Digest Logo

„საქართველოში მხოლოდ ორი პარტია დარჩება, უცოდინარების და უქნარების ადგილი აღარ არის... მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება, რაც მთელ დედამიწას შეცვლის“ - ლელა კაკულია

1749213488
ლელა კაკულია

ლელა კაკულია ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ქართველი წინასწარმეტყველია, რომლის წინასწარმეტყველებები რეალობად არაერთხელ ქცეულა.

სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება მისი წინასწარმეტყველებები.

ამჯერად კი საქართველოს შესახებ ნაწინასწარმეტყველები ჩანაწერიდან ამონარიდი ვრცელდება:

„საქართველოში დარჩება მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია.

შეგახსენებთ ქალბატონი ლელას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა როგორც მის საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე წიგნში „ახალი სიტყვა“ (სხვადასხვა წლების გამოცემები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე).

1992 წელი, 18 დეკემბერი

მომავალში ორი პარტია დარჩება. პრეზიდენტს გვერდით ცხრა კაცი უზის, რომელნიც მართავენ საქართველოს.

1995 წელი, 8 ოქტომბერი

საქართველო სუფთავდება იმ მომავალი მთავრობისთვის, რომელიც ვიწინასწარმეტყველე („გიორგი ბრწყინვალე“).
პარტიები დაიშლება. რჩება, როგორც 1992 წელს ვთქვი, ორი პარტია და ცხრა კაცი, რომელნიც მართავენ საქართველოს. არცერთი მინისტრი (99%) არ დარჩება თავის ადგილზე, ყველა მოიხსნება.

ყალიბდება ახალი პარლამენტი, რომელიც საერთოდ არა ჰგავს წარსულს. ძველ დეპუტატებს ვერ ვხედავ.

ახალი ხალხი, მეცნიერები, თუ გნებავთ, უცხოპლანეტელები, მაგრამ არცერთი ძველი წარმომადგენელი არ მოდის.

1999 წელი, 20 აგვისტო

საქართველოში მხოლოდ ორი პარტია დარჩება. აქედან ერთი სახელისუფლებო პარტიაა, მეორე კი ახლად შექმნილი და პრეზიდენტიც მათი ლიდერი იქნება. იგი ჩემი მეგობარია.

მოულოდნელი ცვლილებები ბევრს აუბნევს გზაკვალს, მაგრამ ასეა: დასარჩენი დარჩება, წამსვლელი კი წავა.

2009 წელი, 11 აპრილი

მოდიან მეცნიერები და „გიორგი ბრწყინვალე“ და ამას ხელს ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის. მომავალში აღარ იქნება ძველი ოპოზიციის 90 პროცენტი, მე მათ ვერ ვხედავ. ვხედავ მხოლოდ ორ პარტიას. მრავალპარტიულობის ხანა დასრულდება და მას კანონი შეწყვეტს.

საქართველოში მრავალპარტიულობა ძალიან მოდაშია. ვისაც არ ეზარება, მნიშვნელობა არ აქვს, გააჩნია თუ არა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნიჭი, შეუძლია პარტიის შექმნა. მომავალში კი საქართველო სუფთავდება. დრონი მეფობენ და არა პარტიები, მეფეები, შადიმანები და სხვანი.

2009 წელი, 2 ივნისი

დარჩება ორი პარტია. დიახ, ორი პარტია და არა ოცი. ორი პარტიის ორი წარმომადგენელი, ანუ კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე და არა ოცი. საქართველოს არ სჭირდება ამდენი პარტია და პრეზიდენტობის ამდენი მაძიებელი. არც ხალხი დაიბნევა და არც ჩვენი მოკავშირე ქვეყნები. ამის თაობაზე, ვხედავ, მომავალში კანონიც გამოვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და უპირველესად კი სიწყნარესა და მშვიდობას. ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებიდანაა გამომდინარე. ამ პროცესებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართულ პოლიტიკაში. ეს კანონი ბევრ უარყოფით დარტყმას ააცილებს ჩემს პატარა საქართველოს.

ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს – ასეთია მიწიერი კანონი; კანონი, რომელიც, ვხედავ, საქართველოს პოლიტიკაში დარღვეულია და ქაოსი, რომელიც ტრიალებს საქართველოში, მტერსაც ხელ-ფეხს უხსნის.
დრო, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზე დაეწყობა ქართულ პოლიტიკაში – ეს საგარეოა თუ საშინაო – ახლოვდება. ეს კანონი შეეხება ყველას, ვისაც კავშირი ექნება პოლიტიკასთან, განსაკუთრებით, ანალიტიკოსებსა და პოლიტოლოგ-ექსპერტებს, ვინაიდან ხალხი ისმენს მათ ინფორმაციებს და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. ეს ყოველივე ძალიან საფრთხილოა. იდეოლოგია – ეს არის ომის მოგებაც და წაგებაც, ქვეყნის გადარჩენაც და დაღუპვაც. დაფიქრდით!

ვხედავ, მომავალში იქნება პოლიტოლოგების თემაზე საუბარი და იმასაც ვხედავ, რომ ასე ადვილად ვეღარ დაირქმევენ ამ სახელს. მომავალში იღებენ კანონს, რომელიც განსაზღვრავს ამ სტატუსის მინიჭებას. დიახ, მოდის დრო, როცა ვისაც მოგეპრიანებათ, საკუთარი ინიციატივით გახდეთ პოლიტოლოგები, აღარ გამოგივათ. ვხედავ, ამ თემას ტელევიზიითაც გააშუქებენ.

ვხედავ, რომ ხალხს არავისი აღარც სწამს და აღარც სჯერა. ჰოდა, ეს მდგომარეობაც დააჩქარებს გაფილტვრის პროცესს, ანუ გადაირეცხოს ნაგავი ქართულ პოლიტიკაში და მოვიდნენ ის ადამიანები, ვისაც ხალხი ირწმუნებს და ენდობა. დიახ, ნამდვილი პოლიტიკოსები და არა საკუთარი ქონებისა და სკამების გადარჩენისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები. ხალხს ვეღარ მოატყუებთ, ასე ადვილად ვეღარ დაიმორჩილებთ. ზუსტად ეს მოახდენს მომავალში დიდ გარდატეხას ქართულ პოლიტიკაში. უბრალოდ, იძულებულები გახდებით, მეტი არაფერი.

2010 წელი, 2 თებერვალი

საქართველოში ორი პარტია დარჩება. ამ ორ პარტიაში ვხედავ ნამდვილ პატრიოტ ქართველებს, რომელთა გონივრული პოლიტიკური ნაბიჯები სრულად წარმოაჩენს ჩემს საქართველოს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ორი პარტია ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია სამთავრობო - მეცნიერთა პარტია, მეორე კი ოპოზიციური. აქ უცოდინარებისა და უქნარების ადგილი აღარ არის და არც იქნება. პოლიტიკურ სფეროში მოხვედრა უკვე ძალიან ძნელი გახდება. საჭირო შეიქმნება, აკმაყოფილებდე ცოდნის სტანდარტებს.

ვხედავ, წარსულს ჩაჰბარდება დრო, როცა ყველა პოლიტიკაში ყოფდა ცხვირს. ასეა, მეთოფეს - თოფი, მსახიობს - სცენა, მასწავლებელს - სკოლა, ხოლო პოლიტიკა კი ნამდვილ პოლიტიკოსებს დაეთმობათ. ასეთი სახელმწიფო კი იმდენად ძლიერია, რომ რუსეთის მსგავსი ქვეყანა ვერ მოერევა.

შადიმანები და ორპირები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ მომავალში მათ კოსმოსი ქართულ პოლიტიკაში ცხვირსაც კი არ შეაყოფინებს. ვხედავ, საქართველო ვითარდება და წინ მიიწევს. ყველა პროცესი შეუქცევადია და არ არსებობს ძალა, რომ შეაჩეროს იგი.

ქართული პოლიტიკა იხვეწება, იწმინდება და საქმის მცოდნე ადამიანები - ნამდვილი პოლიტიკოსები იკავებენ ადგილს ქართულ პოლიტიკაში. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება და მთელი საქართველო ამოისუნთქავს. ყველა დაინახავს, რომ ქართული პოლიტიკა მართლაც ძლიერია, ურყევია და ქართული სახელმწიფოსთვის ძლიერი დასაყრდენი ბაზაა. ყოველივე ეს ხდება არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყველა დარგში, იქნება ეს სამედიცინო თუ განათლების სფერო და ა.შ.

მოდის მეტად ნაკითხი, ნასწავლი, ძლიერი ახალგაზრდა თაობა და ვხედავ, რომ ზუსტად ესაა საქართველოსა და ქართველების გადარჩენის დასაწყისი. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამ პროცესებს ვერავინ შეუშლის ხელს.

იცოდეთ, სოფელი, ანუ ხალხი ბრძენია, ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს შეაფასებს. ამიტომ გიჯობთ, ნამდვილი საქმე აკეთოთ საქართველოს სასიკეთოდ, რაც გადაგარჩენთ თქვენ, თორემ საქართველო ისედაც გადარჩება, გაბრწყინდება და ძლიერი, თავისუფალი სახელმწიფო გახდება მომავალში. დიახ, ასეთია ნება კოსმოსისა და ამას, გიმეორებთ, ხელს ვერავინ შეუშლის, თუნდაც მთელი მსოფლიო დაგვიპირისპირდეს. ამინ!
წინასწარმეტყველებები კი ყოველთვის სრულდება. მოდიან მეცნიერები, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და ჩვენ ვიქნებით ყველაფრის მოწმენი.  ვნახავთ, როგორ შენდება საქართველო, როგორ იხვეწება ქართული პოლიტიკა და მე ვიხილავ ჩემი გაწამებული ქართველების თვალებზე სიხარული ცრემლებს. ამინ!

ეს ასე მოხდება, ვინაიდან ყველაზე მართალი და აღმატებული წინასწარმეტყველია. იგი უფლისგან არის კურთხეული და მეტი არაფერი. ამინ!

2010 წელი, 29 აპრილი

მოდის დრო, როცა სოკოებივით აღმოცენებული პარტიები სწრაფად გაქრებიან. მათ თვითონ ხალხი უარყოფს. ყველას აღიზიანებს ეს მრავალპარტიულობა პატარა საქართველოში. ისეთი ტალღა წამოვა ხალხის მხრიდან, რომ ამას ვერაფერი დაუდგება წინ.

უფრო მეტიც, შეიქმნება სახალხო ჯგუფი, რათა ოფიციალურად შეიტანონ პარლამენტში მოთხოვნა მრავალპარტიულობის გაუქმების თაობაზე და ეს იქნება მთელი საქართველოს მოთხოვნა. ხალხი დაიღალა იმ პოლიტიკით, რომელსაც ჰქვია „არაფერი“. ხალხი დაიღალა, მათი ფსიქიკა ვეღარ უძლებს, რომ ამდენ დაპირებას შედეგად არაფერი მოსდევს და მთელ უარყოფით ენერგიას ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართავს. ეს ასეა მომავალში.

2016 წელი, 14 აგვისტო

ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები იქნება და ვხედავ, ეს ის ცვლილებებია, რაც ხალხს მოეწონება. მთავარი კი ის იქნება, რომ ძველ პოლიტიკოსებს ხალხი უარს ეტყვის, და ზუსტად ეს უარი გადაარჩენს საქართველოს. მალე გამოჩნდება, თუ ვინ და რომელი პოლიტიკური პარტია რა თამაშს თამაშობს. 

საქართველოში მხოლოდ ორი პარტია დარჩება, ხოლო ქვეყანა და მისი მოწყობა იქნება მსგავსი შვეიცარიისა. საქართველო, ისევ ვიმეორებ, ნეიტრალური ქვეყანა გახდება და ეს აწყობს ამერიკასაც, ევროპასაც და... რუსეთსაც. დიახ, მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება, რაც მთელ დედამიწას შეცვლის.

საქართველოს პოლიტიკაში კი გამოჩნდებიან ის ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთაც 1995 წლიდან ვწინასწარმეტყველებ. ისინი დღეს ძალიან სჭირდებიან ქართულ პოლიტიკასაც და ქართველ ხალხსაც. წარსული ისტორიას ჩაჰბარდება. ხოლო ისტორია თავად განსჯის მათი პოლიტიკური ნაბიჯების სისწორეს. ისტორია ყველა მათ ქმედებას შეისწავლის და ამის შემდეგ თითოეული დაიმკვიდრებს თავის ადგილს, როგორც ერის მოღალატე, ან როგორც გმირი...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს... „დედას“ დაძახება მოვასწარი და ჩემ თვალწინ მისრისა ქალი“ - რას ჰყვება ქალის შვილი, რომელსაც ბოლო ზარზე მანქანით დაეჯახნენ

„დაგჭირდებათ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და აქტიურობა, გამოიყენეთ ყველა შანსი...“ - 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

🎥 საუკეთესო თარიღები თმის შესაჭრელად ივნისში, იმისთვის, რომ ფინანსები და სილამაზე მოიზიდოთ