მერკურის რეტროგრადულობა კირჩხიბში და იუპიტერის გადასვლა ლომის ნიშანში ერთდროულად გვიბიძგებს წარსულის გადაფასებისა და მომავლის თამამად შექმნისკენ.
სანამ მერკური ემოციებთან, ოჯახურ საკითხებსა და ძველ მოგონებებთან დაბრუნებას გვთავაზობს, იუპიტერი ლომში თავდაჯერებულობის, თვითგამოხატვისა და დიდი ამბიციების ენერგიას აძლიერებს.
ეს პერიოდი შეიძლება გახდეს ხიდი წარსულსა და მომავალს შორის - დრო, როცა ძველი გამოცდილება ახალი შესაძლებლობების საფუძვლად იქცევა.
აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში საუბრობს:
„🦁 მერკურის რეტროგრადულობა კირჩხიბში და იუპიტერის გადასვლა ლომის ნიშანში.
ცაზე მნიშვნელოვანი სიახლეებია, ეს არის დრო, რომელიც სრულად შეცვლის შენს შინაგან და გარე სტრატეგიას.
🚨 პირველი ეტაპი - 29 ივნისი: მერკური კირჩხიბში სვლას აფერხებს და რეტროგრადულ ფაზაში გადადის. კირჩხიბში მყოფი მერკური გრძნობებით, ინტუიციითა და ქვეცნობიერით აზროვნებს. როდესაც ის უკან ბრუნდება, სამყარო გაიძულებს, შენი ფსიქიკის „ვესტიბულში“ ჩახვიდე და ემოციური გეშტალტები ჩახურო.
😱 ნუ შეშინდები და ნუ მოუსმენ სხვებს. ახლა შენ აღმოჩნდები დროის მანქანაში და ეს არის შენი უნიკალური შანსი:
🫴 დაუბრუნდე დაუსრულებელ, ჩახლართულ დიალოგებს და წერტილი დასვა;
🫴 გადააფასო ოჯახური, საგვარეულო სცენარები და ძველი წყენები;
🫴 ამოქექო წარსულის ის ისტორიები, რომლებიც ენერგიას გართმევენ, გააცნობიერო და გაუშვა.
🧠 იმისათვის, რომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, ჯერ უნდა შეცვალო და დააკორექტირო ის, რაც წარსულში დაგრჩა.
👑 მეორე ეტაპი - 30 ივნისი: მეორე დღესვე, იუპიტერი ტოვებს კირჩხიბის ნიშანს და ლომის ცეცხლოვან, სამეფო ნიშანში გადადის! ხედავ კოსმიურ ლოგიკას ამ ალგორითმში? სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება.
29 ივნისს მერკური გაიძულებს წარსულის ნაგავი და ემოციური ტვირთი კირჩხიბისეულად გადაამუშაო, რადგან უკვე
30 ივნისიდან იუპიტერი ლომში ითხოვს შენს სცენაზე გამოსვლას, ტრიუმფს, პოპულარობასა და ლიდერობას! თუ კირჩხიბის ჩრდილებსა და ილუზიებში დარჩები ჩაკეტილი, ლომის ამაყი, სამეფო იუპიტერის ენერგიას უბრალოდ ვერ გამოიყენებ და შანსებს ფუჭად გაფლანგავ.
⚡ მესამე ეტაპი - კულმინაცია შუა აგვისტოში: მერკურისა და იუპიტერის დიდი შეერთება ლომში! ყველაზე მთავარი სტრატეგიული მომენტი წინ გველოდება: გაჭიანურებული უკანსვლისა და წარსულის ქექვის შემდეგ, უკვე შუა აგვისტოში, პირდაპირსვლაში დაბრუნებული მერკური ლომის ნიშანში შეხვდება იუპიტერს.
💰 ეს არის აბსოლუტური ფინანსური და მენტალური გარღვევა! ივლისის თვეში გადამუშავებული, დახურული და ნაპოვნი შეცდომები აგვისტოში გარდაიქმნება დიდებულ იდეებად, მასშტაბურ კონტრაქტებად და გლობალურ აღიარებად. შუა აგვისტო იქნება დრო, როდესაც შენი ხმა, შენი ბრენდი და შენი ინტელექტი მიიღებს იუპიტერიანულ მასშტაბს. მაგრამ აქამდე მისასვლელად ივლისის რეტრო-ფაზა გონივრად უნდა გაიარო.
🔮 განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ისინი, ვისი ჰოროსკოპის მმართველიც მერკურია, ასევე მზითა და ასცენდენტით კირჩხიბები და ლომები.
✋ ვინც ფლობს საკუთარი ფსიქიკისა და რუკის საიდუმლო გასაღებებს, ის ყოველთვის თავად მართავს ამ კრიზისებს და ნებისმიერ მოვლენას ტრიუმფას აქცევს“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ: