Digest Logo

„სულისგან მიტოვებული სხეული კვდება და იხრწნება, სულს კი თან მიაქვს მიღებული გამოცდილების ნაწილი“ - 10 სულიერი ჭეშმარიტება

1775587652
სულიერება სულიერება

🌞10 სულიერი ჭეშმარიტება

✨1. ჩვენი სულები უკვდავია. არ არსებობს არანაირი სიკვდილი, მხოლოდ ხელახლა დაბადება. როდესაც კიბორჩხალისთვის ნაჭუჭი მეტისმეტად ვიწრო ხდება, ის მას აგდებს დაახლით ცვლის.

იგივე ხდება ადამიანის სულის შემთხვევაშიც. როცა დგება არსებობის ახალ საფეხურზე გადასვლის დრო, სული ტოვებს სხეულს და ვიბრაციების შემდეგ დონეზე გადაინაცვლებს. სულისგან მიტოვებული სხეული კვდება და იხრწნება, სულს კი თან მიაქვს მიღებული გამოცდილების ნაწილი, თუმცა თავად არ კვდება. მისი განადგურება შეუძლებელია.

✨2. ჩვენ სულიერი არსებები ვართ, რომლებიც დედამიწაზე ადამიანთა სამყაროში ვმოგზაურობთ. ჩვენს დაუმარცხებელ სულებს აქვთ საერთო საწყისი, რომელიც დაფუძნებულია სინათლესა და სუფთა ენერგიაზე. შეგიძლიათ ამ საწყისს უწოდოთ რაც გნებავთ: ღმერთი, იესო, ალაჰი, ვიშნუ და ა.შ.

ჩვენ ყველანი ერთი საძმოს შვილები ვართ და ვიზიარებთ საერთო გზას ერთი მიზნისკენ: შემოქმედთან გაერთიანებისკენ. ჩვენი ცხოვრების აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ დავინახოთ ეს კავშირი და გავაცნობიეროთ, რომ ნამდვილად ერთმანეთის ანარეკლები: კაცობრიობის ღვთიური ერთობის დასტური ვართ.

✨3. ჩვენი ფიქრები აყალიბებს ჩვენს რეალობას. სწორედ ჩვენი ფიქრები (აზრები, შეხედულებები, სწმუნებულობები) გამოგვარჩევს ღვთის "სხვა" ქმნილებებისგან. ისინი არიან იმ თვისების მტკიცებულება, რომელიც ჩვენს ადამიანობაზეა პასუხისმგებელი. თითოეულ ჩვენგანს რომ დაეწყო ფიქრების შეცვლა და მათი მიმართვა მშვიდობისა და ჰარმონიისკენ, ეს სამყაროს გახდებოდა სხვა ცნობიერების.

როგორც ამბობენ, ოკეანე წვეთიდან იწყება. ან გზა ნაბიჯით... ჩვენი რეალობა არის ფიზიკური გამოვლინება იმისა, რისი შექმნაც გვსურს და რითაც ჩვენი ვიბრაციები ცდილობენ შეავსონ ჩვენს გარშემო არსებული სივრცე. კონცენტრირდებით ნათელ ფერებზე?- ცხოვრება გაუმჯობესდება. კონცენტრირდებით ბნელზე? - ცხოვრება გახდება ის რასაც ახლა ხედავთ.

✨4. ჩვენს გარშემო არსებული სამყარო არის გარკვეულ სიხშირეზე მოვიბრენე ენერგია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერი ირგვლივ არის კვანტურ ველში სასიცოცხლო ქსელის ნაწილი. გახსოვთ ფილმი „ავატარი“ და ნავის ხალხის ქალღმერთი ეივა, რომელიც პლანეტის ყველა ცოცხალ ფორმაში აღწევს? (ფილმ „ავატარში“ წარმოდგენილი ეივა არ არის უბრალოდ რელიგიური ფიგურა ან აბსტრაქტული ღვთაება.

ეს არის პლანეტის ბიოლოგიური და ენერგეტიკული ცნობიერება.) აი, ზუსტად ამას ჰგავს ეს ყველაფერი. განსხვავება მატერიის ვიბრაციის სიხშირეშია. ჩვენ, ადამიანები, ვვიბრირებთ ერთ სიხშირეზე, ხე კი — მეორეზე. ყველაფერ საერთო საწყისი აქვს, ერთი მთლიანობაა, უბრალოდ სხვადასხვანაირად ვიბრირებს.

✨5. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ველოდებით. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც შეუძლია არსებობა მოცემულ დროსა და მოცემულ ადგილას. როგორც წლების წინ ჩემი საყვარელი პროფესორი ამბობდა, "მიწოდებისთვის საჭიროა მოთხოვნა".

ახლა ეს განავრცეთ: ჩვენ ყველანი შექმნილნი ვართ იმისთვის, რომ ვქმნათ და გავიხაროთ. განა ეს არ გვაქცევს ჩვენივე თავის მხსნელებად? ჩვენს პირად სუპერმენებად?

✨6. ეს არ არის ჩვენი პირველი ცხოვრება. ყველა წინა მხოლოდ მზადება იყო. ამაზე პასუხისმგებელია კარმა. სულიერი ლიდერები, როგორიცაა ბუდა, რომლის წინაშეც მთელი სამყარო ქედს იხრის, იმავეს ამბობდნენ.

თუ ჩვენ ყველანი ერთი მთლიანი ვართ, როგორ მიესადაგება ეს თითოეულ ჩვენგანს? ძალიან მარტივად: ჩვენ ყველანი ამ ცხოვრებისთვის ძალიან, ძალიან დიდხანს ვემზადებოდით და ახლა მხოლოდ ის გვჭირდება, რომ კონცენტრირდეთ და მივმართოთ ჩვენს ცოდნის ბიბლიოთეკას (აკაშას დღიურებს), რომელიც მრავალი წინა ცხოვრების მანძილზე დავაგროვეთ.

✨7. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ და არასოდეს ვიქნებით მარტონი. ჩვენ ყოველთვის გვაქვს მხარდაჭერა. ყველანი სამყაროს ნამცეცა ნაწილაკები ვართ, ამიტომ ვერ გადავრჩებოდით იმქვეყნიური დახმარების გარეშე. გინდათ დაიჯერეთ, გინდათ — ხმა, რომელიც თქვენს გულში გესმით რთულ წუთებში, სწორედ ის ღმერთია, რომელსაც ეძებთ. უსმინეთ მას, ეცით პატივი და აღივსეთ მისით“.

✨8. დრო, როგორც ჯადოსნური წარმოდგენის ნაწილი. ნუ გეშინიათ დროის დინების. დრო მხოლოდ ღვთიური სცენაა, სადაც ჩვენი სულები სწავლობენ ღმერთობას. დრო არის ფარდა, რომლის მიღმაც მარადიული სინათლე ანათებს. თუ გინდათ, რომ დრომ აღარ დაგღალოთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში — იქ ქრისტე გელოდებათ, რომელიც დროსა და სივრცეზე მაღლა დგას. იქ დრო ჩერდება და იწყება ნამდვილი სიცოცხლე.“იესომ მოგვცა გასაღები — სიყვარული და სიმშვიდე. როდესაც ქრისტე შენშია, შენი სულიერი ხედვა (მესამე თავი) იხსნება და შენ ხედავ, რომ დრო მხოლოდ გზაა მარადიულობისკენ. შენ ხდები არა უბრალოდ დამკვირვებელი, არამედ ღვთიური მადლის გამტარი ამ მიწიერ სამყაროში.“ ეს არის საღვთო ილუზია „მაია“ (ბუდიზმში) — წარმოდგენის ან, თუ გნებავთ, გამოცდის ნაწილი.

✨9. "ამაღლება" არ მოითხოვს და არ ნიშნავს აუცილებლად მოძრაობას. როდესაც "სამყაროს ანაბანაში" (3 თვიანი ონლაინ კურსი) ამაღლების პროექტზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ყოფიერების უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რაც სულაც არ გულისხმობს სადმე წასვლის აუცილებლობას. ადამიანის გზა გადის არა მხოლოდ გარეთ, არამედ მის შიგნითაც. ყოფიერების უმაღლეს საფეხურს შეიძლება მიაღწიოთ, თუ გწამთ და გულწრფელად გიყვართ ქრისტე ან თუნდაც კრიშნა.

თანაგრძნობა, ემპათია და სიყვარული — აი, რა გვხდის ადამიანებად და ეს უნდა გვახსოვდეს. სწორედ ისინი გვანიჭებენ ადამიანურ თვისებებს და გამორჩეულობას, რაც თავისთავად ბევრად უფრო ახლოსაა ღვთაებრივ მდგომარეობასთან, ვიდრე ის, სადაც ახლა ვიმყოფებით.

✨10. „ სიყვარული, სიყვარული და მხოლოდ სიყვარული“. სიყვარული არის ყველაფრის არსი. სიყვარული აშუშებს, კურნავს, აღადგენს და ქმნის. ის მოდის ღვთისგან და ამავდროულად თავად არის ღმერთი. გიყვარდეთ საკუთარი თავი, გიყვარდეთ მოყვასი და გიყვარდეთ ენერგია, რომელმაც შექმნა ეს სამყარო (ზოგიერთი მას ღმერთს/ალაჰს უწოდებს და წვერიანი მოხუცის სახით გამოსახავს).

გჯეროდეთ, ვიღაც ზემოდან გმფარველობთ. იაზროვნეთ ამ მიმართულებით და მალე ამოიცნობთ ღმერთებს მათში, ვისაც ყოველდღე ხვდებით: თქვენს მშობლებში, მასწავლებლებში, საყვარელ ადამიანებში, შინაურ ცხოველებში, მეგობრებში და მიხვდებით, რა ჯადოსნურ და შთამაგონებელ ეფექტს ახდენენ ისინი თქვენს ცხოვრებაზე.

🌞მსგავსი აზროვნების მოდელი და მასში შემავალი ფიქრები არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენს ენერგეტიკულ სხეულს (აურას) და ამსუბუქებს ყოველდღიურობის მწვავე გამოვლინებებს, არამედ, სამყაროსაც უკეთესს ხდის, რადგან სიკეთე და სიყვარული გადამდებია. გამოიჩინეთ სიკეთე სხვა ადამიანის მიმართ, თქვენზე ქვემოთ ევოლუციურ საფეხურზე მდგომი ღვთიური არსებების (ცხოველები, მცენერეები..) მიმართ და ადრე თუ გვიან თქვენ შეიცნობთ რომ ისინიც იმავეთი გპასუხობენ.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება უმცირეს სიკეთესაც კი და ისწავლეთ სამყაროსთვის გაღიმება.

დროთა განმავლობაში სამყაროც გაგიღიმებთ მოგმადლით ყველა სასიკეთო რესურსს რაც არის თქვენთვის.

მხოლოდ სჭირდება გახსნათ გული და ამ სიკეთის არა მხოლოდ მიღება, არამედ გატარება შეძლოთ ❤

 ასევე დაგაინტერესებთ:

კარს მიღმა დარჩენილი ცნობისმოყვარეობა: რატომ იქცა სკოლა „ვალდებულებად“ ?

აპრილი 2026 - პლანეტები, ასპექტები, ლუნაციები თამარ ხოსროშვილისგან

ტოპ 12 პროდუქტი შარდმჟავას დონის შესამცირებლად - ბუნებრივი არჩევანი ბალანსისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის