Digest Logo

რას ნიშნავს ლილიტი ასტროლოგიაში და რა ხდება, როდესაც ის პირად ნატალურ რუკაში ძლიერადაა გამოხატული?

1771136224
ლილიტი

რას ნიშნავს ლილიტი ასტროლოგიაში?  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones წერს და რჩევებს გვიზიარებს.

როგორც პოსტში ვკითხულობთ, ლილიტი წარმოადგენს ინსტინქტურ ბუნებას, დაუმუშავებელ სურვილებსა და იმ ნაწილს ჩვენში, რომელიც ამბობს: „მე არ დავნებდები.“

„ლილიტი (Black Moon)
ლილიტი არ არის პლანეტა — ის წერტილია.

მთვარის ორბიტის ყველაზე შორი ადგილი დედამიწიდან.
სიმბოლურად — ჩრდილი, დაუმორჩილებლობა და ის ძალა, რომელიც ვერ ეგუება ჩარჩოებს.

ლილიტი წარმოადგენს ინსტინქტურ ბუნებას, დაუმუშავებელ სურვილებსა და იმ ნაწილს ჩვენში, რომელიც ამბობს:
„მე არ დავნებდები.“

მითოლოგიურად ლილიტი ასოცირდება პირველ ქალთან, რომელმაც უარი თქვა დაქვემდებარებაზე. ამიტომ ასტროლოგიაში ის უკავშირდება თავისუფლებას, ტაბუს, აკრძალულ სურვილებსა და ჩახშობილ ენერგიას.

ლილიტი არ არის „ბოროტი“. ის მოუთვინიერებელია და მოუთვინიერებელი ენერგია ან ანადგურებს — ან ათავისუფლებს.

რას ნიშნავს ლილიტი ასტროლოგიაში?

ლილიტი გვესაუბრება:
•  სად ვგრძნობთ შინაგან აჯანყებას
•  რას ვერ ვპატიობთ
•  რა სურვილს ვმალავთ საკუთარი თავისგან
•  სად ვართ უკომპრომისო

ის აქტიურდება მაშინ, როცა ადამიანი აწყდება ჩრდილს — ეჭვიანობას, ვნებას, ძალაუფლების თემას, სექსუალობას, უარყოფის შიშს.

ლილიტი პირად ნატალურ რუკაში:
 თუ ლილიტი ძლიერადაა გამოხატული რუკაში, ადამიანი ხშირად:
•  ფლობს მაგნეტურ, ინტენსიურ ენერგიას
•  იწვევს ძლიერ რეაქციებს სხვებში
•  ვერ იტანს უსამართლობას
•  ებრძვის შიდა ან გარე ავტორიტეტს
•  გადის ტრანსფორმაციულ გამოცდილებებს

ისინი არიან ადამიანები, რომელზეც ამბობენ:
 „მასში რაღაც აკრძალულად ძლიერი არის.“

ასპექტები: როგორ მუშაობს ლილიტი
•  მზესთან – ძლიერი იდენტობა
•  მთვარესთან – ემოციური ექსტრემები
•  მერკურთან – პირდაპირი, ზოგჯერ პროვოკაციული აზროვნება
•  ვენერასთან – ფატალური მიზიდულობა
•  მარსთან – დაუმორჩილებელი ვნება
•  იუპიტერთან – მორალურ საზღვრებთან დაპირისპირება
•  სატურნთან – შიში და ძალაუფლების თემა

ლილიტი გვახსენებს:

თავისუფლება ფასს ითხოვს.
და როცა ვიღებთ საკუთარ ჩრდილს,
ის აღარ გვაკონტროლებს —
ის ჩვენს ძალად იქცევა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გააკეთეთ ეს 17 თებერვლამდე: გაწმენდისა და დაცვის რიტუალი“ - რას წერს თამუნა იოსელიანი

„განშორება მოგიხდა, როცა ტოქსიკური ხდება ურთიერთობა რაღაცნაირად ეტყობა ქალს“ - როგორ აფასებენ ალექსანდრა პაიჭაძის ახალ ფოტოებს

მანუ მურღულიას ვალენტინობაზე ვარდების თაიგული აჩუქეს - მომღერალი ახალ ფოტოებს გვიზიარებს