Digest Logo

🎥 „თავში უამრავი ახალი იდეა მოგივათ, მოგინდებათ ცხოვრების შეცვლა, განულება, წამოწყება, დასრულება...“ - მარიამ შუკაკიძე მზე-ურანის შეერთებაზე

1747653267
მარიამ შუკაკიძე

მზე-ურანის შეერთებაზე, მოსალოდნელ ცვლილებებსა და მნიშვნელოვან ასპექტებზე  „იუთუბის“ საკუთარ არხზე ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, მაისში  ქაოსური ენერგიები გვექნება, რასაც განსაკუთრებით იგრძნობს რამდენიმე ნიშანი: ლომი, მორიელი, კურო და მერწყული. 

ასტროლოგის თქმით, მზე-ურანის შეერთება ადამიანებში ზრდის ექსცენტიულობას, ექსპერიმენტების და სიახლეების მოთხოვნილებას:

„პირველი ასტროლოგიური ასპექტი, რასაც თითოეულ ჩვენგანზე ექნება გავლენა, არის მზე-ურანის შეერთება. 

სამყაროში არის ქაოსური ენერგიები, ამას განსაკუთრებით გრძნობენ ფიქსირებული ხარისხის ნიშნები: ლომი, მორიელი, კურო, მერწყული. გრძნობენ სიახლის მოთხოვნილებას, ექსცენტრიულობის მომენტებს, თვითგამოხატვის მოთხოვნილებას, გათავისუფლების და პროტესტის. 

ეს შეერთება წელიწადში ერთხელ გვაქვს, ეს ხდება კუროს ზოდიაქოში. ამის გამო თავში უამრავი ახალი იდეა მოგივათ, მოგინდებათ ცხოვრების შეცვლა, განულება, წამოწყება, დასრულება. 

მზე-ურანის შეერთება ადამიანებში ზრდის ექსცენტიულობას, ექსპერიმენტების და სიახლეების მოთხოვნილებას, შაბლონების რღვევის, სტერეოტიპების დამსხვრევის მოთხოვნას, ამიტომ ცოტა ექსტრემისტული პერიოდია. 

როცა რაღაცის გაკეთება მოგინდებათ, აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს თავს ეს ნამდვილად გინდათ თუ უბრალოდ ახირებაა. 

იქნება პროვოკაცია, რომ ყველაფერი მიატოვო და წახვიდე სადღაც, მოთხოვნილება იმისა, რომ გაექცე პასუხისმგებლობას“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინ ვინ არის” - მაყურებლის საყვარელი, გრანდიოზული შოუ მეოთხე სეზონით ბრუნდება

„18 წლის ბელა ორმაგ მკვლელ მაგდა პაპიძესთან ერთად იმყოფება...“ - ბრიტანული მედია ნარკოდანაშაულში ბრალდებული სტუდენტის შესახებ

🎥 🌊 რას უნდა მიაქციონ ყურადღება წყლის ნიშნებმა მიმდინარე კვირაში - „მათ განსაკუთრებულად სასიხარულოდ აქვთ საქმე...“