8-დან 14 ივნისის ჩათვლით პერიოდი განწყობისა და ენერგეტიკული თვალსაზრისით, საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. გარკვეულ დღეებში გადაწყვეტილებების მიღებისას სიჩქარეს უნდა მოვერიდოთ და ზედმეტ რისკებს გავექცეთ, ზოგჯერ კი, პირიქით, მნიშვნელოვანი გეგმების დასახვა და ახალი პროექტების ხელში აღება თამამად შეგვიძლია:
9 ივნისი
დღის პირველი ნახევარი უმჯობესია მშვიდად გაატაროთ, შუადღიდან კი ბევრად უფრო ხელსაყრელი პერიოდი იწყება.
სწორედ ამ დროიდან შეგიძლიათ დაგეგმოთ ახალი საქმეები, შემოქმედებითი წამოწყებები, გრძელვადიანი პროექტები და ცვლილებები სამსახურსა თუ ყოფაცხოვრებაში.
ეს დღე, ასევე, იდეალურია ფიზიკური აქტივობის, სპორტის, ხელოვნებისა და გუნდური მუშაობისთვის. ასტროლოგების თქმით, ეს პერიოდი მათთვისაა ხელსაყრელი, ვინც სამეწარმეო ნიჭითაა დაჯილდოებული და ინიციატივის გამოჩენისთვის მზადაა.
10 ივნისი
დღის მეორე ნახევრიდან ცხოვრება ბევრად უფრო აქტიურ და პროდუქტიულ რეჟიმში გადადის.
ამ დროისთვის შეგიძლიათ დაამთხვიოთ მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების გაფორმება, მსხვილი შენაძენები, მგზავრობა, გამოცდები და ფინანსური საკითხების მოგვარება.
თუმცა, ასტროლოგები გვირჩევენ, ინფორმაციას ყურადღებით მოვეკიდოთ, ჭორებს მოვერიდოთ და გადაუმოწმებელ ამბებში არ ჩავერიოთ.
დღე, ასევე, საუკეთესოა ოჯახური საქმეებისა და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებსაც კარგა ხანია გადადეთ.
11 ივნისი
ამ დღის გამოყენება ახალი პროცესების დასაწყებად რეკომენდებული არ არის.
არასასურველია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება ან ურთიერთობებში ცვლილებების ნაჩქარევად შეტანა. ასტროლოგების თქმით, ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს და ადამიანებს მხოლოდ ლამაზი სიტყვების გამო არ უნდა ვენდოთ.
ასევე, ნუ დახარჯავთ ენერგიას ფუჭ კამათზე.
12 ივნისი
კვირის კრიტიკული დღეა. ჯობს არ წამოიწყოთ ახალი პროექტები, თავი შეიკავოთ მსხვილი შენაძენებისა და გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისგან.
სამაგიეროდ, ეს დღე ძველი საქმეების დასასრულებლად, რუტინული მუშაობისთვის, ძალების აღდგენისა და მშვიდი აქტივობებისთვის გამოგადგებათ.
ასტროლოგები, ასევე, გვირჩევენ, ალკოჰოლისგან თავი შეიკავოთ და ორგანიზმი ზედმეტად არ გადატვირთოთ.
13 ივნისი
კიდევ ერთი დღე, როდესაც სიჩქარე დახმარებაზე მეტად დაგვაზიანებს.
ნუ შეცვლით იმპულსურად სამსახურს, საცხოვრებელ ადგილს და ნუ დათანხმდებით ავანტიურულ გადაწყვეტილებებს. ამის საპირისპიროდ, დღე შესანიშნავია ოჯახისთვის, საოჯახო საქმეებისა და დასვენებისთვის.
გარდა ამისა, ამ დღეს საინფორმაციო ნაკადით თავს ნუ გადაიღლით.
14 ივნისი
კვირა არა მარტივი, თუმცა სასარგებლო ამბებით დასრულდება.
ასტროლოგები გვირჩევენ, უარი ვთქვათ ყოველგვარ ზედმეტობაზე, დავხუროთ ღია საკითხები და შუალედური შედეგები შევაჯამოთ. ამ დღეს დრო საკუთარ თავს, ძალების აღდგენასა და მშვიდ საქმეებს დაუთმეთ. განტვირთვა მომდევნო კვირის შემართებით დაწყებასა და წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფინანსური კეთილდღეობის საკითხები პირველ პლანზე გადადის“ - 9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: www.beaumonde.ge