2026 წლის 9 ივნისს, GMT დროით 19:48-ზე, ხოლო საქართველოს დროით 23:48 საათზე მოხდება „სენსიტიური“, დადებითი ემოციებისა და გრძნობების მომტანი, ორი პლანეტის, კერძოდ: ვენერას და იუპიტერის შეერთება კირჩხიბის ბოლო გრადუსებში, რომელიც ასოცირდება სიყვარულთან, სიუხვესთან, ფუფუნებასთან და წინსვლასთან.
მათი შეერთება, თითოეულ ზოდიაქოს გამოსამშვიდობებელ საჩუქარს გაუკეთებს, ვინაიდან იუპიტერი, 30 ივნისს შეიცვლის ნიშანს და კირჩხიბიდან გადავა ლომის ზოდიაქოში.
ეს შეერთება კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს და გაგვახსენებს რეალურ ფასეულობებს, რა არის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ბედნიერების მომტანი, რაც არა მატერიალურ სიმდიდრეს, არამედ სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს გულისხმობს, სადაც არ გვჭირდება ბრძოლა, თავის დაცვა.
მსგავსი შეერთება ჩვენ უკვე გავიარეთ 2025 წლის 12 აგვისტოს და თუ მაშინ ვერ მივიღეთ ის, რაც გვსურდა, ან ჩვენი სურვილები შესრულდა ნაწილობრივ, ახლა სამყარო გვაძლევს მე -2-ე შანსს. ორივე პლანეტა გვეხმარება ვიცხოვროთ შიშის გარეშე და შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც შევძლებთ არა არსებობას და გადარჩენას, არამედ ცხოვრებას, დაფუძნებას, საკუთარი ადგილის, ბედნიერების პოვნას და ცხოვრების ყველა ფერში დანახვას.
ვენერას და იუპიტერის შეხვედრა კირჩხიბში ძალიან „სენსიტიური“ და განსაკუთრებულია, რადგან გულისხმობს სიყვარულს ოჯახის, შვილების, წინაპრების, საქმის და იმ ყველაფრის მიმართ, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის.
30 ივნისს, როდესაც იუპიტერი გადავა ლომის ზოდიაქოში და ეს ენერგია მკვეთრად შეიცვლება, პრიორიტეტული გახდება გარე სამყაროში აქტიურად და მკაფიოდ საკუთარი თავის თვითგამოვლენა და უპირატესობების დემონსტრირება, თუმცა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ის ნამდვილი ღირებულებები, რაც ამ ორი პლანეტის შეხვედრას მოაქვს. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება, ჩვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე, საყრდენის არსებობის შინაგანი განცდა და რეალური სიახლოვე, სახლის და ემოციური სტაბილურობის შეგრძნება.
ბევრ ადამიანს აქვს განცდა, რომ მუდმივად ცხოვრობს ემოციურ არასტაბილურობაში, ცხოვრებისეულ რბოლაში, ომში პროდუქტიულობისა და მიღწევებისთვის, გვჭირდება სიმშვიდე და სიმყუდროვის გრძნობა, თუმცა კირჩხიბის ზოდიაქო, სადაც ხდება ეს შეერთება, არის ემოციების და საგვარეულო კარმის სიმბოლო, ამიტომ ახლა შესაძლებელია არსებობდეს დაძაბულობა, თითქოს სასწრაფოდ გჭირდება რაღაცის დასრულება, გარკვეული გეშტალტების ჩახურვა, ანუ რაღაც სიტუაციებზე წერტილის დასმა, ამ ენერგიებისგან გონების გასუფთავება და ისეთი პროცესებიდან გათავისუფლება, რაშიც გვაქვს ემოციური ჩართულობა, თუმცა შესაძლებელია ეს პროცესები ფიზიკურად უკვე დასრულებულია, მაგრამ აქ საუბარია ფსიქოლოგიურ ფაქტორზე, ანუ ასეთ პერიოდში ჩვენი ფსიქიკა ცდილობს გათავისუფლდეს, წარსულში არსებული დაუმთავრებელი ძველი ემოციებისგან და ამ ყველაფრის თანამდევი შესაძლოა იყოს: ნოსტალგია, ოდესღაც არსებული სიმყუდროვის დარღვევა, მოგონებები, რომელიც დაკავშირებულია წარსულში არსებულ ძვირფას ადამიანებთან, შეხვედრა და მიმოწერა მათთან, ვისთანაც, ოდესღაც გვქონდა ემოციურად ახლო ურთიერთობა.
იუპიტერი და ვენერა კირჩხიბში მიგვითითებენ, რომ ცივილური სამყაროს განვითარება ხდება, არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის დახმარებით, არამედ შინაგანი შეგრძნებების, ემოციური სიმწიფის, ბავშვების და ასაკოვანი ადამიანების დამოკიდებულების, მათი ფსიქიკის გაფრთხილების და ოჯახის შენარჩუნების ხარჯზე.
ამ შეერთების მთავარი თემა გულისხმობს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ადამიანს შესაძლებლობა ექნება, არა მხოლოდ ღირსეული საცხოვრებელ პირობები, არამედ ემოციურ კომფორტიც შექმნას. პრაქტიკულ დონეზე, ბევრი თქვენგანი დაფიქრდება ლოკაციის ცვლილებაზე, სახლის კეთილმოწყობაზე, სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე, ოჯახური თანაცხოვრების დალაგებაზე და ლეგენდის თანახმად, იუპიტერი და ვენერა თითოეულ ჩვენგანს მოგვცემს იმას, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება.
ინფორმაცია და ენერგიები, რომელსაც ეს შეერთება გაააქტიურებს მოქმედი იქნება მომავალი 1 წლის განმავლობაში!
♈️ ვერძი: ეს შეერთება ხდება თქვენს მე- 4-ე სექტორში და დაგეხმარებათ იმ საქმეების გაუმჯობესებაში, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია თქვენს საცხოვრებელ ადგილთან და ოჯახთან. ზოგიერთი ვერძისთვის ეს შეერთება გამოვლინდება პრაქტიკულ დონეზე, ზოგისთვის კი, როგორც გადაწყვეტილება, როგორ გაიუმჯობესოს უძრავ ქონებასთან, საკუთრებასთან ან ოჯახთან დაკავშირებული პირობები. ეს შეერთება გთავაზობთ ნაკლები იომორით და მეტად იყოთ ორიენტირებული, შექმნათ და ისიამოვნოთ თქვენი შექმნილი კეთილდღობით. ამ პერიოდს მოაქვს ბედნიერება თქვენს და თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ცხოვრებაში. ის ვერძები, ვინც აქტიურად არიან თავიანთი მეორე ნახევრის ძიებაში, შეძლებენ იპოვონ ცხოვრების პარტნიორი და შეიძინონ უძრავი ქონება.
♉️ კურო: ეს შეერთება ხდება თქვენს მე- 3-ე სექტორში და მოგიტანთ განცდას, რომ ცხოვრება ამოძრავდა, დაიწყო მოვლენების სწრაფი და ინტენსიური განვითარება. გამარტივდება მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიღება, საბუთების გაკეთება და მარტივად მოაგვარებთ ისეთ საკითხებს, რაც ადრე არ გაძლევდათ წინსვლის შესაძლებლობას. იდეალური პერიოდია ნებისმიერი სახის საკუთარი საქმის, ბიზნესის დასაწყებად, ახალი პროფესიის შესაძენად, სწავლის დასაწყებად. ამ პერიოდში შეძლებთ შეიძინოთ ან გამოცვალოთ ავტომობილი. მოვა, ახალი შესაძლებლობები რეალურ დროში სამუშაოდ, როგორც პირდაპირი, ანუ მატერიალური, ასევე ინფორმაციული და ემოციური კუთხით. ასეთ დროს ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია თქვენს უახლოეს გარემოცვას, სწორი მიმართულებების, რჩევების და საჭირო ინფორმაციის მიღების სახით.
ამ ასპექტს, პირდაპირი მნიშვნელობით გადაყავხართ მეტად საინტერესო და ნათელ გარემოში, რაც შესაძლოა გულისხმობდეს ახალ იდეებს, ადამიანებს, ნაცნობობას ან სამსახურს. იგრძნობთ, რომ ხართ საინტერესო და შეგიძლიათ, რაღაც შესთავაზოთ სამყაროს. ამ პერიოდში თქვენს წინ გაიშლება ახალი გზები და შესაძლებლობები.
♊️ ტყუპები: შეერთება ხდება თქვენს მე- 2-ე სექტორში და ეს პერიოდი მოგიტანთ შემოსავლების შექმნის ახალ შესაძლებლობებს. ზოგიერთი თქვენგანი იშოვის საოცნებო სამსახურს, ზოგი კი დამატებით შემოსავალს, ვინაიდან იუპიტერი რიცხვობრივად ზრდის ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს ერთჯერადი, ან მუდმივი. ასეთ დროს დაფიქრდებით, სად და როგორ შეინახოთ და გამოიყენოთ თქვენი დანაზოგი. ვენერასა და იუპიტერის შეერთების დროს შესაძლოა მეტი ფინანსები დაახარჯოთ საკუთარ თავს და შეიძინოთ ისეთი რამ, რაც მოგცემთ მეტ თავდაჯერებულობასა და აგიმაღლებთ პროდუქტიულობას. ამ პერიოდის მთავარი მესიჯი არის, თქვენი ფინანსური შესაძლებლობების ზრდა.
საერთო ჯამში, ეს შეერთება დაკავშირებულია ქონებრივ და მატერიალურ მატებასთან და თვითშეფასების გრძნობის ამაღლებასთან, აგრეთვე უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეიცვლება თქვენი ფასეულობების სისტემაც და მიხვდებით, მართლაც რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა გაბედნიერებთ.
♋️ კირჩხიბი: ეს შეერთება თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ხდება თქვენს პირველ სექტორში და მხოლოდ 12 წლის შემდეგ განმეორდება მსგავსი ასპექტი თქვენს ნიშანში. ეცადეთ გაიხსენოთ რა გინდოდათ და რაზე ფიქრობდით 2025 წლის აგვისტოში და თუ მაშინ გსურდათ, რამე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვერ განახორციელეთ, ახლა სამყარო გაძლევთ განმეორებით შესაძლებლობას. ამ შეერთებას თქვენთვის მოაქვს ახალი და ძალიან საინტერესო გრძნობა იმისა, რომ დრო და კოსმოსი თქვენზე იმუშავებს, რაც მოგიტანთ ენერგიების მოზღვავებას და შინაგანი ძალების გადატვირთვა, პირად ცხოვრებაში და სოციუმში გაგიჩნდებათ ცვლილებების განხორციელების სურვილი. ამ ასპექტს მოაქვს წარმატება სხვადასხვა მიმართულებებით, ამიტომ რაზედაც არ უნდა ოცნებობდეთ ახლა, აუცილებლად სცადეთ მისი რეალობაში გადმოტანა და გადადგით პირველი ნაბიჯები.
ეს შეერთება ზრდის თქვენს მიმართ მიზიდულობას და საერთო ჯამში გააძლიერებს წარმატების და სასურველი შედეგის მიღების მოლოდინს. ლეგენდის თანახმად, ასეთი შეერთების დროს, ყველა შეძლებს სანუკვარი სურვილს ასრულებას და ნათელი მომავლის დიდ რწმენას.
♌️ ლომი: შეერთება ხდება თქვენს მე- 12-ე სექტორში და ეს პერიოდი მოგიტანთ ძველი პროგრამების დასასრულს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ურთიერთობებთან, ანუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც წერტილს დაუსვამს ძველ სცენარს, თუმცა შესაძლოა, ეს სულაც არ გულისხმობდეს სრულად დასრულებას, არამედ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გაყვანას, ერთი სიტყვით წარსული გიმზადებთ სიურპრიზებს და შეძლებთ გათავისუფლდეთ ისეთი რაღაცისგან, რასაც განსაკუთრებით მალავდით. ამ პერიოდს შეუძლია სასიამოვნოთ შეცვალოს თქვენი ცხოვრება, მიიღებთ ახალ სამსახურებრივ წინადადებებს და ასევე მოსალოდნელია დადგეთ ისეთ გზაზე, რომელიც იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული. ეს შეერთება მოგიტანთ შინაგან თავისუფლებას და თავს დააღწევთ იმ გარემოებებს და ადამიანებს, რაც გართმევდათ ენერგიას.
30 ივნისს, იუპიტერი გადავა თქვენს ზოდიაქოს ნიშანში და მთელი წლის განმავლობაში აგავსებთ დადებითი ენერგიებით, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეერთებას ერთის მხრივ მოაქვს წარსულიდან: გამოძახილები, გულუხვი საჩუქრები, კარმული გამოცდილების, უნარების, ნიჭისა და გადაუჭრელი საკითხების ერთობლიობა, მეორეს მხრივ ეს არის თქვენი მზადება ახალი ეტაპისთვის, რომელიც მოდის 12 წელიწადში ერთხელ და 30 ივნისს დაიწყება. აგრეთვე უახლოეს პერიოდში გელოდებათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება, რაც ითამაშებს გადამწყვეტ როლს მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში. იუპიტერის და ვენერას მთავარი გზავნილი მე- 12-ე სექტორში მდგომარეობს იმაში, რომ ეს ტრანზიტი მწვანე შუქს გინთებთ, თქვენი ცხოვრების ახალი, მომავალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოვლინდება.
♍️ ქალწული: ეს შეერთება ხდება თქვენს მე -11-ე სექტორში და აკეთებს ძალიან დადებით ასპექტს ქალწულის ნიშანთან, რაც მოგიტანთ გაფართოებას სოციალური რეალიზაციის ხარჯზე. ეს შეიძლება იყოს მომავალთან, პირადთან ან სამსახურთან დაკავშირებული გეგმები, პროექტები, ახალი პროფესია ან მიმართულებები. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს ისეთი ბიზნესის დაწყებას, რომელსაც დიდი რაოდენობის მომხმარებელი ეყოლება. გარდა ამისა, შეძლებთ ოჯახის შექმნას, ან ისეთი ურთიერთობის დაწყებას ადამიანთან, რომელიც დიდი ხნით დარჩება თქვენს ცხოვრებაში. უახლოეს გარემოცვაში გაჩნდება ბევრი საინტერესო სახე, გაიზრდება თქვენი ინტერესების სფერო და თქვენი ყურადღების არეალი, რაც შეიძლება გამოვლინდეს განვითარების, საქმიანობის, ან პირადი ინტერესების კუთხით. ეს პერიოდი მოგცემთ განცდას, რომ არ ხართ მარტო, გყავთ თანამოაზრეები, ვინც თქვენს საქმიანობასა და ინტერესებს აფასებეს.
ვენერა - იუპიტერის შეერთებას მე -11-ე სექტორში, მოაქვს გულუხვი შედეგები და მიხვდებით, რომ ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდით მოჰქონდა დაგვიანებული შედეგები და ახლა დადგა მოსავლების აღების პერიოდი. ამ ტრანზიტის დროს სხვაგვარად აღიქვათ თქვენს ცხოვრებას და გაგეზრდებათ შესაძლებლობები, გაჩნდება იმედი, მეტი მოტივაცია და სურვილები, რომ საკუთარი ოცნებები რეალობაში გადმოიტანოთ. ამ შეერთების ენერგია ჩასახავს თქვენში ძალიან საინტერესო განცდას იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავის დრო აქვს და თუ ოდესმე გეგონათ, რომ გარკვეული შესაძლებლობები, ოდესღაც ხელიდან გაუშვით სამუდამოდ, ე.ი. მაშინ, ამის დრო არ იყო და ახლა თქვენს წინაშე იხსნება ახალი პერსპექტივები. ასევე, იდეალური პერიოდია ნებისმიერი იმ სახის საქმიანობისთვის, რომლის რეალიზაციაც შესაძლებელია ინტერნეტის დახმარებით.
♎️ სასწორი: ეს შეერთება ხდება თქვენს მე- 10-ე სექტორში, ანუ რუკის ზენიტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თქვენთვის და ააქტიურებს იმ პროცესებს, რომელიც უკვე დაწყებულია ან დროთა განმავლობაში გააქტიურდება და თქვენი სტატუსის ცვლილებას გულისხმობს. ვენერა - იუპიტერის შეერთება, ნიშნავს ისეთი გარემოებების აქტივიზაციას, რითაც იამაყებთ. ზოგიერთი სასწორის ცხოვრებაში მოსალოდნელია ოჯახის შექმნა, ბავშვის დაბადება, მსხვილი შენაძენების გაკეთება ან ეს იქნება წარმატებული პერიოდი თქვენი შვილების, მეორე ნახევრის და ოჯახის წევრის ცხოვრებაში. სამსახურებრივ და კარიერულ საკითხებში დაინახავთ, რომ თქვენი მონდომება დაფასდება, გელოდებათ წინსვლები, დაწინაურება, ფინანსური მატება, ან საკუთარი საქმის დაწყება, რომელიც აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას, ანუ ასეთ შეერთებას ხშირად მოაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები კარიერაში. ფსიქოლოგიურ დონეზე ვენერა - იუპიტერის შეხვედრა მოგცემთ თავდაჯერებულობას და მიხვდებით, რომ ნამდვილი აღიარება მოდის არა მაშინ, როცა ვცდილობთ მის დამსახურებას, არამედ მაშინ, როცა გვჯერა საკუთარი თავის.
♏️ მორიელი: ეს შეერთება ხდება თქვენს მე- 9-ე სექტორში და აკეთებს დადებით ასპექტს თქვენს ნიშანთან და ხსნის ახალ ჰორიზონტებს თქვენს წინაშე, რაც გამოვლინდება შემდეგ სფეროებში: განათლება, ახალი პროფესიული უნარების შეძენა, კვალიფიკაციის ამაღლება, უცხო ენების შესწავლა, აგრეთვე შესაძლებელია ლოკაციის ცვლილება, უძრავი ქონების შეძენა სხვა ქალაქში ან უცხოეთში, ინტერესების და შესაძლებლობების ზრდა. იუპიტერი არის იმ ყველაფრის სიმბოლო, რაც დაკავშირებულია ბიუროკრატიასთან, იურისპრუდენციასთან, ამიტომ ასეთ დროს შეძლებთ მიიღოთ საბუთები, რაც მოგანიჭებთ გარკვეულ უფლებებს.
ამ პერიოდში აგრეთვე მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრების ძველმა ვერსიამ თავის დრო მოჭამა და მეტს იმსახურებთ. ის მორიელები, ვისაც საკუთარი საქმე აქვს, შეძლებენ მის გაფართოებას, ახალი მიმართულებით განვითარებას, ახალი კონტრაქტების დადებას, უცხოეთში საინტერესო პარტნიორების მოძიებას ან კლიენტების მოზიდვას. ასევე ძალიან კარგი დროა დაკავდეთ ინტელექტუალური საქმიანობით, ან განახორციელოთ პერსპექტიული იდეები თქვენი მეორე ნახევრის ნათესავებთან ერთად.
აგრეთვე, შეძლებთ გააკეთოთ მსხვილი შენაძენები და ინვესტიციები შვილისთვისაც. საერთო ჯამში, ეს ენერგია ძალიან დადებითად აისახება თქვენს ნიშანზე და დიდი პერსპექტივების მომცემია სამომავლოდ.
♐️ მშვილდოსანი: ეს შეერთება ხდება თქვენს მე-8-ე სექტორში და პრაქტიკულ დონეზე დაასრულებს ისეთ პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი და პარტნიორის საერთო კაპიტალთან, მაგალითად როგორიცაა: უძრავი ქონების შეძენა, ისეთი საკითხები, რაც გულისხმობს ინვესტიციებს, ერთობლივ ფინანსურ ვალდებულებებს, ადამიანებს ან ორგანიზაციებს. ასეთ დროს შეგიძლიათ აიღოთ თქვენთვის სახარბიელო პირობებზე კრედიტი ან შეძლებთ იმუშაოთ სხვის კაპიტალზე, უძრავ ქონებაზე და მოიზიდოთ ფინანსები, ანუ გახდეთ შუამავალი. მოგვარდება ფულთან, ვალებთან, ვალდებულებებთან ან თუ ეს თქვენთვის აქტუალურია ქონების გაყოფასთან დაკავშირებული პრობლემები.
იუპიტერის და ვენერას შეერთებას მოაქვს თქვენი ფინანსური საქმიანობის გაუმჯობესება, არა მხოლოდ პირადი შემოსავლების, არამედ თქვენი პარტნიორის ფინანსების ხარჯზე, ანუ ეს პერიოდი აუმჯობესებს და ზრდის თქვენი ოჯახის საერთო ბიუჯეტს. ერთი სიტყვით, ეს შეერთება ამცირებს ფულთან დაკავშირებულ შიშებს, ასევე ზოგიერთი მშვილდოსანი შეძლებს ოჯახის შექმნას ან გელოდებათ საბედისწერო შეხვედრა ადამიანთან, ვისაც თქვენს მომავალს დაუკავშირებთ და ვინაიდან მე- 8-ე სახლს მოაქვს გარდასახვა, შეიცვლება თქვენი ემოციები და გრძნობებიც.
♑️ თხის რქა: ეს შეერთება ხდება თქვენს მე- 7-ე სექტორში და მოაქვს დადებითი ენერგიები პარტნიორული ურთიერთობის სექტორში. ზოგიერთი თხის რქისთვის, ეს პერიოდი იქნება ახალი ურთიერთობის დასაწყისი, ხოლო ისინი, ვისაც უკვე ჰყავთ თავიანთი მეორე ნახევრები, არსებული ურთიერთობები განვითარდება და გადავა ახალ საფეხურზე. ვენერასა და იუპიტერის შეერთებას ამ ასტროველში, შეუძლია მოგიტანოთ ახალი მნიშვნელოვანი შეთანხმებები საქმიან პარტნიორებთან, საკუთარი საქმისა და ბიზნესის დაწყება, კლიენტების მოზიდვა, ახალი საქმიანი კონტრაქტების დადება, თქვენი შემოსავლების გაუმჯობესება.
იუპიტერი ასოცირდება სიუხვესთან, ზრდასთან, სხვადასხვა შესაძლებლობებთან და შეთავაზებებთან, რაც ზოგიერთი თხის რქის ცხოვრებაში უკვე გათამაშდა 2025 წლის აგვისტოში. ეს ტრანზიტი, ასევე დადებით გავლენას იქონიებს თქვენი პარტნიორის საქმიანობაზე, მის ფინანსებზე, საერთო მდგომარეობაზე და ჯანმრთელობაზე. ვენერასა და იუპიტერის შეხვედრა, გააღვიძებს თქვენში ემოციური და ფიზიკური სიახლოვის მოთხოვნილებას. ამ პერიოდს მოაქვს, წარმატებული მოლაპარაკებები, გზები, მოგებიანი გაერთიანებები, საინტერესო, საქმიანი და ფინანსური წინადადებები თქვენი საქმიანი პარტნიორებისგან და საერთო ჯამში, ეს ეტაპი თქვენთვის, ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ენერგიებისა და განვითარების მომტანი პერიოდია.
♒️ მერწყული: ეს შეერთება ხდება თქვენს მე- 6-ე სახლში და გპირდებათ დადებით, წარმატებულ პერიოდს საქმიან და ჯანმრთელობის სექტორში. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ახალი სამსახურის დაწყება, ზოგს მოუწევს არჩევანის გაკეთება სამუშაო ნაწილში, ანუ ერთი ძირითადი და მეორე დამხმარე სფერო, აგრეთვე მოსალოდნელია საკუთარი საქმიანობის ზრდა და გაფართოებაც. იუპიტერი ასოცირდება სიამაყესთან და ამიტომ შესაძლებელია დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რითაც იამაყებთ. ამ პერიოდში, აგრეთვე გაგიუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები, შეძლებთ უძრავი ქონების შეძენას, სარემონტო სამუშაოების დაწყებას, ან ინტერიერის განახლებას. მე- 6-ე სახლი, ასევე ასოცირდება ჯანმრთელობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან. იუპიტერის და ვენერას შეერთების დროს ადამიანები მეტად ზრუნავენ საკუთარ თავზე, ხარჯავენ მეტ ფინანსებს ფიზიკური სხეულის გაჯანსაღებისათვის, დასვენებაზე, რელაქსზე, სილამაზეზე და სულიერ რეაბილიტაციაზე.
საერთო ჯამში, ეს შეერთება მე- 6-ე სახლში გულისხმობს, რომ სამყარო მეტად კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ, გაიზრდება შემოსავლები და თან მიიღებთ სიამოვნებას თქვენი საქმიანობიდანაც. მათთვის, ვისთვისაც აქტუალურია მკურნალობის თემები, ვენერას და იუპიტერის შეხვედრა მიგანიშნებთ, რომ მსგავსი მანიპულაციების ჩატარება მეტად ეფექტური იქნება საზღვრებს მიღმა, რადგან იუპიტერი მე- 6-ე სახლში გულისხმობს ისეთ ექიმს, რომელიც არის უცხოელი ან სხვა ქვეყანაში. ასევე მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობები, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს საქმიანობასთან, მაგალითად: სამსახურებრივი რომანი, ან საქმიანი შეხვედრა, რომელიც შემდგომში გადაიზრდება პირად ურთიერთობებში. საერთო ჯამში, ეს ასპექტი, თქვენთვის ძალიან პოზიტიურია და აკეთილშობილებს იმ გარემოს, რომელშიც ხართ, გაძლევთ ახალ შესაძლებლობებს, გზებსა და არჩევანს.
♓️ თევზები: ეს შეერთება ხდება თქვენს მე-5-ე სახლში და ვენერა - იუპიტერი ერთად ქმნის ძალიან პოზიტიურ ენერგეტიკულ ნაკადს, როდესაც ვგრძნობთ. გვიხარია ცხოვრება და გვინდა ისეთი რაღაცების შექმნა, რითაც ვიამაყებთ. მე- 5-ე სახლი მატერიალურ სამყაროში, არის ჩვენი ქმნილების სიმბოლო, რაც ზოგისთვის შეიძლება იყოს შემოქმედება, პირადი სივრცის დიზაინი, ან ბავშვები, რომელიც ფიზიკური მატერიის შემოქმედებითი ნაყოფია.
ამ შეერთების ენერგია დადებით გავლენას ახდენს შემდეგ მიმართულებებზე: პირადი ცხოვრება, ასეთ დროს ადამიანებს უნდებათ სიყვარული, რომ იყვნენ გამორჩეულები, ლამაზები, მომხიბვლელები, პოპულარულები, ყურადღების ცენტრში, იცლიან ჩაცმულობისა და კომუნიკაციების სტილს.
ეს პერიოდი ძალიან დადებითი ენერგიების მომტანია მათთვის, ვინც დაკავებულია შემოქმედებით ან ხელოვნების სფეროში, ან სურს პროფესიის არჩევა, ეს შეერთება გპირდებათ პერსპექტივებს დასაქმების კუთხითაც ან თუ უკვე გაქვთ პროფესია და სულაც არ გეგმავთ ცვლილებებს, ვინაიდან იუპიტერი ასოცირდება სიუხვესთან, მაინც მოვა ახალი იდეები, რომელიც მოგიტანთ დამატებით საქმიან მიმართულებებს და ინტერესებს. ეს პლანეტა, ასევე არის ყველაფერი შორეულის და უცხოურის სიმბოლო, ამიტომ, ამ პერიოდში გაჩნდება სურვილები და მიზნები, რაც დაუკავშირდება გზებს, სხვა ქვეყნის საზღვრებს, რაც შეიძლება გულისხმობდეს სხვა ქალაქში ან ქვეყანაში დასაქმებას, სწავლას, ან მომავალი შორეული მოგზაურობის დაგეგმვას. ამ ასპექტს შეუძლია მოგიტანოთ ახალი მეგობრული, პირადი ან საქმიანი ურთიერთობების სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთან. საერთო ჯამში, ეს არის დადებითი ემოციების, სურვილებისა და გრძნობების მომტანი პერიოდი, რომელიც გაგიჩენთ უამრავ ახალ სამომავლო მიზნებს.
ვისაც აქვს სურვილი, იუპიტერი-ვენერას შეერთება მე- 5-ე სახლში გპირდებათ შვილების დაბადებას, ხოლო მათ, ვისაც უკვე ზრდასრული შვილები ჰყავთ, წარმატებას თავიანთი შვილების ცხოვრებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წითელი ნამდვილად თქვენი ფერია...“ - ნინი შერმადინი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 ლიზა ჩიჩუა და ქეთო მაქაცარია სახლში გაწერეს - „ბედნიერი გაიზარდოს, კეთილი იყოს მისი მობრძანება“