საწყალი და უბედური არ ვარ, მე ამაყი ვარ...“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული მარიამ დოხნაძის დედა

⭕ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ახალციხელი ახალგაზრდების ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს