Digest Logo

🎥 სიყვარული და ზოდიაქოს ნიშნები - საუკეთესო პარტნიორები და საწინააღმდეგო ნიშნები! მიხეილ ცაგარელის პროგნოზი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის

1770969551
მიხეილ ცაგარელი

„ჩვენ გვაქვს ბუნებაში 4 ძირითადი სტიქია - მიწა, ჰაერი წყალი და ცეცხლი. მიწა მეგობრობს წყალთან, მათ შორის არ არის პრობლემა, ხოლო ჰაერი აღვივებს ცეცხლს“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.

რომელი ზოდიაქო, რომელ ზოდიაქოს უგებს ყველაზე უკეთ ასტროლოგმა ამის შესახებ ისაუბრა: 

♈️ ვერძი - იგი უგებს ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს ესენია - ლომი და მშვილდოსანი, მერწყული და ტყუპები.

მათ უყვართ მოგზაურობა, კომუნიკაცია, ქეიფი და სტუმრიანობა. 

ვერ უგებენ - კირჩხიბს და თხის რქას. ხოლო სასწორთან აქვთ ან იდეალური ან ძალიან ცუდი ურთიერთობა. 

♉️ კურო - იგი უგებს ქალწულს, თხის რქას. უყვართ ყველაფერი სტაბილური, არიან მეოჯახეები და წინდახედული ადამიანები. ასევე კარგად არიან, თევზებთან და კირჩხიბთან. მათ უყვართ სტაბილურობა, კურომ კი იცის ეს სტაბილურობა.

მორიელთან არიან არიან ძალიან კარგად, ან ძალიან ცუდად. 

ვერ უგებენ - ლომს და მერწყულს. 

♊️ ტყუპები - კარგად არიან მერწყულთან და სასწორთან, ერთობლივად კარგად გრძნობენ თავს.

ვერ ეგუებიან - თევზებს და ქალწულს. 

მშვილდოსანთან - აქვთ ან ძალიან კარგი ურთიერთობა, ან ძალიან ცუდი.

♋️ კირჩხიბი  - კარგად არიან თევზებთან და მორიელთან.

ასევე კარგად არიან კუროსთან და ქალწულთან. 

პრობლემა აქვთ ვერძთან და სასწორთან.

ხოლო თხის რქასთან აქვთ ან ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი ურთიერთობა.

♌️ ლომი - კარგად არიან მშვილდოსანთან, ვერძთან, ტყუპებთან ყველაზე კარგად არიან სასწორთან.

უჭირს მორიელთან და კუროსთან. 

ხოლო მერწყულთან აქვთ ან ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი ურთიერთობა.

♍️ ქალწული - იდეალური კავშირია კუროსთან და თხის რქასთან, მორიელთან, კირჩხიბთან.

პრობლემა გაქვთ ვერძთან, მშვილდოსანთან. 

ხოლო თევზებთან ხართ, ან იდეალურ ან ძალიან ცუდ ურთიერთობებში.

♎️ სასწორი - ტყუპებთან, მერწყულთან, ლომთან და მშვილდოსანთან აქვთ კარგი ურთიერთობა.

უჭირთ კირჩხიბთან და თხის რქასთან, ხოლო ვერძთან არიან ძალიან კარგ ან ძალიან ცუდ ურთიერთობებში.

♏️ მორიელი - მათი სიყვარული გადის სექსუალურ ენერგიაზე. კარგად უკეთებ კირჩხიბს, თევზებს, ქალწულს და თხის რქასთან. 

საწინააღმდეგო ნიშანი არის კურო, მასთან აქვთ ან იდეალური, ან ძალიან ცუდი ურთიერთობა. 

პრობლემა აქვთ ლომთან და მერწყულთან.

♐️ მშვილდოსანი  - კარგი ურთიერთობა აქვთ ვერძებთან, ლომთან, სასწორთან და მერწყულთან. 

საწინააღმდეგო ნიშანი არის ტყუპები, რომელთანაც ან იდეალურ ან ძალიან ცუდ ურთიერთობაში ხართ.

პრობლემა გაქვთ ქალწულთან და თევზებთან, მათი დეპრესია გაღიზიანებთ.

♑️ თხის რქა - კუროსთან, ქალწულთან, მორიელთან და თევზებთან - აქვთ კარგი ურთიერთობა. 

საწინააღმდეგო ნიშანი არის კირჩხიბი,  რომელთანაც ან იდეალურ ან ძალიან ცუდ ურთიერთობაში არიან. 

♒️ მერწყული - ლომთან ან იდეალურ ან ძალიან ცუდ ურთიერთობაში არიან. კარგად უგებს სასწორს, ვერძს მშვილდოსანს და ტყუპებს. 

♓️ თევზები  - ძალიან კარგები არიან სიყვარულში, კარგად არიან კირჩხიბთა, მორიელთან კუროსთან და თხის რქასთან. 

ქალწულთან კი აქვთ ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდი ურთიერთობა.

ცოტა უჭირთ მშვილდოსანთან, მაგრამ მათთან უფრო პოულობს საერთო ენას ვიდრე ტყუპებთან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველას უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის, თბილი სიტყვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის“ - გიორგი გაბუნია

⭕17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება - როგორ მოვემზადოთ და შევხვდეთ ცეცხლოვანი ცხენის წელს, რას უნდა ვერიდოთ და ოქროს წესები, რომელიც უნდა იცოდეთ!

⭕„არასასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, კრედიტის ასაღებად და ახალ სახლში გადასასვლელად“ - 13 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი