☀️🏹✨ მზე მშვილდოსნის ნიშანში | როგორ აისახება მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.
„შაბათს, 22 ნოემბერს, დილის 4:43 საათზე დაიბადებიან მშვილდოსნები, 4:42-ზე - მორიელები.
1 თვით შაბათიდან მზე გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. ახლა, სანამ მორიელის ზოდიაქოს ნიშანში ვიმყოფებით, წყლის სტიქიას განვეკუთვნებით, ხოლო შაბათიდან ენერგია იცვლება და იგრძნობთ, რომ ცეცხლის სტიქია შემოდის.
ცეცხლის სტიქია ნიშნავს ენერგიას, ადამიანები ხდებიან უფრო ენერგიულები, კომუნიკაბელურები და ინიციატორები.
ახლა კარგი დროა უცხო ენების შესასწავლად; თუ აპირებდით სპორტით დაკავებას, ახლა საუკეთესო პერიოდია.
ასევე ხელსაყრელია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.
ყველაზე დიდი პლუსი, რომელსაც ყველა შეიგრძნობს, ოპტიმიზმის მატებაა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ნიშანია, ტყუპებთან ერთად. აქვთ კარგი და დახვეწილი იუმორი და ორი სიტყვის შემდეგ უკვე ესმით, რაზეა საუბარი.
შემდეგი ორი თვე მოიმატებს სარკაზმი და გესლიანი გამოთქმები.
ასევე, რადგან მშვილდოსანი სულსწრაფი ნიშანია, მოიმატებს სულსწრაფობაც. თუმცა ეცადეთ, არ იჩქაროთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. ეს ზოდიაქოს ნიშანი ზედმეტად მხარჯველია, რის გამოც გასავალი ხშირად უფრო მეტი აქვს, ვიდრე შემოსავალი.
მშვილდოსნებს უყვართ კამათი და პოლემიკაში შესვლა; არიან ეგოისტები და საკუთარი „მე“ ყოველთვის წინა პლანზე აქვთ წამოწეული.
გახსოვდეთ, რომ ის თვისებები, როგორც კარგი, ასევე ცუდი, რაც მშვილდოსანს აქვს, ახლა ყველა ზოდიაქოს ნიშანზე მოქმედებს“, - ამბობს ასტროლოგი.
ასევე როგორც ასტროლოგი ამბობს, ცეცხლის სტიქიიდან მშვილდოსანი ყველაზე ოპტიმისტი ნიშანია.
როგორი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ნახეთ ვიდეო: 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოერიდე ფინანსურ რისკს“ - 21 ნოემბრის კოსმოსური მოვლენები და ასტროლოგიური პროგნოზი
⭕ „ახალი გეგმები გაასაიდუმლოვეთ“ - 21 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის