Digest Logo

„სიმბოლიკა დაკავშირებულია შრომისმოყვარეობასთან, სახლების და სტრუქტურების შენებასთან“ - ასტროლოგი „თახვის მთვარეზე“

1762318811
სავსემთვარე

2025 წლის 5 ნოემბრის სავსე მთვარეს წლის ყველაზე დიდ სუპერმთვარეს უწოდებენ. ამ დროს მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება და ვიზუალურადაც მისი აღქმა გაცილებით გამარტივდება.

აღნიშნულ დღეს ჩრდილოეთის ტრადიციებში „თახვის მთვარეს“ უწოდებენ, რაც შრომისმოყვარეობასთან, სახლების და სტრუქტურების შენებასთან ასოცირდება:

„სავსე მთვარე - 5 ნოემბერი, „თახვის მთვარე“.

თახვის სიმბოლიკა დაკავშირებულია შრომისმოყვარეობასთან, სახლების და სტრუქტურების შენებასთან.

ეს ტერმინი მოდის ჩრდილოეთის ტრადიციებიდან, ნოემბრის სრული მთვარე იყო „თახვის“. დღეს ჩვენ ვიღებთ საკუთარ ჩრდილს, ბნელ მხარეს.

სირცხვილის გარეშე ვიწყებთ მის მიღებას და გაცნობას, რადგან მატერიალურ სამყაროში მის გარეშე ვერაფერს ავაშენებთ.

იგრძნობთ ახალ ნიჭს, რომელიც არსაიდან დაიბადება და მოვა იდეის დონეზე, მოუსმინეთ გულს.

ის სურვილები და ოცნებები რაც მოლოდინის რეჟიმში გაიყინა, ყველაფერი მოვა დეკემბრის თვემდე. არ გახსოვთ რაზე ოცნებობდით სანამ ხელს ჩაიქნევდით, მაგრამ როცა დრო მოვა მეხსიერება თავისით აღიდგენს.

წყლის ენერგია ძლიერია შეგიძლიათ ჭიქა წყლის დაპროგრამება და დალევა.

„ჩემი შინაგანი სახლი ძლიერია, დაცული და სიყვარულით სავსე“ - ჩამოაყალიბეთ ახალი მიზნები და სურვილები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ დაუსვათ კითხვა საკუთარ თავს „თქვენი სურვილი ხომ არავის ავნებს?“ და „რამე სარგებელს თუ მოუტანს სხვებს?“.

რამდენიმე წამით მთვარეზე დაკვირვებით მიიღებთ პასუხს ბევრ შეკითხვაზე, რომელიც ქვეცნობიერში უპასუხოდ დაილექა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით...“ - მაია ბუწაშვილი მუნთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს