Digest Logo

რატომ არ ნიშნავს წარმატებული კარიერა ყოველთვის ფინანსურ კეთილდღეობას - ასტროლოგ ინგა ჭედიას განმარტება

1791888091
ინგა ჭედიაინგა ჭედია

ასტროლოგი ინგა ჭედია სოციალურ წინსვლასა და ფინანსურ წარმატებას შორის განსხვავებაზე წერს. მისი განმარტებით, საზოგადოებაში ადამიანის სტატუსი, პროფესიული რეალიზება და ფინანსური მდგომარეობა ყოველთვის ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის.

„სოციალური წინსვლა და ფინანსები 2 სხვადასხვა სფეროა.

კარიერა ყოველთვის არ არის ფინანსური სტაბილურობის მთავარი წყარო და სოციალური სფერო არ გულისხმობს ყოველთვის ფინანსურ წარმატებას.

ადამიანი შესაძლოა იყოს სოციალურად შემდგარი, საზოგადოების ღირსეული წევრი, პატივცემული ადამიანი, წარმატებული რაიმე ასპექტში,ან თუნდაც თავის საქმეში, თუმცა ეს არ ნიშნავს აუცილებლად მის ფინანსურ შემდგარობას.

არიან ადამიანები,რომლებიც კარგ თანამდებობაზე არიან, მაგრამ ხელფასი შესაბამისად დაბალი აქვთ.

არიან ადამიანები „ნაკლებად პრესტიჟულ“ სამსახურში, რომლებიც გაცილებით მეტ ფინანსებს გამოიმუშავებენ.

ადამიანის ძირითადი ფინანსური შემოსავალი შესაძლოა, არ უკავშირდებოდეს სამსახურს ყოველთვის, შესაძლოა ჰქონდეს სხვა შემოსავალი.

ამიტომ, ერთია, როგორ ვრეალიზდებით სოციუმში და მეორეა, საიდან მოდის ფინანსების ძირითადი ნაწილი.

უმეტესობა მუშაობს ფინანსური სტაბილურობისთვის, მაგრამ რუკაში ხშირად არის უამრავი ალტერნატივა ფინანსების სხვა მხრიდან მოზიდვის. მართალია, ნებისმიერი მხრიდან სფეროში განვითარებას სჭირდება ცოდნა და ინიციატივა“,- განმარტავს ასტროლოგი.

✕