Digest Logo

როგორ გავიგოთ, რა არის თქვენი ამოცანა/მისია გვარში და როგორ ხდება სულის მატერიალიზაცია კონკრეტულ ოჯახში? - რას წერს ასტროლოგი

1775801627
სულის მატერიალიზაცია

...როგორ ხდება სულის მატერიალიზაცია კონკრეტულ ოჯახში, და რა სახის კონტრაქტები იდება მათ შორის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი დაჯი მამულაშვილი წერს და გვიზიარებს დეტალურ ინფორმაციას.

მისი თქმით, გენეტიკა- ეს არაა უბრალოდ „გარეგნობა და დაავადებები", ესაა რეალობის დიაპაზონი.

„რატომ გვიჩნდება ხანდახან შეგრძნება, რომ...
-მე აქ შემთხვევით ვარ მოხვედრილი...
-მე ამ ოჯახს არ ვეკუთვნი....

და თითქოს ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას, შიგნით, ძალიან ღრმად - გაუცხოების შეგრძება გვეუფლება??? ამის მიზეზი იმალება ჩვენს დე ენ ემში... ჩვენს განსხვავებულობაში- ჩვენი ოჯახის წევრებთან...
და ეს არაა სასჯელი.... ან შეცდომა...
და მითუმეტეს- არავის არაფერი სჭირს!
 
ესაა ჩვენი სულის ამოცანები, რომელთა განსახორციელებლად ვიცმევთ სხეულს და მოვდივართ დედამიწაზე- ადამიანური სახით - კონკრეტულ ოჯახში...

ამჟამად წარმოგიდგენთ, რეიკის ოსტატის ევგენია დოლგორუკაიას ვრცელ სტატიას იმაზე, თუ
რა მიზეზებითა და ამოცანებით ხელმძღვანელობს ჩვენი სული- მატერიალური მშობლებისა და გვარის ამორჩევისას...
 
 ყოველი ზემგრძნობიარე ადამიანის უკან - მისი მძიმე ბავშვობა დგას.... საქმე ეხება არა ტრივიალურ ფრაზას
„ასეთი მშობლები მოგეცა იმისთვის, რომ დაიტანჯო და შედეგად- განვითარდე"...
არამედ - ესაა კარგად გათვლილი, სტრუქტურირებული სისტემა, რომლის მეშვეობითაც სული შემოდის მატერიაში და აქვს შესაძლებლობა - აქ გაჩერდეს.
 
ახლა უფრო კონკრეტულად

მშობლები, როგორც სულის განსხეულების ინსტრუმენტები და არა კარმა.
დაბადებისას სული არ „ირჩევს დედას და მამას"- ადამიანური გაგებით.
სული ირჩევს მისთვის შესაბამის ველს (ველის კონფიგურაციას, გარემოს), რომელიც საშუალებას მისცემს მას:

დამიწდეს მყარ მატერიაში;

მშობლების ვიბრაციულ სიხშირეებთან მიმართებაში არ ჰქონდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი სირთულეები;

შეძლოს და შეინარჩუნოს გარკვეული, გადმოყოლილი ცნობიერება ახალ სხეულში;

ამრიგად,

მატერიაში მოსული სული მოდის არა ოჯახში, არამედ - მთელს ბიოლოგიურ პორტალში.
ეს პორტალი, თავის მხრივ, სამი შრისგან შედეგება:

გენეტიკა (დე ენ ემი, როგორც არამხოლოდ ცილების, არამედ ვიბრაციული პატერნების მატარებელი )

გვარის ნერვული სისტემა (რეგულაციის ტიპი, დაძაბულობის ატანის შესაძლებლობა და ხარისხი)
გვარის ველი (დაგროვილი, დაუსრულებელი პროცესები/სცენარები)

თუ ამ ჩამოთვლილიდან ერთი შრეც კი არ ემთხვევა სულის ამოცანებს, განსხეულება - ან არ ხდება, ან ხდება ძლიერი დესტაბილიზაციით ( ანუ რასაც ფსიქიატრიაში უწოდებენ რეგულაციის რთულ დარღვევებს)

გენეტიკა- ეს არაა უბრალოდ "გარეგნობა და დაავადებები", ესაა რეალობის დიაპაზონი.
ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში გენეტიკა აღქმება მხოლოდ ფიზიოლოგიურ ჭრილში.
მაგრამ სიღრმისეულად, დე ენ ემის დონეზე, ეს არაა მხოლოდ ცილების კოდი.

დე ენ ემი - ორგანიზმის ანტენა და რეზონატორია, რომელიც იჭერს და მუშაობს გარკვეულ სიხშირეებზე.
მაშასადამე:
ჩვენ არ ვირჩევთ მშობლებს, უბრალოდ "ხასიათის მიხედვით" ჩვენ ვირჩევთ რეალობის დიაპაზონს, სადაც შევძლებთ მუშაობას!!

მაგალითად:
ერთი ტიპის გვარი იძლევა სხეულს, რომელსაც შეუძლია მძიმე ზეწოლის გაძლება;
მეორე ტიპის გვარი - ნატიფი ველებისადმი მგრძნობელობას;
მესამე ტიპი - იძლევა უნარს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ზეწოლა;
და აქ არაა საუბარი "კარგ გვარზე" ან "ცუდ გვარზე/ოჯახზე"
ეს ყველაფერი სულის მისიაზეა დამოკიდებული.

გადაუჭრელი (მოუგვარებელი) გენეტიკური (გვარის) სცენარები, ეს არაა- "პრობლემები"!
ესაა ენერგეტიკული კვანძები, რომლებიც უნდა გაიხსნას!

რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად:

გვარში არის შენახული სიტუაციები, სადაც ენერგია არ იქნა გამოვლენილი ბოლომდე.
ეს ენერგია გაიყინა პატერნის სახით (მაგალითად: დანაშაულის გრძნობა, შიში, კონტროლი, ამპარტავნება)
ეს ენერგია აგრძელებს ცირკულაციას და შესაბამისად ამახინჯებს ადამიანების ქმედებებს თავისი შეფერილობით.
და ყველაზე მნიშვნელოვანი:
- ადამიანების უმეტესობა ვარდება ამ კვანძებში!!
- მაგრამ
 არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ უნარი მათი დამუშავების!
სწორედ ასეთი ადამიანები მოდიან გაკვეულ გვარებში, იმისთვის, რომ აქვთ "სამუშაო"...
და არა იმისთვის, რომ დაიტანჯონ!
რადგან

ასეთ სულებს გააჩნიათ პოტენციალი აიღონ საკუთარ თავზე და ტრანსფორმაცია გაუკეთონ იმას, რასაც სხვა სულებმა ვერ გაართვეს თავი!
 
კითხვა:
- რატომ ვირჩევთ რთულ მშობლებს?
ესაა კითხვა, რომელიც აიძულებს ბევრ ადამიანს წავიდეს განვითარებისკენ...
- მსუბუქი პირობები არ ითხოვს რთულ სტრუქტურას!
- მძიმე პირობები აყალიბებს მას!
თუ უფრო ღრმად ჩავყვინთავთ:
 ზოგიერთი სული მატერიაში მოდის არამარტო „განვითარებისთვის", არამედ იმისთვის რომ შეცვალოს გვარის ველის კონფიგურაცია, მთლიანად...
ეს კი შესაძლებელია იქ, სადაც:
არის დაზიანება;
არის გადაძაბვა;
არის შეფერხება;
სხვაგვარად - შესაცვლელი, ანუ საქმე არაფერი ექნება სულს და ეს მის ინტერესში არაა!
ამიტომ
- ემოციურად ცივი დედა;
- მანიპულატორი მამა;
- არასტაბილური სისტემა;
- ეს ყველაფერი არის, არა - "შეცდომა არჩევანში", არამედ ესაა იმ ზონაში შესვლის წერტილი, სადაც საჭიროა მუშაობა... ტრანსფორმაცია...
 გვარი- არ არის მხოლოდ ადამიანების ერთობლიობა და ისტორია.
ესაა- ინფორმაციულ- ენერგეტიკული მატრიცა.
და ამ მატრიცის შიგნით სტრუქტურებში არსებობს:
- განმეორებადი სცენარები;
-„დაბეჭდილი" მოვლენები;
- წვდომა გარკვეულ მდგომარეობებზე და/ან ცოდნაზე;
და როდესაც თქვენ მოდიხართ კონკრეტულ გვარში, თქვენ უკავშირდებით ამ მდგომარეობებს.
მაგრამ
თქვენ არ ხართ გვარის გაგრძელება... თქვენს ხართ მისი „დაბრუნების წერტილი". და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსობრივად ცვლის ყველაფერს...

ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს ინერციით:
იმეორებენ ძველ სცენარებს;
აძლიერებენ ძველ პატერნებს;
აგრძელებენ დაუხურავ პროგრამებს;
მაგრამ

აქ მოსულ სულს, სულ სხვა ამოცანები აქვს:
არა ძველის გაგრძელება... არამედ დასრულება!!!
და სწორედ აქ ჩნდება სიტყვა "მისია"...
მისია - ნიშნავს არა „გრანდიოზულ მიზნებს" და „წარმოუდგენელ მიღწევებს", არამედ მისია თავის თავში გულისხმობს ძალიან კონკრეტულ და აუცილებელ ქმედებებს:
- სხვის განვლილ მდგომარეობაში აღარ დაბრუნებას;
- კონტაქტებში საკუთარი თავისა და მისიის არ დავიწყებას;
- ურთიერთობებში ძველი დინამიკის აღარ განმეორებას;
და გასაღები:

როდესაც საკუთარ თავში ცვლით განმეორებად პატერნებს, იცვლება არამარტო თქვენი ცხოვრება, არამედ მთელი გვარი, ოჯახის ხაზი, გენეალოგიური ჯაჭვი, რომლის ნაწილიც ხართ!
რატომ გვიჩნდება შეგრძნება-
"მე ამ გვარს არ ვეკუთვნი?! მე აქედან არ ვარ?!"
ასეთი მისიის მქონე ადამიანებს, ხშირად უჩნდებათ ასეთი გრძნობები:
 "მე არ ვგავარ ჩემს ოჯახს"
 "თითქოს აქ შემთხვევით ვარ მოხვედრილი"
 " მე სხვაგვარად ვხედავ სამყაროს"
...და ეს - არ გეჩვენებათ!... ეს არ არის ილუზია!
ესაა:
განსხვავება იმ სისტემებს შორის- საიდანაც მოხვედით და სადაც აღმოჩნდით...
და იმ დონეებს შორის, რომლიდანაც მოგიხდათ მატერიალიზაცია.

მთავარი შეცდომა, რომელსაც ამ შემთხვევაში ადამიანები უშვებენ მდგომარეობს იმაში, რომ იწყებენ გვარის (გენეტიკური ხაზის) უარყოფას, ზურგის შექცევას....
არადა, მათი ამოცანა, ამ ქცევის- სრულიად საპირისპიროა !

საჭიროა არა უარყოფა, არამედ- ტრანსფორმაცია!
შეცვლა და სხვა დონეზე აყვანა...
 
პრაქტიკული მხარე:
როგორ გავიგოთ, რა არის თქვენი ამოცანა/მისია გვარში:
საჭიროა გამოვკვეთოთ არა რაიმე აბსტრაქტული „დანიშნულება", არამედ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები:

1. ის, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ:
დანაშაულის გრძნობა;
შიში;
მსგავსების აუცილებლობა;
სურვილი- დაუმტკიცო ვიღაცას რაღაც;
ეს ყველაფერი არის არა თქვენი სისუსტე, არამედ გვართან ურთიერთობაში შესვლის მთავარი წერტილები
 2. სად "კარგავთ თავს":
ურთიერთობებში;
ზეწოლის ქვეშ;
ყურადღების ქვეშ;
კონფლიქტებში;
ამ ყველაფერში იმალება ის კვანძი, რომელიც უნდა გაიხსნას.
 3. რა არის ის, რაც განგასხვავებთ თქვენი გვარისგან:
აზროვნება;
მგრძნობელობა;
გაცნობიერების ხარისხი და რეაქციები;
ეს ყველაფერი კი არის თქვენი რესურსი და არა - " რაღაც ძაან უცნაური ხარ!"

ყველაზე მთავარი:

თქვენ არ მოსულხართ ამ მატერიაში იმისთვის, რომ:
დაუმტკიცოთ მშობლებს თქვენი ფასი და ფასეულობა;
 გამოასწოროთ ისინი, როგორც ადამიანები;
 გაამართლოთ მათი მოლოდინები;
თქვენ აქ ხარ იმისთვის, რომ:
 დაასრულოთ დაუმთავრებელი;
 გადაწეროთ რეალობის ცხოვრების მეთოდები;
 შექმნათ და ჩამოაყალიბოთ თქვენი არსის ახალი კონფიგურაცია;
ამიტომ

თუ თქვენთვის რთულია ამ მატერიაში ცნობიერად ცხოვრება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ - რაღაც გჭირთ!
ეს ნიშნავს იმას, რომ მოგეცათ საქმე, რომელიც მოითხოვს თქვენს ძალას და კონცენტრაციას.

თქვენი მისია ვერ განხორციელდება გვართან დაპირისპირებით ან/და კონფლიქტებით! ის რეალიზდება მაშინ, როდესაც იმ დონეზე და იმ გაცნობიერების ეტაპზე აიყვანთ თქვენს თავს, სადაც უბრალოდ აღარ გააგრძელებთ მათ სცენარებს!
 
აი, სწორედ ამ მომენტში ხდება მთელი სასწაული, რომელსაც სამყარო აღიქვამს და „იწერს"- შეუმჩნევლად, მაგრამ მკაფიოდ: „აღნიშნული ხაზი მთავრდება ამ სულზე! და იწყება - სრულიად ახალი!!", - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ უერთდებით სამყაროს ენერგეტიკულ ქსელს“ - ვენერას რიტუალი, რომელიც პარასკევს უნდა გააკეთოთ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით