ასტროლოგი ხათუნა ნოელი, სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 2 სექტემბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას მოსალოდნელი სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„მთვარე გადის 29-ე დღეს, ილევა მისი თვე, რასაც თავისი მინუსი ახლავს. შესაძლოა ვიგრძნოთ ენერგიის ნაკლებობა, რადგან მთვარე ზოდიაქოს ნიშანს იცვლის.
ოთხ საათსა და ოცდახუთი წუთიდან გვექნება უკურსო მთვარე და შემდეგ გადავა ქალწულის ზოდიაქოში.
შეაჯამეთ გასული თვე, გააკეთეთ ანალიზი და გაიტანეთ თქვენი ცხოვრებიდან ნაგავი.
პლუტონი ბრუნდება თხის რქის ზოდიაქოში და ეს იქნება ამ ციკლში ბოლო დაბრუნება
მომავალი 20 წლის განმავლობაში მერწყულში იმოძრავებს პლუტონი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მოვლენების, ცნობიერების და აზროვნების ცვლილებებისთვის, ახალი გამოგონებების, განვითარებისთვის “, - ამბობს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
📸 „შევხვდებით შემდეგ წელს“ – ნინო ცქიტიშვილი ზაფხულს ემშვიდობება
🎥 მარიამ გველესიანმა 30 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა – კადრები დაბადების დღიდან