აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, 2023 წელი კატა-კურდღლის წელიწადია. ამ ნიშნის უმთავრესი წესია სამყაროს წონასწორობის კანონების დაცვა, შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნება და სიკეთის ქმნა.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს წელი არ იქნება ნეგატიური, რადგან ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას ექნება არჩევანის საშუალება, ასევე შესაძლებლობა, რომ ცხოვრება უკეთესი გახადოს.
ცაგარელი ასახელებს, თუ როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ვის ელის წარმატება და სანუკვარი ოცნებების ასრულება. მაშ ასე:
♈ვერძი - თქვენ წლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ. მოემზადეთ აქტიურობისთვის, ძალისხმევის შემთხვევაში გელოდებათ წარმატება. აქტიური ძალისხმევის შემთხვევაში ეს წელი ძალიან დიდ შანსებს გაძლევთ. საუკეთესო იქნებით ყველაფერში, ლიდერი და წარმატებული. განსაკუთრებით დიდი წარმატება გელოდებათ წლის პირველ ნახევარში, თუმცა გაითვალისწინეთ რომ მარტის პირველი დეკადა განსაკუთრებით სიფრთხილით გაიაროთ. თუმცა მთლიანობაში წელიწადი უდავოდ წარმატების მომტანია. გექნებათ შესაძლებლობა მკვეთრად გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. ეს არის თქვენი დიდი წარმატების, რეპუტაციისა და იღბლის წელი. ოღონდ პირადი და სასიყვარულო ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ. რადგან მოსალოდნელია კონფლიქტები და კარგი შანსების ხელიდან გაშვება.
♉კურო - თქვენ ამ წლის მეორე ფავორიტი ხართ. გამარჯვების პლანეტა თქვენს ნიშანში მაისიდან გადმოინაცვლებს, თუმცა მანამდე გასავლელი გაქვთ აპრილი, რაც თქვენგან სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ აპრილის პირველ დეკადაში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ ჩაერთოთ კონფლიქტებში და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა მხრივ წელიწადი წარმატების მომტანია. ეს წელი ხელს შეგიწყობთ ახალი მეგობრული და პარტნიორული კავშირების დამყარებაში. წლის მეორე ნახევრიდან, როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი იქნებით ბრწყინვალე. არნახული შანსები გაქვთ ფინანსური წარმატების მოსაზიდად. ძალიან დიდ ცვლილებებს მოგიტანეთ ეს წელი. მოსალოდნელია, ახალი სამსახური, ახალი სახლი, ახალი ბიზნესი და ა.შ. თუმცა მაქსიმალური თავდაჭერა, ტაქტი და დიპლომატია მოგეთხოვებათ ნათესავებთან ურთიერთობაში და არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საკითხები ამ წელს, აგრეთვე კატეგორიულად დაუშვებელია საიდუმლოს გათქმა.
♊ტყუპები - საკმაოდ კარგი წელი გაქვთ წლის პირველ ნახევარში. სასურველია დაიწყოთ ახალი საქმეები და პროექტები. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების გაცნობა. მეგობრული კონტაქტები და ერთობლივი თანამშრომლობა წარმატების მომტანი იქნება. წლის მეორე ნახევარში მოგეთხოვებათ ენაზე კბილის დაჭერა ეს კი თქვენთვის წარმოუდგენელია, ამიტომ შედარებით გართულდება თქვენი ემოციური მდგომარეობა. ჯერ ნაბიჯი გადადგით და შემდეგ თქვით ესაა ამ წელს კოსმოსის დაკვეთა თქვენთვის.
♋კირჩხიბი - 2023 წელს თქვენ ამოისუნთქავთ, რადგან დაგტოვებთ ლილიტი - შავი მთვარე, რომელიც გიქმნიდათ პრობლემებს. წლის მეორე ნახევარი ძალიან კარგია მეგობრული კონტაქტებისთვის, თანამშრომლობისთვის და საქმიანი ურთიერთობისათვის. წლის მერე ნახევარში განსაკუთრებით ხელი შეგეწყობათ ახალი იდეების რეალიზაციისათვის. თავს დამოუკიდებლად იგრძნობთ. თუმცა სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ფინანსებთან მიმართებაში. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს და დაუფიქრებელ ინვესტიციებს. რადგან მოსალოდნელია შემოსავალს გაასწროს გასავალმა. თუ ამას გაითვალისწინებთ წელიწადი კარგი გექნებათ.
♌ლომი - იმპერატორებო, ამ წელს შავი მთვარე თქვენს ნიშანში გადმოდის, თუმცა თავი არ ჩაქინდროთ. ახლა გეტყვით რაში შეგიქმნით პრობლემებს ლილიტი - ესაა სასიყვარულო საკითხები, შვილებთან და პარტნიორებთან ურთიერთობები. თუმცა გაქვთ ძალიან კარგი შანსები უცხოელებთან საკონტაქტოდ, საზღვარგარეთ სწავლისა და მოგაზურობისათვის. წლის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ ახალი თანამდებობა დაიკავოთ. თუმცა მოგიწევთ თავდაჭერილობის გამოჩენა, რადგან შესაძლოა კონფლიქტურ სიტუაციაში ხშირად აღმოჩნდეთ.
♍ქალწული - თქვენთვის წლის პირველი ნახევარი ძალიან საინტერესოა, აქ საშუალება გექნებათ დაეუფლოთ საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდ დივიდენდებს შემოიტანს. ეს ის პერიოდია, რომელიც წარმატებას მოგიტანთ საქმიან სფეროში. თუმცა წლის პირველ ნახევარში მოგეთხოვებათ საიდუმლოს დაცვა - არ გათქვათ წინდაწინ ინფორმაციები. რაც შეეხება წლის მეორე ნახევარს, აქ შეგიძლიათ იმოგზაუროთ უცხოეთში და აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მოსალოდნელია წარმატებები ლატარიებში თამაშისას. ამასთან სიფრთხილის გამოჩენა მოგეთხოვებათ მეგობრებთან ურთიერთობისას. აკონტროლეთ ის, თუ რას ამბობენ მეგობრები თქვენს ზურგს უკან. შესაძლოა პრობლემა მოვიდეს მეგობრების მიერ, ზურგს უკან ნალაპარაკევი თემიდან.
♎სასწორი - ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის. ეს წელი ხელს შეგიწყობთ ბედნიერი ქორწინებისთვის, ასევე კარგია სასიყვარულო ურთიერთობისა და ბიზნესს საქმიანობის დასაწყებად. ყურადღების გამოჩენა გმართებთ თქვენს ზურგს უკან მიმდინარე მოვლენებზეც და განსაკუთრებით გაფრთხილდით ე.წ. ფეიკებზე. მოსალოდნელი ყალბი არარეალური ინფორმაციის მიღება, რომელიც თავგზას აგიბნევთ, იოლად ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც ინტერნეტით გაიცნობთ.
♏მორიელი - საუკეთესო წელი გაქვთ დაავადებებისგან განკურნებისთვის. მკურნალობა ძალიან კარგ შედეგებს მოგცემთ. თანმიმდევრული მოქმედება წარმატებას მოგიტანთ. წლის მეორე ნახევარი ძალიან კარგი გაქვთ როგორც საქმიანი ურთიერთობისთვის ისე, სასიყვარულო სფეროში, წარმატების მომტანი იქნება ქორწინებაც. მთავარ ყურადღებას მოითხოვს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი და ხისტი. გამოიჩინეთ დიპლომატია, რათა არ დაგეძაბოთ ურთიერთობა.
♐მშვილდოსანი - ძალიან საინტერესო პერიოდი დაგეწყებათ, თუმცა პრობლემები შეგექმნებათ მგზავრობა - მოგზაურობის სფეროსა და უცხოელებთან კომუნიკაციაში. მოსალოდნელია გადაეყაროთ ავანტიურსტ და მატყუარა ადამიანებს. ამიტომ უცხოელებთან კონტაქტისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. სამაგიეროდ გაქვთ შანსი ჯეკპოტი მოხსნათ და წარმატებებს მიაღწიოთ. საუკეთესო დროა შვილებთან მეგობრული კავშირების დასამყარებლად და სასიყვარულო კონტაქტისათვის. დიდი წარმატება გელოდებათ პირად ცხოვრებაში. წლის მეორე ნახევარში თქვენი რეპუტაცია და ავტორიტეტი გაიზრდება.
♑თხის რქა - ამ წელს თქვენი მთავარი პრობლემა ინტიმური კავშირებია, გამოიჩინეთ სიფრთხილე რადგან ისეთ პარტნიორს არ გადაეყაროთ რომლებიც ჯერ მოგხიბლავთ და მერე ჯვარს გაცვამთ. არის საფრთხე რომ ენერგოდაბინძურება სწორედ ინტიმურ კონტაქტებს უკავშირდებოდეს. ასევე კოსმოსი თქვენგან მოითხოვს ენაზე კბილის დაჭერას და საიდუმლოს დაცვას. კოსმოსის ეს პირობა თქვენი წარმატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ რომ სამშობლოში წარმატების მიღწევის შანი ძალიან მაღალია. კარგი პერიოდია მემკვიდრეობითი საკითხების მოსაგვარებლად. ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობები გაუმჯობესდება და ეს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ. წლის მეორე ნახევარი ძალიან კარგია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ქორწინებისათვის.
♒მერწყული - ამ წელს კარგია თუ მრავალფეროვან კონტაქტებს დაამყარებთ, რადგან შესაძლებელია ამ მხრიდან მიიღოთ ახალი საინტერესო შეთავაზებები. გაამყარეთ კავშირები, დებთან, ძმებთან მეზობლებთან და ნათესავებთან. ამ წელს შესაძლებელია მოგიწიოთ შუამავლის ფუნქციის შესრულება, რაც თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. სიფრთხილის გამოჩენა მოგეთხოვებათ ბიზნესს და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას. მათთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. ჯანმრთელობის მხრივ გაუფრთხილდით თირკმელებს და ფარისებრ ჯირკვალს.
♓თევზები - თქვენ ამ წლის პირველ ნახევარში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ თებერვლის პირველ ნახევარში რადგან ამ დროს თქვენი იმუნიტეტი ძალიან დაბალი იქნება. ამ წელს თქვენი მთავარი პრობლემაა კოლეგებთან ურთიერთობა და ჯანმრთელობის სფერო. ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის სფეროს და ექიმების მიერ დადებული ნებისმიერი დიაგნოზი გადაამოწმეთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვის ელოდება განსაკუთრებული წარმატება - 2023 წლის ფავორიტი ნიშნები აღმოსავლური ზოდიაქოს მიხედვით