Digest Logo

„სიტყვებთან თამაში დაგეხმარებათ საჭირო ემოციის გამოტანაში...“ - თაკო მელიქიშვილი 4 მარტის ენერგიებზე

1772605291
ჰოროსკოპი, ასტროლოგია, ზოდიაქო

                                                 4 მარტი ენერგიები 4·8·3.

                                            გაწმენდისა და ჩართულობის დღე.

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს:

„გუშინ იყო სავსე მთვარე, დაბნელების კორიდორი დაიხურა. ახლა იდეალური დროა ყველაფრის გასათავისუფლებლად, რაც დაგროვდა და აღარ გჭირდებათ.

მოგბეზრდათ ნივთი გაათავისუფლეთ. ფიქრობდით დიეტის დაწყებას დაიწყეთ. გინდოდათ დეტოქსი, ორგანიზმის გაწმენდა საუკეთესო მომენტია. თმის შეჭრაც კი ან რემონტის დაწყებაც წარმატებას მოიტანს.

თუ დიდი ხანია აპირებდით ვინმესთან ურთიერთობის დასრულებას დაასვით წერტილი. დღეს ენერგია მხარს უჭერს საბოლოო გადაწყვეტილებებს.

დილა მოძრაობის გარეშე არ განიხილება. სხეულს რომ გაააქტიურებთ დღეც აჩქარდება.

ძალიან კარგია დღეს კრეატივის ჩართვა. სცადეთ რამდენიმე ოთხსტრიქონიანი ლექსის დაწერა. ნებისმიერი რითმა, ნებისმიერი თემა. არა გენიალურობისთვის არამედ განწყობისთვის. სიტყვებთან თამაში დაგეხმარებათ საჭირო ემოციის გამოტანაში.

საქმე ბევრი იქნება. ნუ ითამაშებთ გმირს. გადაანაწილეთ, დაავალეთ სხვებს, გამოიყენეთ კრეატივი. ოთხიანი მოგცემთ სტრუქტურას, რვიანი შედეგს, სამიანი იდეებს.

დღეს მოქმედებისა და გაწმენდის დღეა.

ათავისუფლებ სივრცეს და ახალი უკვე მოდის“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ ვიწყებთ ახალ - მნიშვნელოვან საქმეებს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ილუზორული სისწრაფე: რატომ ვანგრევთ ცხოვრებას სიჩქარით? - რას წერს რამაზ გიგაური

⭕„როგორც კი ვინმე იჩაგრება — უფალი დაჩაგრულის მხარეზეა...“ - თეოდორე გიგნაძე