18 იანვარს თხის რქის ნიშანში 2026 წლის პირველი ახალი მთვარეა. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია, საკუთარ სურვილებსა და გეგმებზე სრულად ვკონცენტრირდეთ და სამომავლო პერსპექტივა ცხადად განვსაზღვროთ.
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ახალმთვარეობის შესახებ წერს.
„18 იანვარი — განსაკუთრებული ახალმთვარეობა და ის ბევრად ძლიერია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ეს ახალმთვარეობა ემთხვევა ნათლისღების ღამეს და მიმდინარეობს
18-ე ენერგიის ქვეშ — მთვარის ენერგიაში.
მთვარე კი არის მიზიდულობის ძალა — ფიქრების, ემოციების, გადაწყვეტილებებისა და მათი შედეგების.
ამ დღეს წყალი განსაკუთრებით აძლიერებს ყველაფერს, რადგან ის ენერგიის გამტარია.
რაც მდგომარეობით შეხვდები ამ ახალმთვარეს — ის დაიწყებს შენი მომავალი მოვლენების ფორმირებას.
რატომ არის ეს ახალმთვარეობა მნიშვნელოვანი სწორედ ახლა
ახალმთვარეობა მიმდინარეობს თხის რქის ნიშანში,
რაც უკავშირდება:
კარიერას და რეალიზაციას
ფინანსებსა და პასუხისმგებლობას
სტატუსსა და სოციალურ როლს
ბიზნესს, მიზნებს და გრძელვადიან გეგმებს
ამ პერიოდში ბევრი პლანეტა თხის რქაშია,
ამიტომ აქცენტი აღარ კეთდება სურვილებზე „ერთხელ, მომავალში“,
არამედ რეალურ ნაბიჯებზე აქ და ახლა.
ამ ახალმთვარეობის მთავარი გზავნილი
სამყარო აღარ უჭერს მხარს ბუნდოვან სურვილებს.
ფორმატი
„მინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ“
ახლა ენერგიას ბლოკავს.
სამაგიეროდ ძლიერად მუშაობს:
მკაფიო მიზნები
კონკრეტული შეთანხმებები
გასაგები და რეალური ქმედებები
პრაქტიკა
თუ გაქვს წლიური მიზნების სია —
თითოეულის გვერდით დაწერე ერთი კონკრეტული მოქმედება,
რომლის შესრულებაც შეგიძლია უკვე ახლა.
ეს მოქმედება აყენებს ენერგიას მოძრაობაში.
რა არის განსაკუთრებით სასიკეთო ამ დღეებში
ფინანსური წესრიგის დამყარება
რეჟიმისა და ჩვევების ჩამოყალიბება
ასკეზისა და პირადი ვალდებულებების აღება
სივრცისა და აზრების გაწმენდა
წყალთან მუშაობა შხაპი, აბაზანა, განზრახვა
ნათლისღების ღამე ითვლება ძველის ჩამორეცხვის დროდ —
იმის, რაც აღარ მუშაობს.
როცა წმენდ მდგომარეობას,
შენ ქმნი საყრდენს მომავალისთვის და არა უბრალოდ სურვილს.
ეს ახალმთვარეობა — გაშვების წერტილია
შემდეგი ახალმთვარეობა უკვე თებერვალში იქნება
და რთულ ასპექტებში ჩაივლის
(დაბნელებები, რეტრო-მერკური).
ამიტომ ახლა:
ნუ გადადებ
ნუ დააბუნდოვნებ
ნუ დაეჭვდები
ფოკუსი.
პირველი ნაბიჯი.
და დააკვირდი, როგორ იწყებს რეალობა აწყობას“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ არ შეიძლება ავირჩიოთ ნათლიად და შეიძლება თუ არა უარის თქმა ნათლობაზე - მოძღვრის განმარტება