Digest Logo

სიურპრიზი სამყაროსაგან, ნანატრი პროექტების განხორციელება და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შესაძლებლობა - რას ამბობენ ასტროლოგები

1702358238
სამყაროსამყარო

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და იღბლიანი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

11 დეკემბერი

ამ დღეს დაინახავთ, რომ ის, რაზედაც სხვა ადამიანები ამბობენ, რომ ნეგატიური და არასასარგებლოა, სინამდვილეში, არც ისე საშინელია. მიხვდებით, რომ შეფასებები ინდივიდუალურია და ის, რაც ერთის შეფასებით, ცუდია, შესაძლოა, მეორე ადამიანისთვის იდეალური იყოს. გექნებათ შესანიშნავი მაგალითი, რომ მომავალში ბოლომდე მხოლოდ საკუთარ თავსა და გამოცდილებას ენდოთ.

12 დეკემბერი

ეს დღე მოგცემთ ძალიან დიდი მოტივაციასა და შემართებას, რომ საბოლოოდ დაასრულოთ ის, რაც ერთხელ დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო შეაჩერეთ. შეგეძლებათ, ერთი შეხედვით, ყველაზე მიუღწეველ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ და შესანიშნავი შედეგი ნახოთ. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, განაგრძეთ იმ საქმის გაკეთება, რაც ადრე მთელი გულით გინდოდათ, მაგრამ ვერ დაასრულეთ. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

13 დეკემბერი

ამ დღეს თქვენი შესაძლებლობების, უნარებისა და ცოდნის გამოხატვას ბევრად უფრო მარტივად და საფუძვლიანად შეძლებთ, ვიდრე აქამდე. ეს კი საჭირო ადამიანების ყურადღებასაც მიიპყრობს და დაგეხმარებათ, რომ დაწინაურდეთ, კარიერული წინსვლა, აღიარება და დაფასება მიიღოთ და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია იპოვოთ.

14 დეკემბერი

აღნიშნულ დღეს გექნებათ მინიშნება, რომელიც ზუსტად გაჩვენებთ, სად ხართ, რაზე უნდა თქვათ უარი და რა მიმართულებით უნდა განაგრძოთ მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ კვირის განმავლობაში, ეს ერთგვარად გარდამტეხი პერიოდი იქნება, როცა საბოლოოდ გადაწყვეტთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოთ.

15 დეკემბერი

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს წარმოთქმულ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და თითოეულ მათგანში რაღაც ჯადოსნური იმალება. ამიტომაც, კარგად დააკვირდით, რას ამბობთ. შესაძლოა, სურვილები რეალურად ახდეს - კარგიც და ცუდიც. იყავით პოზიტიური, კეთილგანწყობილი, უთხარით ადამიანებს თბილი სიტყვები, ხმამაღლა თქვით თქვენი ოცნებების შესახებ, აგრძნობინეთ ძვირფას ადამიანებს სიყვარული და თავადაც დადებითი ემოციებით აივსებით.

16 დეკემბერი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს სახლში განმარტოვდეთ და საკუთარ ფიქრებს, ემოციებს ჩაუღრმავდეთ. წარსულზე, ახლანდელ მდგომარეობასა და მომავალზე ფიქრი დაგეხმარება, რომ ზუსტად განსაზღვროთ, რა გსურთ. რაც მთავარია, იყავით გულწრფელები, გააანალიზეთ ყველა იმედგაცრუება, წყენა, დაფიქრდით საკუთარ როლზე. ეს დაგეხმარებათ, რომ შინაგან ჰარმონიას მიაღწიოთ და თქვენს ცხოვრებაში სიცხადე შემოიტანოთ.

17 დეკემბერი

ნუ უსაყვედურებთ საკუთარ თავს იმის გამო, რომ დაიღალეთ, ან რაიმეს ვერ ასწრებთ და ისე არ გამოგდით, როგორც ისურვებდით - ხანდახან აუცილებელია, უამრავი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების ფონზე, დრო საყვარელ აქტივობებს დავუთმოთ. მორწყეთ მცენარეები, გამოაცხვეთ საყვარელი ნამცხვარი, უყურეთ საყვარელ ფილმს, ან მულტფილმს, დაისვენეთ, განიტვირთეთ... მომდევნო დღიდან კი სამყაროს დასაპყრობად მოემზადეთ!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავები, ნისლი და ქარბუქი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

🔵 „სამეგრელოში მზე მზე აღარ არის - უკვე ბურთია...“ - რას წერს იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი?

🎥 მოგზაურობა დროში - ძველი ტრადიციები, რომლებიც საოჯახო დღესასწაულებს უკავშირდება

წყარო: www.beaumonde.ge