Digest Logo

როგორ შევხვდეთ 2027 წელს, რომ სიმბოლურად მოვიზიდოთ კეთილდღეობა? - ნინა ხომერიკის რჩევები

1794819777
ნინა ხომერიკი

„2027 - ცეცხლოვანი თხის წელი!

2027 წელი აღმოსავლური ასტროლოგიით ცეცხლოვანი თხის (ცხვრის) წელია. ეს არის შემოქმედების, სილამაზის, სიყვარულის, ოჯახური ღირებულებების, შინაგანი სიმშვიდისა და ცხოვრების განახლების სიმბოლური წელი.

ცეცხლის სტიქია მას მატებს ვნებას, აქტიურობას, გამბედაობასა და ცვლილებების სურვილს, ხოლო თხის ბუნება გვახსენებს, რომ ნამდვილი წარმატება მხოლოდ ბრძოლით კი არა, სიბრძნით, მოთმინებითა და ჰარმონიითაც მიიღწევა“, - ამის შესახებ ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, აღმოსავლური კალენდრით ცეცხლოვანი თხის წელი 2027 წლის 6 თებერვალს იწყება. შესაბამისად, 31 დეკემბრის ღამეს ჩვენ ჯერ კიდევ ცეცხლოვანი ცხენის წელი იქნება აქტუალური, თუმცა შეგვიძლია, მომავალი წლის სიმბოლიკა საახალწლო დეკორაციებში გამოვიყენოთ.

2027 წლის მთავარი ასტროლოგიური გზავნილია: იმოქმედეთ გაბედულად, მაგრამ შეინარჩუნეთ შინაგანი წონასწორობა!

როგორ შევხვდეთ 2027 წელს, რომ სიმბოლურად მოვიზიდოთ კეთილდღეობა:

1. მოაწესრიგეთ სახლი - ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება ახალი ეტაპისთვის ადგილის გამოთავისუფლების სიმბოლოა.

2. შეეგებეთ ახალ წელს მშვიდ გარემოში - თხის სიმბოლურ ენერგიას განსაკუთრებით შეესაბამება ოჯახური სითბო, სიყვარული და ჰარმონია.

3. გაალამაზეთ სახლი ბუნებრივი დეკორაციებით - გამოიყენეთ მწვანე ტოტები, ხის აქსესუარები, თბილი განათება და ოქროსფერი დეტალები.

4. ჩამოწერეთ თქვენი სურვილები - განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ოჯახს, სიყვარულს, ფინანსურ სტაბილურობას, ჯანმრთელობასა და პროფესიულ განვითარებას.

5. შეხვდით ახალ წელს მადლიერებით - გაიხსენეთ ყველაფერი კარგი, რაც 2026 წელმა მოგიტანათ, და სიმბოლურად დაემშვიდობეთ იმას, რაც აღარ გჭირდებათ.

✕