Digest Logo

🎥 „სიყვარულის დრო მოდის...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1768804260
მიხეილ ცაგარელი

„იანვარი ხელს უწყობს წარმატებას, ფაქტობრივად ყველა ნიშნისთვის. თებერვალი მთლად ასეთი არ იქნება. მაქსიმალურად ყველა ეცადეთ იანვარში მოასწროთ ყველაფერი“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა სტუმრად გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ტენდენციებზე ყურადღება გაამახვილა და ზოდიაქოს ნიშნებიც დაახასიათა:

„გეომაგნიტური დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა.

თუ დაძაბულობას გრძნობთ, შინაგანი თავის ტკივილები, ფორიაქი წნევა. მოიყვანეთ თქვენი თავი წესრიგში.

20 იანვარს მზე გადაინაცვლებს ერთი თვით მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. მას ხვდება პლანეტა ვენერა. სიყვარულის და ფულის პლანეტა. ხვდება პლუტონი დიდ ქარტეხილის პლანეტა. პარასკევს უერთდება მათ მარსი საქმიანობის პლანეტა. ამას ჰქვია სტელიუმი, როცა რამდენიმე პლანეტა იკრიბება ერთად. ყველას მოუნდება თავისუფლება და ა.შ. ორი კვირა იქნება ასე.

შაბათ-კვირას ისეთი ნიშნები, როგორიცაა მერწყული, თევზები, კურო და ვერძი, ეს ოთხი ნიშანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიღალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გახდებიან კონფლიქტურები.

დღეს და ხვალ, დაუგდეთ ყური უფროსი თაობის მანდილოსნებს, განსაკუთრებით დედებს. დიდხანს ფეხზე არ იდგეთ. სუსტდება ვენები. მთლიანობაში ვირა კარგია“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება:

♈ვერძი

შეიძლება შეცვალოთ ტაქტიკა და მსოფლმხედველობა. იგრძნობთ ვინ როგორ მოიქცევა, რადგან გაქვთ გაძლიერებული ინტუიცია. გეძლევათ საშუალება შეცვალოთ ტაქტიკა.

♉კურო

პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი საკმაოდ მაღალი. იმუნიტეტი მაღალი. ფსიქოლოგიურად სტაბილური ხართ. თუ კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებთ კოლეგებთან ან უფროსებთან დაწინაურების შანსი გაქვთ. შეიძლება დაიკავოთ ახალი თანამდებობა.

♊ტყუპები

ენერგოტონუსი მატულობს, ნელ-ნელა იგრძნობთ რომ კარგად ხართ. წარმატების ფაქტორი მოიმატებს, იღბალი თქვენ მხარესაა. კომუნიკაცია უმჯობესდება. საუკეთესო პერიოდია ლინგვისტიკისთვის.

♋კირხიბი

დამვიდდებბით და დაწყნარდებით უფრო. იყავით ყურადღებით, მიაქციეთ ჯანმრთელობას ყურადღება, პროვოკაციებს არ აჰყვეთ. სამყარო თქვენგან საიდუმლოს დაცვას ითხოვს. იმოქმედეთ ინტუიციით.

♌ლომი

ასკარად გაიხარებს, რადგან ინტუიცია იმატებს. ითხოვს რომ სათანადოდ შეაფასონ მისი ღვაწლი. ეს დრო მოდის. ფაფარს გაშლის. ფინანსური კუთხით პერიოდი კარგია, ასევე ქორწინებისთვის.

♍ქალწული

ამოისუნთქავთ, უკეთ იგრძნობთ თავს ჯანმრთელობის თვალსაზრისით. დალაგებისა და დასუფთავების პერიოდია. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია.

♎სასწორი

გაიხარებთ, ენერგოტონუსი მატულობს. განწყობა უმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება. ყველა ვალს გაისტუმრებთ და წესრიგში მოიყვანთ. სიყვარულის დრო მოდის, კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის.

♏მორიელი

გაძლიერდებით, ენერგოტონუსი მაღალია, ინტუიცია კი ძლიერი. მრავალმხრივი პერიოდია. ფინანსური კუთხითაც. ასევე კარგი პერიოდია მგზავრობისთვის. მრავალმხრივი შესაძლებლობები გაქვთ.

♐მშვილდოსანი

ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფინანსური მდგომარეობა სტაბილურდება. კარგი პერიოდია ოჯახის შექმნისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. შესაძლებელია ინვესტიციები უძრავ ქონებაში. 

♑თხის რქა

პოზიტიური შანსები მაღალია. ენერგია, კრეატიულობა და მიმზიდველობა იზრდება. ყურადღების ცენტრში მოექცევით და მხარდაჭერას იგრძნობთ თანამოაზრეებისგან. ავტორიტეტი იმატებს, პირადი ცხოვრებაც უკეთესობისკენ იცვლება.

♒მერწყული

თქვენი დრო დგება. მზე, მერკური და მარსი თქვენს ნიშანში გადადიან და პლუტონის ენერგიას უერთდებიან, რაც ძლიერ წინსვლას და წარმატებებს მოიტანს. იზრდება შრომისუნარიანობა, ქარიზმა და მიზიდულობა. მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები ურთიერთობებში და შემოსავლის ზრდა.

♓თევზები

გამოიყენეთ ეს კვირა მაქსიმალურად, რადგან შემდეგი კვირა უფრო რთული იქნება. ენერგოტონუსი მაღალია, ინტუიცია გაძლიერებული. ხელსაყრელია ახალი პროექტები, პარტნიორული ურთიერთობები და შემოქმედებითი საქმიანობა. შესაძლებელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო;

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნეგატივის განეიტრალებისთვის შეგიძლიათ ჩაცმულობაში გამოიყენოთ თეთრი ფერი“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„შიში ჩვენი მტერი კი არა, ჩვენი არსებობის აუცილებელი თანამგზავრია...“ - რამაზ გიგაური

⭕ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული