Digest Logo

„შეაგროვეთ ძველი ჩეკები და დაწვით ისინი 20:23 საათამდე, ეს სიმბოლურად ხურავს ხარჯვის ციკლს...“ - ეზოტერიკოსი 1-ელი მაისის რიტუალზე

1777632204
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

✨ 1 მაისი: სავსემთვარეობა, რომელიც ცვლის რეალობას 🌕

💸2026 წლის 1 მაისი არ არის უბრალოდ კალენდარული დღე, ეს არის მაგიური პორტალი, სადაც სავსემთვარეობის პიკი და ნუმეროლოგიური „შვიდიანის“ (1+5+2+0+2+6=16➡️7) განმწმენდი ძალა ერთმანეთს ხვდება. ეს არის დღე მათთვის, ვისაც სურს საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება, ძველი ვალების (როგორც ფინანსური, ისე ენერგეტიკული) დახურვა და ახალი, სუფთა ენერგიის გაშვება ცხოვრებაში.

🕘 სავსემთვარეობის პიკი საქართველოში: 20:23 საათი.

🔮 პრაქტიკა „სუფთა ფურცლიდან“იმისთვის, რომ სამყარომ თქვენი ახალი განზრახვა მოისმინოს, ტვინს სჭირდება მკაფიო ზღვარი ძველსა და ახალს შორის.

1️⃣ გაათავისუფლეთ ადგილი: ფურცლის მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გამიჯნებთ თავდაჯერებულობისგან: შიშები, ტკივილი (მათ შორის ფიზიკურიც), ვალები და შფოთვა. 7-იანის ენერგია მხოლოდ სიმართლეს აღიარებს - იყავით გულწრფელი.

2️⃣ დაბადეთ ახალი: მარჯვენა მხარეს დაწერეთ ის, რაც გსურთ აწმყო დროში: „ჩემი სხეული არის მოქნილი და ჯანმრთელი“, „ჩემი ფულადი ნაკადი მუდმივად იზრდება“, „მე ვენდობი ჩემს ძალებს“.

🧾 ფინანსური რიტუალი: ჩეკების დაწვა თუ გსურთ ფინანსური „გაჟონვის“ შეჩერება, შეაგროვეთ ძველი ჩეკები და დაწვით ისინი 20:23 საათამდე. ეს სიმბოლურად ხურავს ხარჯვის ციკლს და ათავისუფლებს ადგილს ახალი შემოსავლისთვის.

👼 ანგელოზების გზავნილი ამ დღეს: „შენ რობოტი არ ხარ, შენ შემოქმედი ხარ. შენი ყოველი აზრი ლოცვაა, რომელსაც სამყარო აძლიერებს. ირწმუნე შენი უნიკალურობის და სასწაულები თავად გიპოვიან“.

📝 რა ვუყოთ ფურცელს პრაქტიკის შემდეგ?

აქ მოქმედების რამდენიმე გზა არსებობს, თქვენი შეგრძნების მიხედვით:მარცხენა მხარე (ნეგატივი): აუცილებლად უნდა მოჭრათ ან მოხიოთ და დაწვათ.

ცეცხლი ყველაზე სწრაფად გარდაქმნის ნეგატიურ ენერგიას. ფერფლი გაატანეთ ქარს ან წყალს სიტყვებით: „ვუშვებ მადლიერებით, ადგილი თავისუფლდება სიკეთისთვის“.

მარჯვენა მხარე (სურვილები/ჯანმრთელობა): შეგიძლიათ შეინახოთ თქვენს დღიურში ან წიგნში, რომელსაც ხშირად შლით. ან, რადგან ეს დღე დედამიწის ქალღმერთსაც უკავშირდება, შეგიძლიათ დაკეცოთ და ჩადოთ ქოთანში მცენარესთან, რომელიც იზრდება.

მცენარის ზრდასთან ერთად, თქვენი განზრახვაც გაძლიერდება. თუ ჯანმრთელობისთვის აკეთებთ აქცენტს, შეგიძლიათ დადოთ წმინდა ადგილას ან ხატთან, სანამ მომდევნო ახალმთვარეობამდე არ მიხვალთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„შესაძლებელია გაწელილი საკითხების დასრულება, ფინანსური თემების მოგვარება და წინსვლა“ - თაკო მელიქიშვილი 1-ელი მაისის ენერგიებზე

„ქალი, რომელსაც გვერდით „სასურველო“ კაცი ჰყავს, არის მშვიდი, დაცული და რეალიზებული“ - ფსიქოლოგი

„აიღეთ ჭიქა წყალი და ჩაყარეთ მასში ყვავილის ფურცლები, დადგით მთვარის შუქზე...“ - სავსემთვარეობის რიტუალი