Digest Logo

საუკეთესო პერიოდი აპრილში, როცა შეგიძლიათ, ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ, არსებულ ურთიერთობაში კი ჰარმონია იპოვოთ

1713338301
 სიყვარული

სიყვარულისა და დადებითი ემოციების გამოხატვას კონკრეტული სეზონი არ სჭირდება, თუმცა ხშირად ამბობენ, რომ გაზაფხული რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად შესანიშნავი პერიოდია. ბუნება იღვიძებს, ირგვლივ ყველაფერი ყვავის და ადამიანებსაც სიახლეების სურვილი უჩნდებათ. რომანტიკული ურთიერთობების დაწყებაში ვარსკვლავებიც ხელს შეგიწყობთ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ძალიან მალე დადგება პერიოდი, როდესაც თითოეულ ადამიანს ექნება შანსი, ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს, ან კიდევ არსებულ ურთიერთობაში იპოვოს ჰარმონია და მეტი ბედნიერება. ეს პერიოდი 19 აპრილიდან დაიწყება, რადგანაც სწორედ ამ დღეს მზე კუროს ნიშანში გადადის.

განსაკუთრებულ გავლენას კუროს, ქალწულის, თხის რქის, ასევე კირჩხიბისა და თევზების ნიშნები იგრძნობენ. კუროს მმართველი პლანეტა - ვენერა ვერძის ნიშანშია და ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს წარმატებას ჰპირდება არა მხოლოდ სიყვარულის, არამედ საქმიან ურთიერთობებისა და ფინანსური კუთხით.

19 აპრილიდან თვის ბოლომდე რომანტიკული ურთიერთობების განვითარებისათვის ყველაზე კარგი პერიოდია. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და უამრავ ბედნიერ დღეს გაჩუქებთ. თუ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვიდეთ და ნიშნობა, დაქორწინება გადაწყვიტოთ. ქორწინებაში კი ჰარმონია და ბედნიერება იპოვოთ.

თუმცა, ამ პერიოდში უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ 24 აპრილს მორიელის ნიშანში სავსე მთვარეა. ეს დღე განსაკუთრებული ენერგეტიკით, მომატებული ემოციურობითა და შფოთვით ხასიათდება. მორიელს წარსულთან ჩაღრმავება, ყველა გაუგებრობის გამოტანა და თავიდან განხილვა უყვარს. ამიტომაც, აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, წარსულის წყენა განიხილოთ, ყოფილი პარტნიორი გაგახსენდეთ და თავი ცუდად იგრძნოთ. ემოციურად შედარებით რთული დღეა არა მხოლოდ 24 აპრილი, არამედ 23 და 25 აპრილიც. შეეცადეთ, აღნიშნულ დღეებში დრო მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტურ სიტუაციას მაქსიმალურად მოერიდოთ.

სხვა მხრივ, 19-29 აპრილის პერიოდში მეგობრებთან ერთად შეკრებაზე, ღონისძიებებსა და სხვადასხვა აქტივობაზე დასწრებაზე უარს ნუ იტყვით - შესაძლოა, სწორედ იქ შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც ელოდებოდით.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვაკო ყაზაიშვილის ოჯახი ჩინეთში მოგზაურობს - რა კადრებს აქვეყნებს ფეხბურთელის ცოლი

საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

🎥 „დღეს შეიჭერით თმა, რადგან ის მოგიტანთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“ - 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

წყარო: www.beaumonde.ge